ურეთრის ნაცხის ბაქტერიოლოგია (სრული სერვისი)

ურეთრის ნაცხის ბაქტერიოლოგია (სრული სერვისი)

ფასი: 90 ₾

კვლევის შესახებ

ურეთრის ნაცხის ბაქტერიოლოგია ტარდება მამაკაცეში ურეთრიტის დროს. ურეთრიტი წარმოადგენს საშარდე მილის ანთებით დაავადებას, რომელსაც ხშირად იწვევს ბაქტერიული ინფექცია. კლინიკური ნიშნები შეიძლება მოიცავდეს მტკივნეულ და გახშირებულ შარდვას, შარდსადენიდან გამონადენს, სიწითლესა და შეშუპებას შარდსადენზე, ასევე ტკივილს სათესლე ჯირკვლების ან შარდის ბუშტის არეში.


აღნიშნული ტესტი საშუალებას იძლევა გამოვლინდეს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი), მათ შორის გონორეა და სხვა ბაქტერიული ეტიოლოგიის ინფექციები.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

ურეთრის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა რეკომენდებულია შემდეგი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში:


  • სისხლი შარდში ან სპერმაში;
  • წვის შეგრძნება შარდვის დროს (დიზურია);
  • გამონადენი პენისიდან;
  • ცხელება (იშვიათად);
  • ხშირი ან გადაუდებელი შარდვა;
  • ქავილი, მგრძნობელობა ან შეშუპება პენისში;
  • გადიდებული ლიმფური კვანძები საზარდულის არეში;
  • ტკივილი სქესობრივი კავშირის ან ეაკულაციის დროს.

ინტერპრეტაცია

უარყოფითი შედეგი - დაავადების გამომწვევი ბაქტერიების ზრდა არ აღინიშნება.


დადებითი შედეგი - სინჯში გამოვლინდა ინფექციის გამომწვევი ბაქტერია. გამოყოფილ კულტურაზე ტარდება ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის ტესტი (ანტიბიოტიკოგრამა), რის საფუძველზეც ექიმი განსაზღვრავს მიზნობრივ მკურნალობას.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია მოშარდვიდან სულ მცირე 2 საათის შემდეგ.

მასალის ტიპი

ურეთრის ნაცხი

კვლევის შესრულების დრო

3 დღის

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

კვლევის კატეგორია

ბაქტერიოლოგია
Phone