კვლევის შესახებ
Toxoplasma gondii სავალდებულო უჯრედშიდა პარაზიტია, რომელიც ტოქსოპლაზმოზს იწვევს. გავრცელებულია მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით მესამედში.
ჯანმრთელ ადამიანებში ინფექცია ხშირად უსიმპტომოა. თუმცა იმუნოდეფიციტური პაციენტებისა და ორსულებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს - შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზი, ენცეფალიტი და სხვა მძიმე გართულებები.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• ლიმფური კვანძების გადიდებისას;
• გრიპის მსგავსი სიმპტომებისას;
• მხედველობის დარღვევებისას (თვალის ტოქსოპლაზმოზი);
• ენცეფალიტის ეჭვისას;
• ორსულობის პერიოდში;
• იმუნოდეფიციტური მდგომარეობის დროს;
• სასწრაფო შედეგის საჭიროების დროს.
ინტერპრეტაცია
დადებითი შედეგი - Toxoplasma gondii-ის დნმ-ის აღმოჩენა.
Toxoplasma gondii-ის დნმ-ის აღმოჩენა შესაძლოა მიუთითებდეს შემდეგ მდგომარეობებზე:
• აქტიური ტოქსოპლაზმოზი;
• თვალის ტოქსოპლაზმოზი;
• ტვინის ტოქსოპლაზმოზი;
• თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზი.
უარყოფითი შედეგი სრულად არ გამორიცხავს ინფექციის არსებობას.
გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• ტოქსოპლაზმა გონდიის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Toxoplasma gondii IgG);
• ტოქსოპლაზმა გონდიის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Toxoplasma gondii IgM);
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• CMV, ციტომეგალოვირუსის დნმ-ის აღმოჩენა სისხლში;
• EBV, ებშტეინ-ბარის ვირუსის დნმ-ის აღმოჩენა ბიოლოგიურ მასალაში.
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
სპეციფიური მომზადება არ არის საჭირო.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• cdc.gov - DPDx - Toxoplasmosis (Laboratory Identification)
• medlineplus.gov - Toxoplasma blood test (Medical Encyclopedia)
• medlineplus.gov - Toxoplasmosis
• ანა მაღრაძე, MD - მოლეკულური გენეტიკისა და ციტოგენეტიკის განყოფილება;
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.