ვაგინალური ნაცხის მიკროსკოპული გამოკვლევა

ვაგინალური ნაცხის მიკროსკოპული გამოკვლევა

ფასი: 25 ₾

კვლევის შესახებ

საშო შეიცავს ნორმალურ ფლორას (სასარგებლო ბაქტერიებს). სხვადასხვა ინფექციის დროს საშოს ფლორაში სასარგებლო ბაქტერიების ბალანსი ირღვევა და ჭარბობს ინფექციის გამომწვევი ბაქტერიების რაოდენობა. ვაგინალური ნაცხის მიკროსკოპია მიჩნეულია პირველად გინეკოლოგიურ გამოკვლევად დისბიოტური დარღვევების, ვაგინიტებისა და ვაგინოზების დიაგნოსტიკისთვის (ქალის ინდივიდუალური ფიზიოლოგიური ნორმის ფარგლების ცვალებადობის გათვალისწინებით). ვაგინალური არედან აღებული ნაცხის მიკროსკოპული გამოკვლევა ტარდება ვაგინიტების ან სხვა ანთებითი და ჩირქოვანი პროცესების გამომწვევი მიზეზის დასადგენად. ვაგინიტი არის საშოს ლორწოვანი გარსის ანთება. ბაქტერიული ვაგინოზის გამომწვევი მიზეზია საშოს ფლორის დისბალანსი. გასათვალისწინებელია კანდიდოზური ვაგინიტი, რომელიც საშოს ფლორაში სოკოს გამრავლებით არის გამოწვეული, რასაც საფუძვლად უდევს ფლორის დისბიოზი.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევა ტარდება შემდეგი სიმპტომებისას:


  • უსიამოვნო სუნის მქონე ვაგინალური გამონადენის დროს;
  • ნაცრისფერი ან თეთრი გამონადენის დროს;
  • ტკივილის, გაღიზიანების, ქავილის დროს;
  • შარდვისას წვის შეგრძნების დროს;
  • პროფილაქტიკური გამოკვლევების დროს;
  • ორსულობის დროს;
  • ეფექტური მკურნალობის მონიტორინგისთვის;
  • ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომი მონიტორინგისთვის.

ინტერპრეტაცია

ბაქტერიული ვაგინოზის სიმპტომების გამოვლენის შემდეგ ტარდება ვაგინალური ნაცხის მიკროსკოპული გამოკვლევა. გამოკვლევის დროს დგინდება ნაცხში ინფექციის გამომწვევი ბაქტერიის, სოკოს ან პარაზიტის არსებობა. ტესტი გამოავლენს ბაქტერიულ ვაგინოზს, რომლის შემდეგ ექიმის მიერ ინიშნება ანტიბიოტიკი.


გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

ტესტირებამდე 24 საათით ადრე თავი უნდა შეიკავოთ შემდეგი ქმედებებისგან, რომლებიც გავლენას ახდენენ შედეგებზე:


  • არ ჩაიტაროთ გენიტალური მიდამოების ჰიგიენური პროცედურები;
  • არ არის რეკომენდებული სქესობრივი კავშირი;
  • არ გამოიყენოთ ჰიგიენური ტამპონი და სანთელი.


მასალის აღება პროცედურის სწორად ჩატარება უდიდეს გავლენას ახდენს კვლევის შედეგზე.

მასალის ტიპი

საშოს ნაცხი

კვლევის შესრულების დრო

1 დღის

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

Phone