Bartonella quintana IgM, ანტისხეულები

Bartonella quintana IgM, ანტისხეულები

ფასი: 170 ₾

კვლევის შესახებ

ბარტონელა კვინტანა (Bartonella quintana) არის გრამ-უარყოფითი ბაქტერია - „თხრილის ცხელების“ (trench fever) გამომწვევი, რომელიც ადამიანს ადამიანის ტანსაცმლის ტილის (Pediculus humanus) მეშვეობით გადაეცემა. ცხოველური რეზერვუარი ბაქტერიას არ აქვს. ინფექცია უფრო ხშირია ჰიგიენის დარღვევის, უსახლკარობისა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების ფონზე.


IgM კლასის ანტისხეულები პირველად წარმოიქმნება ინფექციის დასაწყისში და მათი გამოვლენა მიუთითებს მწვავე ან მიმდინარე (აქტიურ) ინფექციაზე. IgM-ს დონე, ჩვეულებრივ, სწრაფად მცირდება.


ბარტონელა კვინტანას ინფექცია შესაძლოა გამოვლინდეს მორეციდივე ცხელებით, ენდოკარდიტითა და, იმუნოკომპრომეტირებულ პირებში, ბაცილარული ანგიომატოზით.


IgM-ს გამოვლენა მიუთითებს ინფექციის ადრეულ (მწვავე) ფაზაზე, თუმცა მისი არარსებობა ინფექციას არ გამორიცხავს.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:


• გაურკვეველი წარმოშობის მწვავე ან მორეციდივე ცხელება;

• ტილით ინფესტაციის, უსახლკარობის ან მძიმე სოციალური პირობების ანამნეზი ცხელებასთან ერთად;

• გაურკვეველი წარმოშობის ენდოკარდიტი (განსაკუთრებით - უარყოფითი ჰემოკულტურის ფონზე);

• იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში ბაცილარული ანგიომატოზის ეჭვი;

• ბარტონელათი გამოწვეული ინფექციის დიფერენციალური დიაგნოსტიკა (ბ. ჰენსელასთან ერთად).

ინტერპრეტაცია

IgM კლასის ანტისხეულების დადებითი შედეგი:


• მიუთითებს მწვავე (აქტიურ) ინფექციაზე;

• დამახასიათებელ კლინიკურ სურათთან ერთად მნიშვნელოვანია მწვავე ბარტონელოზის დიაგნოსტიკისთვის.


IgM კლასის ანტისხეულების უარყოფითი შედეგი:


• არ გამორიცხავს ინფექციას, რადგან Bartonella-ს შემთხვევაში IgM-ის სენსიტიურობა დაბალია – ინფექციის მწვავე ფაზაშიც კი შესაძლოა ანტისხეულები საერთოდ არ განვითარდეს ან ძალიან სწრაფად გაქრეს;

• ამიტომ დიაგნოსტიკა უმეტესად ეფუძნება IgG კლასის ანტისხეულების გამოვლენას და/ან კლინიკურ მონაცემებს.


გასათვალისწინებელია ჯვარედინი რეაქციის შესაძლებლობა Bartonella-ს სხვა სახეობებთან და სხვა ბაქტერიებთან, ასევე - ინტრავენური იმუნოგლობულინების (IVIG) თერაპიის გავლენა შედეგზე.


ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

კვლევისთვის სპეციფიკური მომზადება არ არის საჭირო.

მასალის ტიპი

• სისხლი (შრატი)

კვლევის შესრულების დრო

21 დღის

ქვეყანა

გერმანია

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:


www.mayocliniclabs.com - Bartonella Antibody Panel, IgG and IgM

www.aruplab.com - Bartonella Antibodies (IFA)

www.urmc.rochester.edu - Bartonella Antibodies


ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

გერმანია
Phone