სისხლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა (სრული სერვისი)

სისხლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა (სრული სერვისი)

ფასი: 90 ₾

კვლევის შესახებ

სისხლის მიკრობიოლოგიურ კვლევას დიდი მნიშვნელობა აქვს სეფსისის ეტიოლოგიური აგენტის გამოსავლენად. სეფსისი - გენერალიზებული ინფექციური პროცესია, როდესაც გამომწვევი სისხლის მეშვეობით აღწევს სხვადასხვა ორგანოში, რომელიც არასდროს სრულდება თვითგანკურნებით და რომლისგანაც სათანადო მკურნალობის გარეშე ადამიანი იღუპება. სეფსისის გამოწვევა ნებისმიერი სახის ინფექციას შეუძლია. სეფსისი შესაძლოა ბაქტერიული, ვირუსული ან სოკოვანი ინფექციების, ან მათი კომბინაციის შედეგად განვითარდეს.


კვლევის მიზანია სეფსისის გამომწვევი მიზეზის დადგენა და დროულად სწორი მკურნალობის დაწყება.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

სისხლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა ტარდება სეფსისისა და სეპტიცემიის სიმპტომებისას:


  • ცხელების დროს;
  • შემცივნების, კანკალისა და ოფლიანობის დროს;
  • გახშირებული სუნთქვისა და გულისცემის დროს;
  • გონების დაბინდვისას;
  • დაბალი არტერიული წნევის დროს;
  • მუცლის არეში ტკივილის, დიარეის, გულისრევის შეგრძნებისა და ღებინების დროს.

ინტერპრეტაცია

დადებითი პასუხი - განავლის ნიმუშში პარაზიტების ან მათი კვერცხების აღმოჩენისას მიმართეთ ექიმს.


გასათვალისწინებელია, რომ უარყოფითი პასუხი შესაძლოა განპირობებული იყოს პრეანალიტიკის წესების დარღვევის გამო.


გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია:


  • ანტიბაქტერიული საშუალებებით მკურნალობის დაწყებამდე ან პრეპარატის ბოლო მიღებიდან 24 სთ-ის შემდეგ;
  • ანტიბაქტერიული მედიკამენტებით მკურნალობის კურსის დასრულებიდან 7-10 დღის შემდეგ.


ნიმუშის აღება - სისხლს იღებენ ტემპერატურის მატებისას, ორი სხვადასხვა ვენიდან (მაგ. მარჯვენა და მარცხენა ხელი) მინიმალური ინტერვალით (5-10 წთ-ში). მასალს იღებს კვალიფიციური მედ-პერსონალი. პროცედურის სწორად ჩატარება უდიდეს გავლენას ახდეს კვლევის შედეგზე.

მასალის ტიპი

სისხლი

კვლევის შესრულების დრო

5 დღის

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

კვლევის კატეგორია

ბაქტერიოლოგია
Phone