განავლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა (სალმონელა, შიგელა, კამპილობაქტერი, იერსინია) სრული სერვისი

განავლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა (სალმონელა, შიგელა, კამპილობაქტერი, იერსინია) სრული სერვისი

ფასი: 90 ₾

კვლევის შესახებ

განავლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა აუცილებელია დიარეული ინფექციების გამომწვევი ბაქტერიების იდენტიფიცირებისთვის. კვლევა ტარდება მწვავე ან ხანგრძლივი დიარეის, ცხელების, მუცლის ტკივილისა და სისხლიანი განავლის შემთხვევაში და მნიშვნელოვანია ინფექციის გამომწვევის ზუსტად განსაზღვრისთვის.


კვლევის ფარგლებში შესაძლებელია შემდეგი ბაქტერიების გამოვლენა:

  • Campylobacter - ინფექცია ხშირად გადაეცემა უმი ან არასაკმარისად მომზადებული ფრინველის ხორცის, ასევე დაბინძურებული საკვების (ზღვის პროდუქტები, ხორცი, ბოსტნეული) მიღებისას.
  • Salmonella spp. - ინფიცირება ხდება უმი ან ცუდად მომზადებული ხორცის, ფრინველის ხორცის, კვერცხის ან კვერცხის პროდუქტების მიღებისას. ინკუბაციის პერიოდი შეადგენს 6 საათიდან 6 დღემდე.
  • Shigella - იწვევს სისხლიან დიარეას და ძირითადად გადაეცემა ინფიცირებული საკვების ან წყლის მიღების გზით.
  • Escherichia coli - გადაეცემა დაბინძურებული წყლით ან საკვებით, განსაკუთრებით უმი ბოსტნეულითა და არასაკმარისად მოხარშული საქონლის ხორცით. განსაკუთრებული კლინიკური მნიშვნელობა აქვს E. coli O157:H7 შტამს, რომელმაც მცირეწლოვან ბავშვებსა და ხანდაზმულებში შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე გართულებები, მათ შორის თირკმლის უკმარისობა.
  • Yersinia enterocolitica - გადაეცემა დაბინძურებული საკვებით, განსაკუთრებით უმი ან ცუდად მოხარშული ღორის ხორცით.

ბაქტერიული აგენტის გამოვლენის შემთხვევაში, მიღებულ კულტურაზე ტარდება ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის ტესტი (ანტიბიოტიკოგრამა), რის საფუძველზეც ექიმი არჩევს შესაბამის ანტიბიოტიკოთერაპიას.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

განავლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა ინიშნება შემდეგი სიმპტომების შემთხვევაში:


  • მუცლის ტკივილი და სპაზმები;
  • გულისრევა და ღებინება;
  • დიარეა, განსაკუთრებით ხანგრძლივი ან მძაფრი;
  • სისხლი ან ლორწო განავალში;
  • ცხელება და საერთო სისუსტე.

კვლევა საშუალებას იძლევა დროულად გამოვლინდეს ინფექციის გამომწვევი ბაქტერია და დაინიშნოს ეფექტური მკურნალობა.

ინტერპრეტაცია

უარყოფითი შედეგი - დაავადების გამომწვევი ბაქტერიების ზრდა ნიმუშში არ აღინიშნება, რაც მიუთითებს ბაქტერიული ინფექციის არარსებობაზე კვლევის ჩატარების მომენტში.


დადებითი შედეგი - განავლის ნიმუშში გამოვლინდა დიარეის გამომწვევი ბაქტერია. გამოყოფილ კულტურაზე ტარდება ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის ტესტი (ანტიბიოტიკოგრამა), რაც ექიმს საშუალებას აძლევს შეარჩიოს ეფექტური და მიზანმიმართული მკურნალობა.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

აიღეთ განავალი ერთჯერად სტერილურ კონტეინერში.

მასალის ტიპი

განავალი

კვლევის შესრულების დრო

4 დღის

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

კვლევის კატეგორია

პარაზიტოლოგია
Phone