კვლევის შესახებ
ენდოტრაქეული ასპირატის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა გამოიყენება ვენტილატორ-ასოცირებული პნევმონიის (VAP) დიაგნოსტიკისთვის ინტუბირებულ, ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფ პაციენტებში. VAP წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ ჰოსპიტალურ ინფექციას ინტენსიური მოვლის განყოფილებაში.
ხშირად VAP-ის გავრცელებული გამომწვევი ბაქტერიებია:
• Pseudomonas aeruginosa;
• Staphylococcus aureus (MRSA);
• Klebsiella pneumoniae;
• Acinetobacter baumannii;
• Escherichia coli.
ენდოტრაქეული ასპირაცია წარმოადგენს მარტივ, უსაფრთხო და ეფექტურ არაინვაზიურ მეთოდს სასუნთქი გზებიდან სეკრეტის მოსაპოვებლად. კვლევა მოიცავს გრამის შეღებვას, კულტივირებასა და ანტიბიოტიკოგრამას, რაც საშუალებას იძლევა სწრაფად განისაზღვროს გამომწვევი და დაინიშნოს ეფექტური მკურნალობა.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევა ინიშნება ინტუბირებულ, ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფ პაციენტებში შემდეგი ნიშნების არსებობისას:
• ახალი ინფილტრატი რენტგენოგრამაზე;
• ცხელება (>38°C) ან ჰიპოთერმია;
• ლეიკოციტოზი ან ლეიკოპენია;
• ჩირქოვანი სეკრეტის გამოჩენა ან გაზრდა ენდოტრაქეულ მილში;
• ჟანგბადის დიფუზიის დარღვევა.
ინტერპრეტაცია
უარყოფითი შედეგი - მნიშვნელოვანი ბაქტერიული ზრდა ნიმუშში არ გამოვლინდა. გასათვალისწინებელია, რომ ანტიბიოტიკოთერაპიის ფონზე შედეგი შეიძლება ცრუ-უარყოფითი იყოს.
დადებითი შედეგი - ნიმუშში გამოვლინდა ბაქტერია. გამოყოფილ კულტურაზე ტარდება ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის ტესტი (ანტიბიოტიკოგრამა), რის საფუძველზეც ექიმი ირჩევს მიზანმიმართულ ანტიბიოტიკოთერაპიას.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• სისხლის ბაქტერიოლოგია ანაერობულ მიკროფლორაზე;
• სისხლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა (სრული სერვისი);
• პროკალციტონინის რაოდენობრივი განსაზღვრა სისხლში (PCT);
• C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP);
• ასპერგილას (გალაქტომანანი) ანტიგენი (Aspergillus galactomannan antigen).
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
ნიმუში (ენდოტრაქეული ასპირატი) აღება ხდება სამედიცინო პერსონალის მიერ, ასეპტიკური ტექნიკის გამოყენებით, ენდოტრაქეული მილიდან ასპირაციის გზით.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
• ნინო მაჭარაშვილი - MS, PhD - მიკრობიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი