ფოსფორის განსაზღვრა სისხლში (P)

ფოსფორის განსაზღვრა სისხლში (P)

ფასი: 20 ₾

კვლევის შესახებ

ფოსფორი სისხლში არაორგანული ფოსფატის და ორგანულად შეკავშირებული ფოსფორმჟავას სახით არსებობს. უჯრედგარე ორგანული ფოსფორის მცირე რაოდენობა მხოლოდ ფოსფოლიპიდების სახით გვხვდება. შრატი შეიცავს დაახლოებით 2.5-დან 4.5 მგ/დლ-მდე არაორგანულ ფოსფატს. ფოსფორი აუცილებელია ძვლების წარმოქმნისა და უჯრედული ენერგეტიკული ცვლის შენარჩუნებისთვის. ფოსფორი შედის ფიზიოლოგიურად მნიშვნელოვანი ფოსფოლიპიდური ნაერთების, ნუკლეინის მჟავებისა და ატფ-ის შემადგენლობაში. ფოსფორის ცვლა ორგანიზმში მჭიდროდაა დაკავშირებული კალციუმის ცვლასთან, რის გამოც დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია სისხლში კალციუმისა და ფოსფორის თანაფარდობის განსაზღვრა. ფოსფორის კონცენტრაცია შრატში ხასიათდება ცირკადული რიტმით და ექვემდებარება სწრაფ ცვლილებას ისეთ ფაქტორებთან მიმართებაში, როგორებიცაა ნახშირწყლოვანი დიეტა, ფოსფატშემაკავშირებელი ანტაციდების არსებობა, სომატოტროპული ჰორმონის / ინსულინის კონცენტრაცია და თირკმლების ფუნქციური ცვლილება

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

• თირკმლის ქრონიკული პათოლოგიები (შარდ-კენჭოვანი დაავადება, ნეფრიტი);

• რაქიტი, ოსტეომალაცია, ჰიპო-D ვიტამინოზი;

• ძვლის სხვადასხვა პათოლოგიები;

• კბილების ნაადრევი დაკარგვა, კარიესი;

• მინანქრისა და დენტინის ჰიპოპლაზია;

• ნერვ-კუნთოვანი პათოლოგიები;

• სხვადასხვა მეტაბოლური დარღვევები;

• კალციუმ-ფოსფორის თანაფარდობის ცვლილება;

• პარათირეოიდული ჯირკვლის ფუნქციის დარღვევები (ჰიპერპარათირეოზი);

• აციდოზი (მეტაბოლური, სუნთქვითი);

• დიარეა;

• მალაბსორბცია (ანტაციდების ჭარბი მიღება);

• დეჰიდრატაცია (მათ შორის დიურეტიკების ხანგრძლივი გამოყენება);

• შიმშილი (მკაცრი დიეტები);

• ალკოჰოლის მოხმარება;

• ფოსფორის გადაჭარბებული მიღება (მედიკამენტოზური ან სხვა დანამატები);

• ონკოლოგიური პათოლოგიები (მეტასტაზით ძვლოვან სისტემაში).

ინტერპრეტაცია

ფოსფორის მაღალი მაჩვენებელი (ჰიპერფოსფატემია) შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ შემთხვევებში:

• ონკოლოგიური პათოლოგიები (ლეიკემია, ლიმფომა, მეტასტაზური გავრცელება);

• ოსტეოპოროზი;

• ოსტეოლიზისი;

• მოტეხილობები;

• კუნთოვანი მასის დატვირთვა (ინტენსიური ვარჯიში);

• რესპირატორული და მეტაბოლური აციდოზი;

• პარათირეოიდული ჰორმონის დისბალანსი (აკრომეგალია);

• თირკმლის ფუნქციის დარღვევა;

• ღვიძლის ზოგიერთი პათოლოგია (ციროზი);

• ტოქსიკოზით მიმდინარე ორსულობა;

• ინტოქსიკაცია.

ფოსფორის დაბალი მაჩვენებელი (ჰიპოფოსფატემია) შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ შემთხვევებში:

• მალაბსორბცია;

• D ვიტამინის დეფიციტი;

• ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება;

• არასრულფასოვანი კვება (შიმშილი, არასწორი დიეტები);

• ძვლის პათოლოგიები (ოსტეომალაცია, რაქიტი, ძვლების ტკივილი);

• თირკმლის პათოლოგიები (ხშირი შარდვა, დიურეზული საშუალებების მიღება, თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომი პერიოდი);

• რესპირატორული და მეტაბოლური ალკალოზი;

• ჰიპერვენტილაცია;

• ონკოლოგიური დაავადებები;

• ავთვისებიანი სიმსივნეები;

• ენდოკრინული დაავადებები (ზრდის ჰორმონის დეფიციტი);

• მედიკამენტების მიღება (ანტაციდები);

• ორსულობა;

• სხვადასხვა ეტიოლოგიის ჰიპერკალციემია.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

რეკომენდებულია უზმოდ ყოფნა და ნიმუშის აღება დილით

08:00 – 11:00 სთ ფარგლებში.

ტესტის მეთოდოლოგია

ADVIA Chemistry XPT (Siemens Healthiness, Germany) – photometric methodology- ავტომატური ბიოქიმიური ანალიზატორი

მასალის ტიპი

შრატი

კვლევის შესრულების დრო

3 საათი

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:

medlineplus.gov - MedlinePlus - Phosphate in Blood

mayocliniclabs.com - Mayo Clinic Laboratories - Phosphorus, Serum

emedicine.medscape.com - Medscape - Phosphate (Phosphorus): Reference Range

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

ბიოქიმია
Phone