Gardnerella vaginalis, დნმ-ის აღმოჩენა ბიოლოგიურ მასალაში

Gardnerella vaginalis, დნმ-ის აღმოჩენა ბიოლოგიურ მასალაში

ფასი: 50 ₾

კვლევის შესახებ

Gardnerella Vaginalis ბაქტერიული ვაგინოზის ძირითადი გამომწვევი მიზეზს წარმოადგენს.


Gardnerella Vaginalis გადაიცემა ძირითადად სქესობრივი კავშირით, თუმცა იშვიათად შესაძლებელია ვერტიკალურად - დედიდან ნაყოფზე, მშობიარობის დროს.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

შემდეგი სიმპტომებისას:


  • პროფილაქტიკური კვლევისას;
  • დაავადებების უსიმპტომო მიმდინარეობის დროს;
  • ხშირი შარდვისას;
  • შარდვისას წვის დროს;
  • შარდის შეუკავებლობისას;
  • ვაგინალური გამონადენის დროს;
  • საშვილოსნოს გარე ორსულობისას;
  • ორსულობის შეწყვეტისას;
  • ნაადრევი მშობიარობის დროს;
  • უნაყოფობის მიზეზის დადგენისას (ქალი და მამაკაცი);
  • ორსულობის დაგეგმვისას (ორივე პარტნიორი);

ინტერპრეტაცია

Gardnerella Vaginalis -ის აღმოჩენა ქალებში შესაძლოა მიუთითებდეს შემდეგ დაავადებებზე:


  • ბაქტერიული ვაგინოზი;
  • საშოს, საშვილოსნოს ყელის, საშვილოსნოს და დანამატების ანთება;


გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

შარდი შეგროვებამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი:


შარდის პირველი ულუფა წინასწარი ჰიგიენური პროცედურების გარეშე.


უროგენიტალური ნაცხი აღებამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი:


ნაცხის აღების წინა დღეს არ გამოიყენოთ ვაგინალური სანთლები, ტაბლეტები და მალამოები;

ქალებში - დაუშვებელია ტესტის ჩატარება მენსტრუალური ციკლის დროს;

კვლევის ჩატარებამდე 24 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ სქესობრივი კონტაქტისაგან და არ გამოიყენოთ სპერმიციდი/ ლუბრიკანტი;

მამაკაცები - ნაცხის აღებამდე არ მოშარდოთ 3 საათი.

ტესტის მეთოდოლოგია

Gardnerella Vaginalis- ის დნმ-ის თვისობრივი აღმოჩენა შარდში, უროგენიტალურ ნაცხში, სპერმაში. ანალიზი ეფუძვნება რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ( PCR) მეთოდს, პროდუქტის გაძლიერებული ფლუორესცენტული გამოვლენით.

მასალის ტიპი

  • შარდი
  • უროგენიტალური ნაცხი

კვლევის შესრულების დრო

3 დღის

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

კვლევის კატეგორია

მოლეკულური და უჯრედული დიაგნოსტიკა
Phone