კვლევის შესახებ
HER2-ის (ERBB2) ამპლიფიკაციის განსაზღვრა in situ ჰიბრიდიზაციის (ISH) მეთოდით არის მოლეკულურ-პათოლოგიური კვლევა, რომელიც ქსოვილის სექციაში პირდაპირ ითვლის HER2 გენის ასლების რაოდენობას ნეოპლაზიურ უჯრედებში.
HER2 (ადამიანის ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორი 2) არის პროტოონკოგენი, რომელიც აკონტროლებს უჯრედის ზრდასა და გაყოფას. მისი გენური ამპლიფიკაცია იწვევს HER2 ცილის ჰიპერექსპრესიას უჯრედის ზედაპირზე, რაც ასტიმულირებს სიმსივნის აგრესიულ ზრდას. HER2-ის ამპლიფიკაცია ვლინდება ძუძუს კიბოს შემთხვევათა დაახლოებით 15%-ში, ასევე კუჭისა და გასტროეზოფაგური შესაყარის ადენოკარცინომების ნაწილში.
In situ ჰიბრიდიზაცია (ISH/FISH) გამოიყენება HER2 სტატუსის ვალიდაციისთვის მაშინ, როცა იმუნოჰისტოქიმიური (IHC) კვლევის შედეგი ორაზროვანია (2+). კვლევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ანტი-HER2 სამიზნე თერაპიის (მაგ., ტრასტუზუმაბის) დანიშვნისთვის, რომელიც ეფექტიანია მხოლოდ HER2-დადებითი სიმსივნეების დროს.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• ძუძუს კიბოს HER2 სტატუსის დაზუსტება (განსაკუთრებით IHC 2+ - ბუნდოვანი შედეგის შემთხვევაში);
• კუჭისა და გასტროეზოფაგური შესაყარის კიბოს HER2 სტატუსის შეფასება;
• HER2-ის სამიზნე (ანტი-HER2) თერაპიის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად;
• მკურნალობის ეფექტიანობის პროგნოზირება;
• რეციდივის ან მეტასტაზური სიმსივნის HER2 სტატუსის ხელახალი შეფასება;
• იმუნოჰისტოქიმიური და მოლეკულური შედეგების შეუსაბამობის გადასაჭრელად.
ინტერპრეტაცია
HER2 გენის ამპლიფიკაციის (FISH/ISH) კვლევის შედეგი ფასდება HER2 გენის ასლების საშუალო რაოდენობისა და მე-17 ქრომოსომის ცენტრომერულ ზონასთან (CEP17) მიმართებით — HER2/CEP17 ფარდობის განსაზღვრით, საერთაშორისო (ASCO/CAP) ალგორითმის მიხედვით.
HER2-დადებითი (ამპლიფიცირებული) შედეგი მიუთითებს HER2 გენის ამპლიფიკაციაზე და, როგორც წესი, ასოცირდება:
• უფრო აგრესიულ სიმსივნურ ბიოლოგიასთან;
• ანტი-HER2 მიზნობრივი (თარგეთული) თერაპიისადმი მაღალ მგრძნობელობასთან.
HER2-უარყოფითი (არაამპლიფიცირებული) შედეგი მიუთითებს, რომ HER2 გენის ამპლიფიკაცია არ გამოვლენილა; ასეთ შემთხვევებში ანტი-HER2 თერაპია, როგორც წესი, კლინიკურად ნაკლებად ეფექტიანია.
ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა მივიღოთ საზღვრისპირა (ეკვივოკალური) შედეგი, რაც საჭიროებს ხელახალ შეფასებას ან დამატებით იმუნოჰისტოქიმიურ (IHC) კვლევას.
HER2 სტატუსი ყოველთვის ინტერპრეტირდება იმუნოჰისტოქიმიური (IHC) კვლევის შედეგებთან, ქსოვილის ჰისტოპათოლოგიურ სურათთან და კლინიკურ მონაცემებთან კომპლექსურად.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს კლინიცისტის მიერ პაციენტის ანამნეზურ მონაცემებთან და სხვა დიაგნოსტიკური გამოკვლევების შედეგებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
კვლევისთვის სპეციალური მომზადება არ არის საჭირო.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• ascopubs.org - HER2 Gene Amplification Testing by FISH (ASCO-CAP Guidelines)
• ncbi.nlm.nih.gov - Impact of the 2018 ASCO/CAP guidelines on HER2 FISH interpretation
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ქეთევან კანკავა - მოლეკულური პათოლოგიის განყოფილების უფროსი, პათოლოგანატომი, იმუნოჰისტოქიმიის განყოფილების უფროსი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.