JAK2 გენის მუტაციის აღმოჩენა პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით რეალურ დროში PCR მეთოდით

JAK2 გენის მუტაციის აღმოჩენა პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით რეალურ დროში PCR მეთოდით

ფასი: 700 ₾

კვლევის შესახებ

JAK2 V617F მუტაციის გენოტიპირება რეალურ დროში მიმდინარე PCR (real-time PCR) მეთოდით არის მოლეკულურ-გენეტიკური კვლევა, რომელიც პერიფერიული სისხლის ან ძვლის ტვინის უჯრედებში ავლენს JAK2 გენის სპეციფიკურ V617F მუტაციას. JAK2 გენი ახდენს ფერმენტ ტიროზინ-კინაზა JAK2-ის კოდირებას, რომელიც მონაწილეობს ჰემატოპოეზური (სისხლმბადი) უჯრედების პროლიფერაციისა და დიფერენცირების სასიგნალო გზებში (JAK-STAT გზა).

V617F არის შეძენილი (სომატური, არამემკვიდრული) მუტაცია, რომელიც ფერმენტს კონსტიტუციურად (მუდმივად) აქტიურ მდგომარეობაში აყენებს; შედეგად, ძვლის ტვინი ჭარბი რაოდენობით აწარმოებს სისხლის ფორმიანი ელემენტების გარკვეულ პოპულაციებს. აღნიშნული მუტაცია წარმოადგენს მიელოპროლიფერაციული ნეოპლაზიების (ძვლის ტვინის ქრონიკული ნეოპლასტიკური დაავადებების) პათოგენეტიკურ საფუძველს.

JAK2 V617F ვლინდება ნამდვილი პოლიციტემიის (Polycythemia vera) შემთხვევათა დაახლოებით 95–98%-ში, ხოლო ესენციური თრომბოციტემიისა და პირველადი მიელოფიბროზის – შემთხვევათა 50–60%-ში. JAK2 V617F-ის გამოვლენა მიელოპროლიფერაციული ნეოპლაზიების დიაგნოსტიკის ერთ-ერთი ძირითადი (მაიორული) კრიტერიუმია.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

• მიოპროლიფერაციული ნეოპლაზიის ეჭვი (ნამდვილი პოლიციტემია, ესენციური თრომბოციტემია, პირველადი მიელოფიბროზი);

• აუხსნელი ერითროციტოზი (ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის მომატება) სისხლის საერთო ანალიზში;

• თრომბოციტოზი (თრომბოციტების მომატება) ან ლეიკოციტოზი დაუდგენელი მიზეზით;

• ელენთის გადიდება (სპლენომეგალია);

• უჩვეულო ლოკალიზაციის თრომბოზი (მაგ., ღვიძლისა და კარის ვენების თრომბოზი - ბად-კიარის სინდრომი);

• სისხლის საერთო ანალიზის სხვა გადახრების შემთხვევაში, რომელიც ეჭვს იწვევს მიოპროლიფერაციულ ნეოპლაზიაზე.

ინტერპრეტაცია

შედეგი თვისობრივია და ფასდება შემდეგნაირად:

მუტაცია გამოვლენილია (დადებითი შედეგი):

• სისხლში/ძვლის ტვინში არსებობს JAK2 V617F მუტაცია;

• კლინიკურ სურათთან და სისხლის საერთო ანალიზის მაჩვენებლებთან ერთად, ეს მხარს უჭერს მიელოპროლიფერაციული ნეოპლაზიის (ნამდვილი პოლიციტემიის, ესენციური თრომბოციტემიის ან პირველადი მიელოფიბროზის) დიაგნოზს;

• იშვიათად მუტაცია შესაძლოა გამოვლინდეს სხვა მიელოიდურ დაავადებებშიც.

მუტაცია არ გამოვლენილა (უარყოფითი შედეგი):

• JAK2 V617F მუტაცია არ აღმოჩნდა;

• ეს არ გამორიცხავს მიელოპროლიფერაციულ ნეოპლაზიას: თუ ნამდვილი პოლიციტემიის ეჭვი ძლიერია, რეკომენდებულია JAK2-ის მე-12 ეგზონის მუტაციების შემოწმება, ხოლო ესენციური თრომბოციტემიის/მიელოფიბროზის ეჭვის დროს - CALR და MPL გენების მუტაციების კვლევა.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

კვლევისთვის სპეციალური მომზადება არ არის საჭირო.

მასალის ტიპი

• სისხლი

კვლევის შესრულების დრო

7 დღის

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:

mayocliniclabs.com - Polycythemia Vera, JAK2 V617F with Reflex to JAK2 Exon 12-15

ncbi.nlm.nih.gov - Detection of JAK2 V617F mutation increases the diagnosis of myeloproliferative neoplasms

mayocliniclabs.com - Myeloproliferative Neoplasm, JAK2 V617F with Reflex to CALR and MPL

ანა მაღრაძე - მოლეკულური გენეტიკისა და ციტოგენეტიკის განყოფილება;

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

მოლეკულური და უჯრედული დიაგნოსტიკა
Phone