დეჰიდროეპიანდროსტერონ სულფატის განსაზღვრა სისხლში (DHEA-S)

დეჰიდროეპიანდროსტერონ სულფატის განსაზღვრა სისხლში (DHEA-S)

ფასი: 45 ₾

კვლევის შესახებ

დეჰიდროეპიანდროსტერონ-სულფატი (DHEA-S) არის სტეროიდული ჰორმონი, რომელიც გამომუშავდება ძირითადად თირკმელზედა ჯირკვლებში. იგი წარმოადგენს ანდროგენების (მამრობითი სქესის ჰორმონების) წინამორბედს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სქესობრივი განვითარების, მეტაბოლიზმისა და ჰორმონული ბალანსის რეგულაციაში. DHEA-S არის სტაბილური ჰორმონი და მისი განსაზღვრა სისხლში სანდო მაჩვენებელია თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის შესაფასებლად. აქტიურად გამოიყენება როგორც ჰირსუტიზმის სკრინინგული ტესტი. ჰორმონის დონე პიკს აღწევს სქესობრივი მომწიფების პერიოდში და შემდეგ მცირდება ასაკის მატებასთან ერთად.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია:


• თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციონირების შეფასებისთვის;

• თირკმელზედა ჯირკვლების სიმსივნეების დიაგნოსტიკისთვის;

• სათესლე ჯირკვლების ფუნქციური დარღვევების დიაგნოსტიკისათვის;

• საკვერცხეების ფუნქციური დარღვევების დიაგნოსტიკისთვის;

• ბიჭებში ადრეული ან გვიანი სქესობრივი მომწიფების მიზეზის დასადგენად.

ინტერპრეტაცია

DHEA-S-ის დონის მომატება მიუთითებს შემდეგ პათოლოგიებზე:


• თანდაყოლილი თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპერპლაზია;

• პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი (PCOS);

• თირკმელზედა ჯირკვლის კარცინომა;

• კუშინგის სინდრომი;

• ნაადრევი ადრენარქე;

• ნაადრევი პუბერტაცია ბიჭებში;

• არარეგულარული მენსტრუაცია გოგონებში.


DHEA-ს მაღალი მაჩვენებელი მამაკაცებში შესაძლოა უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, ხოლო ქალებში გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომებით:


• ჰირსუტიზმი (სხეულზე და სახეზე თმის ჭარბი ზრდა);

• ხმის ტემბრის ცვლილება;

• მენსტრუალური ციკლის დარღვევა;

• აკნე;

• თმის ცვენა თავის ზედა ნაწილში;

• უშვილობა.


DHEA-S-ის დაბალი მაჩვენებელი ვლინდება შემდეგი მდგომარეობების დროს:


• ოსტეოპოროზი;

• დემენცია;

• ადისონის დაავადება;

• ერექციული დისფუნქცია;

• ვაგინალური ატროფია;

• ლიბიდოს დაქვეითება;

• ჰიპოპიტუიტარიზმი;

• თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპერპლაზია;

• გლუკოკორტიკოიდული მედიკამენტების ხანგრძლივი თერაპია;

• სტრესი;

• დაღლილობა.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

სპეციფიკური მომზადება არ არის საჭირო.

ტესტის მეთოდოლოგია

"Alinity i (Abbott, USA)- chemiluminescent microparticle immunoassay (CMIA) - ავტომატური იმუნოლოგიური ანალიზატორი ADVIA Centaur® XPT (Siemens Healthiness, Germany) - direct chemiluminescence methodology - ავტომატური იმუნოლოგიური ანალიზატორი"

მასალის ტიპი

შრატი

კვლევის შესრულების დრო

4 საათი

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:


medlineplus.gov - MedlinePlus - DHEA Sulfate Test

mayocliniclabs.com - Mayo Clinic Laboratories - DHEA-S, Serum

emedicine.medscape.com - Medscape - DHEA Sulfate: Reference Range


ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

იმუნოლოგია
Phone