კვლევის შესახებ
„მენინგიტის გამომწვევი პათოგენის აღმოჩენა თავზურგტვინის სითხეში“ არის მოლეკულური (PCR - პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის) მეთოდზე დაფუძნებული ნაკრები, რომელიც ერთდროულად, ერთი ნიმუშიდან (თავზურგტვინის სითხე - ლიქვორი) ავლენს ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციის (მენინგიტი, ენცეფალიტი) ყველაზე ხშირად გამომწვევ ვირუსულ პათოგენებს.
ნაკრებში შედის შემდეგი 6 კვლევა:
• CMV, ციტომეგალოვირუსი;
• EBV, ეპშტაინ-ბარის ვირუსი;
• Varicella Zoster Virus (VZV), ჩუტყვავილა-ზოსტერის ვირუსი;
• Enterovirus, ენტეროვირუსი;
• Herpes Simplex Virus ტიპი 1 (HSV-1), ჰერპესის მარტივი ვირუსი;
• Herpes Simplex Virus ტიპი 2 (HSV-2), ჰერპესის მარტივი ვირუსი.
მოლეკულური (PCR) მეთოდი საშუალებას იძლევა, პათოგენის გენეტიკური მასალა პირდაპირ იქნას გამოვლენილი ლიქვორში მაღალი მგრძნობელობითა და სპეციფიკურობით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დიაგნოსტიკამდე საჭირო დროს ტრადიციულ (კულტურალურ) მეთოდებთან შედარებით. ნიმუშის აღება ხდება ლუმბალური (წელის) პუნქციის გზით, მხოლოდ ექიმის მიერ, სტაციონარული ან ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულების პირობებში.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• მენინგიტის ან ენცეფალიტის კლინიკური ეჭვი (ცხელება, თავის ტკივილი, კისრის კუნთების რიგიდობა, გონებრივი სტატუსის ცვლილება, კრუნჩხვები);
• გაურკვეველი გენეზის ცხელება ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების ნიშნების (ნევროლოგიური სიმპტომების) ფონზე;
• ახალშობილებში და მცირეწლოვან ბავშვებში მენინგიტური სინდრომის ეჭვი;
• იმუნოსუპრესირებულ პაციენტებში (ორგანოთა ტრანსპლანტაცია, ონკოჰემატოლოგიური დაავადება, აივ-ინფექცია) ნევროლოგიური სიმპტომების განვითარებისას;
• ტრადიციული მიკრობიოლოგიური (ბაქტერიული კულტურა) კვლევის უარყოფითი შედეგის მიუხედავად, ვირუსული ეტიოლოგიის ეჭვის შენარჩუნების შემთხვევაში;
- • მენინგიტური/ენცეფალიტური პროცესის დინამიკური მონიტორინგისთვის, მკურნალი ექიმის მითითებით.
ინტერპრეტაცია
ვინაიდან ნაკრები აერთიანებს 6 დამოუკიდებელ თვისობრივ (დადებითი/უარყოფითი) PCR კვლევას, შედეგი თითოეული პათოგენისთვის ცალ-ცალკე ფასდება:
დადებითი შედეგი (პათოგენის გენეტიკური მასალის აღმოჩენა):
• მიუთითებს შესაბამისი ვირუსით გამოწვეულ აქტიურ ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციაზე (მენინგიტი ან ენცეფალიტი) და საჭიროებს დაუყოვნებელ კლინიკურ კორელაციას სხვა ლაბორატორიულ და საგამოსახულებო მონაცემებთან;
• HSV-1, HSV-2 ან VZV დადებითი შედეგი ხშირად მიუთითებს ჰერპესვირუსული ინფექციის რეაქტივაციასა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში გავრცელებაზე, რაც საჭიროებს შესაბამის ანტივირუსულ მკურნალობას;
• CMV ან EBV დადებითი შედეგი უფრო ხშირად გვხვდება იმუნოსუპრესირებულ პაციენტებში და შესაძლოა ასოცირებული იყოს ოპორტუნისტულ ინფექციასთან;
• Enterovirus დადებითი შედეგი ხშირად ასოცირდება შედარებით მსუბუქი, თვითშემზღუდავი მიმდინარეობის (ასეპტიკური/ვირუსული) მენინგიტის კლინიკურ ფორმასთან.
უარყოფითი შედეგი:
• ამცირებს ალბათობას, რომ სიმპტომატიკა გამოწვეულია ამ 6 პათოგენიდან რომელიმეთი, თუმცა არ გამორიცხავს სხვა (ბაქტერიული, სოკოვანი, ატიპური) ეტიოლოგიას ან პანელში შეუტანელ სხვა პათოგენს;
• კლინიკური ეჭვის შენარჩუნების შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი მიკრობიოლოგიური (კულტურა), სეროლოგიური ან გაფართოებული მოლეკულური კვლევა.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
- სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR)
- მარტივი ჰერპესვირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (HSV-1/2 IgG);
- მარტივი ჰერპესვირუსის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (HSV-1/2 IgM);
- ეპშტაინ-ბარის ვირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (EBV IgG);
- ეპშტაინ-ბარის ვირუსის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (EBV IgM);
- ეპშტაინ-ბარის ვირუსის ბირთვული ანტიგენის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (EBNA IgG);
- ციტომეგალოვირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (CMV IgG);
- ციტომეგალოვირუსის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (CMV IgM);
- ვარიცელა ზოსტერის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (VZV IgG);
- ვარიცელა ზოსტერის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (VZV IgM);
- თავ-ზურგ ტვინის სითხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა
- ლიქვორის (თავ-ზურგ ტვინის) ფიზიკურ-ბიოქიმიური თვისებები და მიკროსკოპული გამოკვლევა
- თავ-ზურგტვინის სითხის კულტურალური გამოკვლევა სოკოზე
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
• სპეციალური მომზადება საჭირო არ არის;
• ლიქვორის აღება ხდება მხოლოდ ექიმის მიერ, ლუმბალური პუნქციის გზით, სამედიცინო დაწესებულების პირობებში.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• www.mayocliniclabs.com - Meningitis/Encephalitis Pathogen Panel, PCR, Spinal Fluid
• www.medlineplus.gov - Meningitis
• www.medlineplus.gov - CSF Analysis
• ნინო ღულათავა (სამედიცინო გუნდი) - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი (სამედიცინო გუნდი) - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე (მმართველი გუნდი) - კომერციული დირექტორი.