კვლევის შესახებ
ქალის რძის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა გამოიყენება ლაქტაციური მასტიტის ბაქტერიული გამომწვევის იდენტიფიცირებისა და ანტიბიოტიკოგრამის ჩატარებისთვის. მასტიტი - ძუძუს ანთებაა, რომელიც მეძუძური ქალების დაახლოებით 10%-ში ვითარდება, ყველაზე ხშირად მშობიარობიდან პირველ 6 კვირაში.
ქალის რძეში ბაქტერიების გამოვლენა ყოველთვის ინფექციას არ ნიშნავს. ბევრ ჯანმრთელ ქალსაც ნორმის ფარგლებში გარკვეული ბაქტერიები გვხვდება. კულტივირება ინიშნება კონკრეტულ სიტუაციებში.
ყველაზე ხშირი ბაქტერიული გამომწვევებია:
• Staphylococcus aureus (MSSA/MRSA) - ყველაზე ხშირი პათოგენი;
• Streptococcus pyogenes (A ჯგუფი), Streptococcus agalactiae (B ჯგუფი);
• Escherichia coli;
• Bacteroides spp., Corynebacterium spp.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევა ინიშნება შემდეგ შემთხვევებში:
• 48 საათის განმავლობაში ანტიბიოტიკოთერაპიაზე პასუხის არარსებობა;
• განმეორებადი მასტიტი;
• ჰოსპიტალური (ნოზოკომიური) მასტიტი MRSA-ს ეჭვით;
• ძუძუს აბსცესი;
• ანტიბიოტიკებზე ალერგიის შემთხვევაში, ეფექტური ალტერნატივის შერჩევისთვის.
ინტერპრეტაცია
უარყოფითი შედეგი - პათოგენური ბაქტერიების ზრდა ნიმუშში არ გამოვლინდა. ქალის რძე სტერილური არ არის, ამიტომ შედეგი ინტერპრეტირდება კლინიკური სიმპტომების გათვალისწინებით.
დადებითი შედეგი - ნიმუშში გამოვლინდა პათოგენური ბაქტერია, ყველაზე ხშირად Staphylococcus aureus. ანტიბიოტიკოგრამა ეხმარება ექიმს სწორი ანტიბიოტიკის შერჩევაში.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
კვლევა უნდა ჩატარდეს ანტიბიოტიკებით მკურნალობის დაწყებამდე ან პრეპარატის ბოლო მიღებიდან 24 სთ-ის შემდეგ, ან ანტიბიოტიკებით მკურნალობის დასრულებიდან 7-10 დღის შემდეგ.
მასალის აღება - კანის ზედაპირის დამუშავება ხდება თბილი წყლით, საპნით. მასალის აღებისას პირველი 5-10 მლ უნდა გადაიღვაროს, ხოლო შემდეგი 3-4 მლ უნდა შეგროვდეს სტერილურ კონტეინერში.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
• ნინო მაჭარაშვილი - MS, PhD - მიკრობიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი