კვლევის შესახებ
პერიფერიული სისხლის იმუნოფენოტიპური გამოკვლევა გამდინარე ციტომეტრიის მეთოდით - წარმოადგენს იმუნოფენოტიპირების (ანტისხეულთა პანელის შეფასების გზით) ონკოჰემატოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკის ალტერნატიულ მეთოდს. იგი გამოიყენება სითხურ მდგომარეობაში არსებული საკვლევი მასალის (ძვლის ტვინის ასპირატის, პერიფერიული სისხლის) შეფასებისას, მოცირკულირე უჯრედების ტიპის ბუნებისა და რაოდენობის შეფასების გზით მწვავე და ქრონიკული ლეიკემიების ტიპების დიაგნოსტიკისთვის.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის საჭიროებასა და მიზნობრიობას განსაზღვრავს ექიმი ონკოჰემატოლოგი ქრონიკულ ლიმფოპროლიფერაციულ დაავადებებზე კლინიკური ეჭვის არსებობისას. კვლევის ჩატარების ერთ-ერთ ძირითად ჩვენებას წარმოადგენს პერიფერიულ სისხლში აბსოლუტური ლიმფოციტოზის გამოვლენა, რაც საჭიროებს დამატებით დიაგნოსტიკურ შეფასებას.
ინტერპრეტაცია
გამდინარე ციტომეტრიის ტექნოლოგიის საშუალებით ხორციელდება პერიფერიულ სისხლში მოცირკულირე უჯრედების დეტექცია და თვისობრივი ანალიზი, მათი მემბრანის ზედაპირზე და ციტოპლაზმაში არსებული ანტიგენების იდენტიფიკაციის გზით.
თვისობრივი ანალიზი გულისხმობს უჯრედთა ფენოტიპის (ბუნების) დახასიათებას, რაც მოიცავს სხვადასხვა ანტისხეულისა და ანტისხეულთა პანელების ექსპრესიის შეფასებას ალგორითმული მეთოდის გამოყენებით.
საბოლოო დიაგნოზის დასადგენად აუცილებელია აღნიშნული დიაგნოსტიკური მეთოდით მიღებული შედეგების კორელაცია ჰემატოპათოლოგიურ დიაგნოსტიკაში გამოყენებული სხვა კვლევების მონაცემებთან.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კვლევის შედეგის ინტერპრეტაცია უნდა განხორციელდეს მკურნალი ექიმის მიერ.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
მოლეკულური კვლევა NGS მეთოდის ონკოჰემატოლოგიური დაავადებებთან ასოცირებული მუტაციების შესაფასებლად:
• JAK2 V617, JAK2 EX12, CALR, MPL (NGS);
• MPL, JAK2, CALR, C-KIT, PDGFRA, PDGFRB, RUNX1, ASXL1, TP53, CEBPA, FLT3, NPM1 (NGS);
• მიელოიდური ნეოპლაზიების სადიაგნოსტიკო პანელი (141 გენი) Myeloid Neoplasia Panel (141 Gene).
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
სპეციფიკური მომზადება არ გჭირდებათ.
შენიშვნა: საკვლევი ნიმუში, პერიფერიული სისხლი, აღებული ან მიღებული უნდა იყოს მეგალაბში არაუგვიანეს დილის 11 საათისა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, რათა არ დაირღვეს მასალის პროცესირების 24 სთ-იანი რეჟიმი.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• ncbi.nlm.nih.gov - NCBI/StatPearls - Flow Cytometry
• mayocliniclabs.com - Mayo Clinic Laboratories - Peripheral Blood Flow Cytometry
• onlinelibrary.wiley.com - Cytometry B - Bethesda Consensus Recommendations
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• თამარ ღუჭაშვილი - ჰემატოპათოლოგიის სამსახურის უფროსი, პათოლოგანატომი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.