კვლევის შესახებ
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გადაეცემა ძირითადად დაუცველი სქესობრივი კონტაქტით ხდება და ხშირად სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. დროული ლაბორატორიული კვლევა საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ შემდეგი გართულებები - უნაყოფობა, ორსულობის პრობლემები დაქრონიკული ანთებითი პროცესები.
აღნიშნულ პანელში შედის:Chlamydia TrachomatisNeisseria GonorrhoeaeMycoplasma GenitaliumMycoplasma HominisUreaplasma UrealyticumUreaplasma ParvumGardnerella VaginalisTrichomonas Vaginalis
ინტერპრეტაცია
პათოგენის აღმოჩენა მამაკაცებში შესაძლოა მიუთითებდეს შემდეგ დაავადებებზე:
ცისტიტიპროსტატიტიურეთრიტისათესლეების და დანამატების ანთებაპათოგენის აღმოჩენა ქალებში შესაძლოა მიუთითებდეს შემდეგ დაავადებებზე:
საშოს, საშვილოსნოს ყელის, საშვილოსნო დანამატების ანთებაურეთრიტი გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
- Chlamydia Trachomatis;
- Neisseria Gonorrhoea;
- Mycoplasma Genitalium;
- Mycoplasma Hominis,
- Trichomona Vaginalis;
- Candida Albicans;
- ვაგინალური ნაცხის მიკროსკოპული გამოკვლევა;
- საშოს ნაცხის ბაქტერიოლოგია;
- ვაგინალური ფლორის კომპლექსური კვლევა (Bioflor);
- ქლამიდია ტრაქომატის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Chlamydia trachomatis IgG);
- ქლამიდია ტრაქომატის საწინააღმდეგო IgA ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Chlamydia trachomatis IgA);
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
შარდის შეგროვება:
შარდის პირველი ულუფა წინასწარი ჰიგიენური პროცედურების გარეშე.უროგენიტალური ნაცხის აღება:
ნაცხის აღების წინა დღეს არ გამოიყენოთ ვაგინალური სანთლები, ტაბლეტები და მალამოებიქალებში დაუშვებელია ტესტის ჩატარება მენსტრუალური ციკლის დროსკვლევის ჩატარებამდე 24 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ სქესობრივი კონტაქტისაგან, არ გამოიყენოთ სპერმიციდი და ლუბრიკანტიმამაკაცები - ნაცხის აღებამდე არ მოშარდოთ 3 საათი