კვლევის შესახებ
HLA ლოკუსი მთავარი ჰისტოშეთავსებადობის კომპლექსის (MHC) ცილების მაკოდირებელი გენეტიკური თანმიმდევრობის ნაწილს წარმოადგენს. ანტიგენის სტრუქტურაზე და მათ ფუნქციაზე დაყრდნობით არჩევენ ორი კლასის HLA ანტიგენებს, რომელთაც შესაბამისად ეწოდება HLA კლასი I და HLA კლასი II. HLA ანტისხეულები ჩვეულებრივ წარმოიქმნება ქალებში ორსულობის დროს, სისხლის გადასხმის ან ორგანოს გადანერგვის შემდეგ. ეს ტესტი მნიშვნელოვანია ორგანოთა გადანერგვის წინ, იმუნური რეაქციების შეფასების .
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
შემდეგი ჩივილების დროს:
- ორგანოს ტრანსპლანტაცია;
- ტრანსპლანტაციის შემდგომ ანტისხეულების მონიტორინგი;
- ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია.
ინტერპრეტაცია
დადებითი შედეგი მიუთითებს:
ანტისხეულების არსებობის შემთხვევაში იზრდება გადანერგვის შემდგომ ორგანოს მოცილების რისკი.
გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგის შეფასება უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის მიერ.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
- HLA-Typing Class I,II, ჰისტოშეთავსების ძირითადი კომპლექსის ანტიგენების განსაზღვრა კლასი I,II
- HLA-antibodies, ანტისხეულები ლეიკოციტების HLA სისტემების ანტიგენების მიმართ
- T და B უჯრედების იმუნური ტოლერანტობის განსაზღვრა გამდინარე ციტომეტრიული მეთოდით (crossmatch)
- ABO სისტემის და რეზუს ფაქტორის განსაზღვრა
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
სპეციფიკურ მომზადებას არ საჭიროებს
მასალის ტიპი
- შრატი
კვლევის შესრულების დრო
30 დღის
ქვეყანა
საქართველო
ავტორი და წყარო
კვლევის კატეგორია
მოლეკულური და უჯრედული დიაგნოსტიკა