მეგალაბის შესახებ
მეგალაბი, პირველი სამედიცინო ლაბორატორია კავკასიის რეგიონში, რომელმაც 2022 წლის 24 ივლისს ოქროს სტანდარტად აღიარებული JCI აკრედიტაცია მიიღო
მეგალაბში დღეში 5 000-ზე მეტ პაციენტს ვემსახურებით და ეს ციფრი წელიწადში 2 000 000-ს აღწევს. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევების რაოდენობა დღიურად მინიმუმ 17 000-ს, წელიწადში კი - 6 000 000-ს აღემატება და ამ ყველაფერს 150 მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატი ემსახურება. გარდა ამისა, 800-ზე მეტი კვლევის სახეობა გვაქვს დანერგილი და ვთანამშრომლობთ 200-ზე მეტ პარტნიორთან, მათ შორის, წამყვან კლინიკებთან და სადაზღვევო კომპანიებთან საქართველოს მასშტაბით
JCI აკრედიტაცია
JCI (Joint Commission international) ჯანდაცვის აკრედიტაციის უმაღლესი ორგანოა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც უზრუნველყოფს კლინიკური პროცესების სწორად წარმართვას, პაციენტზე ზრუნვის ხარისხისა და უსაფრთხოების მუდმივ გაუმჯობესებას
2025 წლის 3 ივლისს მეგალაბმა კვლავ დააკმაყოფილა პაციენტზე ზრუნვის, უსაფრთხოების და ხარისხის უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები და წარმატებით გაიარა JCI-ის რეაკრედიტაცია
JCI აკრედიტაცია მსოფლიოს მასშტაბით ლაბორატორიულ მიმართულებით სულ 43 დაწესებულებას აქვს მინიჭებული — მეგალაბი არის 38-ე, ხოლო ამიერკავკასიაში პირველი სამედიცინო ლაბორატორია, ვინც ეს აღიარება მოიპოვა.
დიაგნოსტიკური კვლევები
გთავაზობთ ნებისმიერი კვლევის ჩატარებას მეგალაბის კლინიკურ და
პათომორფოლოგიურ ლაბორატორიაში