კვლევის შესახებ
შარდოვანა არის ცილოვანი აზოტის მეტაბოლიზმის მთავარი და საბოლოო პროდუქტი. ის სინთეზირდება ღვიძლში ამიაკისგან, რომელიც წარმოიქმნება ამინომჟავების დეამინაციის შედეგად. მისი დიდი ნაწილის ექსკრეცია ძირითადად თირკმლებით ხორციელდება, ხოლო დარჩენილი, მინიმალური რაოდენობა გამოიყოფა ოფლითა და ნაწლავში ბაქტერიების მოქმედებით.
სისხლის შრატში შარდოვანას დონე წარმოადგენს თირკმლის ფუნქციის, ცილოვანი მეტაბოლიზმისა და ორგანიზმის ჰიდრატაციის მდგომარეობის შეფასების მნიშვნელოვან მაჩვენებელს
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია, როდესაც სახეზეა:
- თირკმლის ფუნქციის დარღვევა;
- შარდვის პროცესის ცვლილება;
- შარდის მოცულობის შემცირება;
- დეჰიდრატაციის ნიშნები;
- ჰიპერტენზია;
- შაქრიანი დიაბეტი (ტიპი II);
- ნეფროტოქსიკური მედიკამენტების მიღება;
- მეტაბოლური და ჰორმონალური დარღვევები;
- ცილოვანი საკვებით დატვირთვა.
ინტერპრეტაცია
რევმატოიდული ფაქტორის მომატება აღინიშნება შემდეგ შემთხვევებში:
რევმატოიდული ართრიტი;რევმატიზმი;ინფექციური მონონუკლეოზი;მწვავე ანთებითი პროცესები;სისტემური წითელი მგლურა;ტონზილიტი;ტუბერკულოზი;სიფილისი;ბაქტერიული ენდოკარდიტი;ვირუსული ინფექციები;ფილტვის დაავადებები (სარკოიდოზი, ინტერსტიციული ფიბროზი);ღვიძლის პათოლოგიები (ციროზი, ჰეპატიტები);ონკოლოგიური დაავადებები (ლეიკემია, ლიმფომა, მსხვილი ნაწლავის კიბო);ავტოიმუნური დაავადებები;ასაკობრივი ცვლილებები.რევმატოიდული ფაქტორის ნორმული ან უარყოფითი მაჩვენებელი არ გამორიცხავს რევმატოიდული ართრიტის არსებობას განსაკუთრებით დაავადების ადრეულ სტადიაზე
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
- სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC + ESR);
- შარდის საერთო ანალიზი (Urinalysis);
- კრეატინინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Creatinine);
- კრეატინინის კლირენსის გამოთვლა (CrCl);
- შარდმჟავას განსაზღვრა სისხლის შრატში (Uric Acid);
- ელექტროლიტების კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში (Na⁺, K⁺, Ca²⁺, Cl⁻);
- ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST, GGT, საერთო და პირდაპირი ბილირუბინი);
- გლუკოზის განსაზღვრა სისხლში (Glucose);
- ლიპიდების განსაზღვრა სისხლის შრატში (TCHOL, TG, LDL-CHOL, HDL-CHOL, VLDL-CHOL, AI);
- საერთო ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში (TP);
- ალბუმინის განსაზღვრა სისხლის შრატში (ALB);
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
სპეციფიკურ მომზადებას არ საჭიროებს
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
სისხლი (შრატი)
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
საქართველო
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
- medscape.com
- uptodate.com
- clevelandclinic.org
- mayoclinic.org
- ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი
- ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი
- ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი