პარაზიტოლოგიური გამოკვლევა
კვლევის შესახებ
„პარაზიტოლოგიური გამოკვლევა“ არის კვლევების ნაკრები, რომელიც აერთიანებს სისხლის სეროლოგიურ, პერიანალურ და განავლის ტესტებს საქართველოში ყველაზე ხშირად გვხვდები პარაზიტული ინვაზიების გამოსავლენად.
ნაკრებში შედის შემდეგი 8 კვლევა:
• Ascaris lumbricoides IgG ანტისხეულები, სისხლში - ასკარიდოზის (მრგვალი ჭიების ინვაზია) სეროლოგიური მარკერი;
• Taenia solium IgG ანტისხეულები, სისხლში - ღორის ლენტოვანი ჭიით (ტენიოზი/ცისტიცერკოზი) გამოწვეული ინვაზიის სეროლოგიური მარკერი;
• Trichinella spiralis IgG ანტისხეულები, სისხლში - ტრიქინელოზის (ხორცის მეშვეობით გადამდები ინვაზია) გვიანი მარკერი;
• Trichinella spiralis IgM ანტისხეულები, სისხლში - ტრიქინელოზის ადრეული (მწვავე ფაზის) მარკერი;
• Enterobius vermicularis, პერიანალური ნაცხის ანალიზი - ბუდას ჭიის (მწვანჭიის) ინვაზიის პირდაპირი გამოვლენა;
• Toxocara IgG ანტისხეულები, სისხლში - ტოქსოკაროზის (ცხოველთა ასკარიდით გამოწვეული ინვაზია) სეროლოგიური მარკერი;
• იმუნოგლობულინ E-ის განსაზღვრა სისხლში (IgE) - პარაზიტული ინვაზიისთვის დამახასიათებელი ზოგადი იმუნური რეაქციის მარკერი;
• Giardia lamblia Ag, ლამბლიის ანტიგენის განსაზღვრა განავალში - ლამბლიოზის (ჟიარდიაზი) პირდაპირი გამოვლენა.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• ხანგრძლივი გასტროინტესტინური ჩივილები (მუცლის ტკივილი, შებერილობა, დიარეა ან შეკრულობა, გულისრევა) გაურკვეველი მიზეზით;
• ეოზინოფილია (ეოზინოფილების მომატება სისხლის საერთო ანალიზში) გაურკვეველი გენეზისა;
• დაუხარშავი/ცუდად თერმულად დამუშავებული ხორცის (მათ შორის ღორის ხორცის) მიღების შემდეგ შესაბამისი სიმპტომების (კუნთის ტკივილი, ცხელება, სახის შეშუპება) გამოვლენისას;
• პერიანალური ქავილის (განსაკუთრებით ღამით) შემთხვევაში, ბავშვებში - ბუდას ჭიის ინვაზიის ეჭვისას;
• ბინადარ ცხოველებთან (ძაღლი, კატა) მჭიდრო კონტაქტის შემდეგ, განსაკუთრებით ბავშვებში, ტოქსოკაროზის ეჭვისას;
• არასაკმარისად გაწმენდილი წყლის მოხმარების ან ტურისტული მოგზაურობის შემდეგ წყლისმიერი ინფექციის (მაგ. ჟიარდიაზი) ეჭვისას;
• წონის დაუსაბუთებელი კლების, საერთო სისუსტისა და კანის გამოვლინებების (ჭინჭრის ციება, ქავილი) ფონზე.
როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?
• სისხლის ანალიზისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის;
• განავლის ნიმუშის შეგროვება ხდება სუფთა, საამისოდ განკუთვნილ ჭურჭელში, საშარდე გზების შერევის გარეშე; ნიმუში სასურველია ჩაბარდეს აღებიდან რაც შეიძლება მალე;
• აცნობეთ ექიმს ბოლოდროინდელი მოგზაურობის, ცხოველებთან კონტაქტისა და კვების თავისებურებების შესახებ.
ინტერპრეტაცია
ვინაიდან ნაკრები აერთიანებს რამდენიმე დამოუკიდებელ პარაზიტოლოგიურ ტესტს, თითოეული შედეგი ცალ-ცალკე ფასდება:
სეროლოგიური ტესტები (Ascaris, Taenia solium, Trichinella, Toxocara - IgG/IgM):
• დადებითი IgG შესაძლოა მიუთითებდეს მიმდინარე ან გადატანილ ინვაზიაზე - ერთჯერადი დადებითი შედეგის ინტერპრეტაცია ხდება კლინიკურ სურათთან და საჭიროების შემთხვევაში დინამიკურ (განმეორებით) ტესტირებასთან ერთად;
• დადებითი IgM (მაგ. ტრიქინელას შემთხვევაში) მიუთითებს ინფექციის ადრეულ, მწვავე ფაზაზე;
• უარყოფითი შედეგი ინვაზიის ადრეულ (ინკუბაციურ) ეტაპზე არ გამორიცხავს ინფექციას;
• ჯვარედინი (ჯგუფური) რეაქცია სხვა ჰელმინთებთან შესაძლებელია, რაც ითვალისწინება ინტერპრეტაციისას.
პირდაპირი ტესტები (Enterobius vermicularis პერიანალური ნაცხი, Giardia lamblia Ag განავალში):
• დადებითი შედეგი ადასტურებს აქტიურ ინვაზიას შესაბამისი პარაზიტით და საჭიროებს ანტიპარაზიტულ მკურნალობას;
• უარყოფითი შედეგი, პარაზიტის არარეგულარული გამოყოფის გამო, არ გამორიცხავს ინვაზიას - კლინიკური ეჭვის შენარჩუნებისას რეკომენდებულია განმეორებითი (რამდენიმე დღის ინტერვალით) ტესტირება.
IgE:
• მომატებული დონე ხშირად თან ახლავს პარაზიტულ ინვაზიებს და გამოიყენება დამატებით, არასპეციფიკურ მარკერად.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR) - ეოზინოფილიის შესაფასებლად;
• ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST, GGT, ALP, TBIL) - ღვიძლის ჩართულობის ეჭვისას (მაგ. ექინოკოკოზი, ტოქსოკაროზი);
• C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP);
• კრეატინკინაზას განსაზღვრა სისხლში (CK) - ტრიქინელოზის ეჭვისას, კუნთოვანი დაზიანების შესაფასებლად.
კვლევის მეთოდოლოგია
ფერმენტული იმუნოანალიზი (ELISA/CLIA - სეროლოგიური ტესტები); იმუნოქრომატოგრაფიული ტესტი (Giardia Ag); მიკროსკოპია (პერიანალური ნაცხი)