ძვლის ტვინის უჯრედების გამოკვლევა (მიელოგრამა), CITO

ძვლის ტვინის უჯრედების გამოკვლევა (მიელოგრამა), CITO

ფასი: 160 ₾

კვლევის შესახებ

ძვლის ტვინის უჯრედების გამოკვლევა (მიელოგრამა) - წარმოადგენს Giemsa-ს ჯგუფის საღებავებით შეღებილი ძვლის ტვინის თხევადი ნიმუშის (ციტოლოგიური მასალის) მიკროსკოპული შესწავლის მეთოდს, რომლის მიზანიცაა რაოდენობრივად და მორფოლოგიურად შეფასდეს სიმწიფის სხვადასხვა სტადიაზე არსებული სისხლწარმომქმნელი უჯრედების ფორმა და რაოდენობა.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია ჰემატოლოგის დანიშნულებით იმ შემთხვევებში როცა პერიფერიულ სისხლში ვლინდება აუხსნელი გენეზის რაოდენობრივი ცვლილებები.

ინტერპრეტაცია

ძვლის ტვინის ასპირატის ნაცხის გამოკვლევა ტარდება May - Grünwald Giemsa-ს შეღებვის მეთოდით სინათლის მიკროსკოპის გამოყენებით. კვლევას ახორციელებს ექიმი ციტოპათოლოგი, პათოლოგანატომი ან ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტი.

კვლევის შედეგი მოიცავს სისხლმბადი უჯრედების დათვლასა და მათი მორფოლოგიური თავისებურებების შეფასებას, რაც საშუალებას იძლევა განისაზღვროს ძვლის ტვინის უჯრედული შემადგენლობა და სიმწიფის ხარისხი.


კვლევა საშუალებას იძლევა გამოვლინდეს შემდეგი მდგომარეობები:

მწვავე და ქრონიკული ლეიკემია;

მიელოდისპლასტიკური სინდრომი;

მრავლობითი მიელომა;

ლიმფომა;

აპლასტიკური ანემია და სხვა სახის ანემიები;

მიელოფიბროზი;

მეტასტაზური პროცესები ძვლის ტვინში.


გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგის შეფასება უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის მიერ.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

ძვლის ტვინის უჯრედების გამოკვლევა Perls-ის მეთოდით.

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

სპეციფიკური მომზადება არ გჭირდებათ. შენიშვნა: საკვლევი ნიმუში, პერიფერიული სისხლი, აღებული ან მიღებული უნდა იყოს მეგალაბში არაუგვიანეს დილის 11 საათისა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, რათა არ დაირღვეს მასალის პროცესირების 24 სთ-იანი რეჟიმი.

ტესტის მეთოდოლოგია

ციტოლოგიური მეთოდი

მასალის ტიპი

მინაზე განაცხული ციტოლოგიური ნიმუში

კვლევის შესრულების დრო

24 სთ

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

თამარ ღუჭაშვილი - ჰემატოპათოლოგიის სამსახურის უფროსი, პათოლოგანატომი;

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

ციტოლოგია
Phone