კლოსტრიდიუმ დიფიცილე A/B ტოქსინები  და GDH, განავალში

კლოსტრიდიუმ დიფიცილე A/B ტოქსინები  და GDH, განავალში

ფასი: 70 ₾

კვლევის შესახებ

Clostridium difficile არის ბაქტერია, რომელიც წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალურ ფლორას. ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების გამოყენებისას ნადგურდება ნაწლავის ფლორა და ირღვევა ბაქტერიული ფლორის ბალანსი და მატულობს C. difficile-ს რაოდენობა. Clostridium difficile-ი გრამდადებითი, სპორისწარმომქმნელი, ანაერობული მიკროორგანიზმია, რომელიც ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპიასთან ასოცირებული დიარეისა და კოლიტის გამომწვევი მიზეზია. C. difficile გამოყოფს ტოქსინებს, რაც იწვევს მსხვილი ნაწლავის ანთებას და ვითარდება გახანგრძლივებული დიარეა. დაავადება შეიძლება იყოს სერიოზული, სიცოცხლისთვის საშიშიც, განსაკუთრებით დასუსტებულ პაციენტებში.

ტესტი წარმოადგენს იმუნოქრომატოგრაფიულ მეთოდზე დაფუძნებულ თვისობრივ კვლევას, Clostridium Difficile Toxin A+B განსაზღვრისთვის ფეკალურ მასაში.

მიკროორგანიზმის გამრავლების პროცესს თან ახლავს დიდი რაოდენობით მაღალმოლეკულური წონის A და B ტოქსინის გამოყოფა, რომელიც კლინიკურად მანიფესტირდება წყლისებრი დიარეით და ფსევდომემბრანული კოლიტით. გართულებული შემთხვევები შესაძლოა ლეტალურად დასრულდეს.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

ტესტი ტარდება საავადმყოფოში მწოლიარე პაციენტებში, აგრეთვე ზოგადად ანტიბიოტიკების მოხმარებისას, შემდეგი სიმპტომებისას:


  • 2 დღის განმავლობაში დიარეის (მინიმუმ დღეში 3 ან მეტ თხევადი განავალი) დროს;
  • სისხლის ან ლორწოს განავალში არსებობის დროს;
  • კუჭის ტკივილის, გულისრევის, მადის დაკარგვის და მაღალი ტემპერატურის დროს;
  • ანტიბიოტიკებით ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ გამოწვეული დიარეის დროს.

ინტერპრეტაცია

დადებითი შედეგი - მიუთითებს განავლის ნიმუშებში Clostridium diffcile-ის (C. difficile) A და B ტოქსინის არსებობას.


გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

სპეციფიკური მომზადება არ არის საჭირო.


მასალის აღება - მასალა აღება უნდა განხორციელდეს სპეციალურ კონტეინერში, ისე რომ შიგნით არ მოხვდეს შარდი, წყალი, ნიადაგი ან სხვა ნივთიერება. აღება შესაძლებელია დღის ნებისმიერ მონაკვეთში 6 სხვადასხვა წერტილიდან (შეცვლილი ფერი, ლორწო, სისხლი, მოუნელებელი საკვები) და მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს კონტეინერის ნიშნულს.

მასალის აღების პროცედურის სწორად ჩატარება უდიდეს გავლენას ახდეს კვლევის შედეგზე.

მასალის ტიპი

განავალი

კვლევის შესრულების დრო

2 საათი

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

კვლევის კატეგორია

ბაქტერიოლოგია
Phone