ანტი-მიულერის ჰორმონი (AMH) სისხლში

ანტი-მიულერის ჰორმონი (AMH) სისხლში

ფასი: 160 ₾

კვლევის შესახებ

ანტიმიულერის ჰორმონი (Anti-Mullerian hormon) ემბრიოგენეზის პერიოდში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სასქესო ორგანოების ჩამოყალიბებაში. აღსანიშნავია, რომ AMH-ის ნორმალური დონე განსხვავდება სქესისა და ასაკის მიხედვით. AMH მამაკაცებში გამომუშავდება სათესლე ჯირკვლის უჯრედებში. ქალებში AMH გამოიმუშავებს საკვერცხეში არსებული პატარა, მზარდი ფოლიკულების გრანულოზური უჯრედები. სისხლში AMH-ის დონე მჭიდრო კორელაციაშია მზარდ ფოლიკულების რაოდენობასთან. სწორედ ამიტომ ანტიმიულერის ჰორმონი საკვერცხის რეზერვის მარკერს წარმოადგენს. მისი კონცენტრაციის განსაზღვრა ემსახურება კვერცხუჯრედების მარაგის შეფასებას.

ანტიმიულერის ჰორმონი კონცენტრაციის მიხედვით შესაძლოა ვიმსჯელოთ ფერტილურ (ჩასახვის უნარი) ასაკზე. თუ AMH-ს კონცენტრაცია მაღალია, საკვერცხეები ჯერ კიდევ აქტიურია და შვილოსნობა შესაძლებელია. დაბალი კონცენტრაცია მიუთითებს, რომ საკვერცხის რეზერვი იწურება და ბუნებრივი გზით დაორსულების ალბათობა შემცირებულია. შესაბამისად, AMH ოქროს სტანდარტია საკვერცხის რეზერვის შესაფასებლად.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

  • ორსულობის დაგეგმვმა;
  • საკვერცხეების რეზერვის შეფასება;
  • უნაყოფობის მიზეზების დადგენა;
  • მენოპაუზის პროგნოზი;
  • პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის (PCOS) დიაგნოსტიკა;
  • საკვერცხის გრანულოზურ-უჯრედოვანი კიბოს დიაგნოსტირება და ოპერაციის შემდგომი მონიტორინგი;
  • რეპროდუქციული მკურნალობის დაგეგვმა და მონიტორინგი.

ინტერპრეტაცია

სისხლში AMH-ის დონე მომატებულია შემდეგი მდგომარეობების დროს:


  • პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის (PCOS);
  • საკვერცხის გრანულოზურუჯრედოვანი კიბო;
  • საკვერცხეების მედიკამენტოზური სტიმულაცია.


სისხლში AMH-ის დონე დაკლებულია შემდეგი მდგომარეობების დროს:


  • საკვერცხის რეზერვის დაქვეითება;
  • პრემენოპაუზა, მენოპაუზა.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

კვლევისთვის სპეციალური მომზადება არაა საჭირო

ტესტის მეთოდოლოგია

ADVIA Centaur® XPT (Siemens Healthiness, Germany) - direct chemiluminescence methodology - ავტომატური იმუნოლოგიური ანალიზატორი

მასალის ტიპი

სისხლი (შრატი)

კვლევის შესრულების დრო

4 საათი

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

კვლევის კატეგორია

იმუნოლოგია
Phone