კვლევის შესახებ
კალციუმი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მინერალი ორგანიზმში. მისი ყველაზე დიდი რაოდენობა გვხვდება ძვლებისა და კბილების შემადგენლობაში, ხოლო დარჩენილი ნაწილი ნაწილდება სხვადასხვა ქსოვილსა და უჯრედულ სითხეს შორის, სადაც იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მრავალ პროცესში, როგორებიცაა: კოაგულაცია, ნერვ-კუნთოვანი იმპულსების გადაცემა, ჩონჩხისა და გულის კუნთების აგზნებადობა, ფერმენტების გააქტიურება, უჯრედების მთლიანობისა და გამტარიანობის შენარჩუნება.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია, როდესაც სახეზეა:
- ძვალ-სახსროვანი პათოლოგიები (ძვლების ტკივილი, ხშირი მოტეხილობები, რაქიტი);
- კუნთოვანი დისფუნქცია (სისუსტე, დისტონია, კუნთების სპაზმი);
- გულის რიტმის დარღვევები (არითმიები);
- ენდოკრინული დაავადებები (პარათირეოიდული ჯირკვლის პათოლოგიები, პოსტთირეოექტომია);
- თირკმლის ქრონიკული დაავადებები (შარდ-კენჭოვანი დაავადებები);
- ვიტამინ D-ის დეფიციტი ან ჭარბი მიღება;
- ინტოქსიკაცია;
- კარიესი;
- ზოგიერთი მედიკამენტოზური თერაპიის (ჰორმონათერაპია, ქიმიოთერაპია) მონიტორინგი;
- მენოპაუზა;
- ხანდაზმულობა.
ინტერპრეტაცია
კალციუმის მაღალი მაჩვენებელი (ჰიპერკალცემია) შესაძლოა გამოვლინდეს:
- პარათირეოიდული ჰორმონის ჭარბი გამომუშავებისას;
- გარკვეული სიმსივნური პროცესების დროს;
- კალციუმის პრეპარატების გადაჭარბებული მიღების შედეგად;
- სხვადასხვა კოაგულოპათიების დროს;
- ოსტეოპოროზის შემთხვევაში.
კალციუმის დაბალი მაჩვენებელი (ჰიპოკალცემია) შესაძლოა მიუთითებდეს:
- ვიტამინ D-ის დეფიციტზე;
- პარათირეოიდული ჰორმონის დარღვევაზე;
- თირკმლის დაავადებაზე;
- მალაბსორბციაზე;
- კუნთების კრუნჩხვებსა და ჩხვლეტის შეგრძნებაზე;
- სხვადასხვა კოაგულოპათიაზე;
- ოსტეოპოროზზე.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
- სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC + ESR);
- შარდის საერთო ანალიზი (Urinalysis);
- კოაგულოგრამა (PT, PI, INR, aPTT, Fibrinogen);
- კრეატინინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Creatinine);
- კრეატინინის კლირენსის გამოთვლა (CrCl);
- შარდოვანას განსაზღვრა სისხლის შრატში (Urea);
- შარდოვანას აზოტის განსაზღვრა სისხლში (BUN);
- ღვიძლის ფუნქცია (ALT, AST, GGT, საერთო და პირდაპირი ბილირუბინი), სისხლში;
- შარდმჟავას განსაზღვრა სისხლის შრატში (Uric Acid);
- საერთო ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში (TP);
- D ვიტამინის განსაზღვრა სისხლში (25(OH)D);
- პარათირეოიდული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (PTH);
- თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (TSH);
- თიროქსინის თავისუფალი ფრაქციის განსაზღვრა სისხლში (FT4);
- მაგნიუმის განსაზღვრა სისხლში (Mg);
- ფოსფორის განსაზღვრა სისხლში (P);
- ვიტამინ B12-ის განსაზღვრა სისხლში (Vitamin B12);
- ფოლიუმის მჟავა (Folate);
- ელექტროლიტების კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში (Na⁺, K⁺, Ca²⁺, Cl⁻);
- რკინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Iron);
- ფერიტინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Ferritin);
- ტრანსფერინის განსაზღვრა სისხლში (Transferrin);
- ალბუმინის განსაზღვრა სისხლის შრატში (ALB);
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
რეკომენდებულია უზმოდ ყოფნა. ბოლო 12 სთ-ის განმავლობაში არ მიიღოთ საჭმელი და სასმელი (მათ შორის: ალკოჰოლი, გაზიანი სასმელი, ყავა, წყალი), არ მოიხმაროთ საღეჭი რეზინი და თამბაქო).
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
სისხლი (შრატი)
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
საქართველო
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
- medscape.com
- uptodate.com
- clevelandclinic.org
- mayoclinic.org
- ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი
- ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი
- ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი