კვლევის შესახებ
ქსოვილოვანი მასალის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა (სრული სერვისი) გამოიყენება ქსოვილების ინფექციების, ოსტეომიელიტის, სახსრის ინფექციების ან ოპერაციული ველის ინფიცირების გამომწვევი ბაქტერიების იდენტიფიცირებისა და ანტიბიოტიკოგრამის ჩატარებისთვის. ქსოვილის ბიოფსია ოქროს სტანდარტია ბაქტერიული ოსტეომიელიტის, სახსრის ინფექციისა და ჭრილობის ღრმა ინფექციების დიაგნოსტიკაში.
ქსოვილის ინფექციების ყველაზე ხშირი გამომწვევებია:
• Staphylococcus aureus (MSSA/MRSA) - ყველაზე ხშირი, განსაკუთრებით ძვლის ინფექციებში;
• Pseudomonas aeruginosa - ღრმა ჭრილობებში;
• Streptococcus spp.;
• გრამუარყოფითი ბაქტერიები: Klebsiella, E. coli;
• ანაერობული ბაქტერიები.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევა ინიშნება შემდეგ შემთხვევებში:
• ბაქტერიული ოსტეომიელიტი (ძვლის ინფექცია);
• ინფიცირებული სახსრის პროთეზი;
• ღრმა ქსოვილის ინფექცია;
• ოპერაციული ველის ინფექცია (SSI);
• ჭრილობის ემპირიული ანტიბიოტიკოთერაპიაზე პასუხის არარსებობა.
ინტერპრეტაცია
უარყოფითი შედეგი - ინფექციის გამომწვევი ბაქტერიების ზრდა ქსოვილის ნიმუშში არ გამოვლინდა.
დადებითი შედეგი - ქსოვილის ნიმუშში გამოვლინდა ბაქტერია. ქსოვილის კულტივირება ოქროს სტანდარტია ქრონიკული ოსტეომიელიტისა და პროთეზული ინფექციების დიაგნოსტიკაში. ანტიბიოტიკოგრამა ექიმს საშუალებას აძლევს შეარჩიოს ეფექტური ანტიბიოტიკი.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია ანტიბაქტერიული საშუალებებით მკურნალობის დაწყებამდე ან პრეპარატის ბოლო მიღებიდან 24 სთ-ის შემდეგ, ან ანტიბაქტერიული მედიკამენტებით მკურნალობის კურსის დასრულებიდან 7-10 დღის შემდეგ.
ნიმუშის აღება ხდება ქირურგის მიერ, ინფიცირებული ქსოვილის ჯანმრთელ ქსოვილთან საზღვრის ზონიდან, ასეპტიკური ტექნიკის დაცვით.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
• ნინო მაჭარაშვილი - MS, PhD - მიკრობიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი