anti HEV (E ჰეპატიტის ვირუსი) IgG

anti HEV (E ჰეპატიტის ვირუსი) IgG

ფასი: 28 ₾

კვლევის შესახებ

E ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულები (anti-HEV IgG) არის სისხლის შრატის ლაბორატორიული კვლევა, რომელიც ავლენს E ჰეპატიტის ვირუსის (HEV) წინააღმდეგ გამომუშავებულ G კლასის ანტისხეულებს.


E ჰეპატიტი ღვიძლის ანთებითი დაავადებაა, რომელსაც HEV იწვევს. ვირუსი ძირითადად ფეკალურ-ორალური გზით ვრცელდება - დაბინძურებული წყლის ან საკვების მეშვეობით, ასევე თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცის (ზოონოზური გენოტიპები) მიღებით.


IgG კლასის ანტისხეულები ჩნდება დაავადების მწვავე ფაზის შემდეგ და ხანგრძლივად ნარჩუნდება, რის გამოც anti-HEV IgG, როგორც წესი, მიუთითებს გადატანილ ინფექციაზე ან ჩამოყალიბებულ იმუნიტეტზე. ის გამოიყენება დაავადების გვიან ეტაპზე, ან წარსულში ინფიცირების დასადასტურებლად.E ჰეპატიტი უმეტეს შემთხვევაში თავისთავად, 2–6 კვირაში გაივლის, თუმცა ორსულებში (განსაკუთრებით III ტრიმესტრში) და იმუნოდეფიციტური მდგომარეობის მქონე პაციენტებში შესაძლოა მძიმედ მიმდინარეობდეს.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:


• მწვავე ვირუსული ჰეპატიტის სიმპტომები (სიყვითლე, მუქი შარდი, სისუსტე, გულისრევა, მადის დაკარგვა, მარჯვენა ნეკნქვეშა ტკივილი);

• ღვიძლის ფერმენტების (ALT, AST) აუხსნელი მომატება;

• E ჰეპატიტის ენდემურ რეგიონში მოგზაურობის ან დაბინძურებული წყლის/საკვების მიღების ანამნეზი;

• ორსულებში ვირუსული ჰეპატიტის ეჭვი (გართულებების მაღალი რისკის გამო);

• იმუნოსუპრესიის მქონე პაციენტები (განსაკუთრებით ორგანოგადანერგილები) ქრონიკული HEV-ის გამოსარიცხად;

• სხვა ვირუსული ჰეპატიტების (A, B, C) გამორიცხვის შემდეგ ღვიძლის ანთების მიზეზის დაზუსტება.

ინტერპრეტაცია

anti-HEV IgG დადებითი (მომატებული):


• მიუთითებს HEV-თან კონტაქტზე - ძირითადად გადატანილ ინფექციაზე ან ჩამოყალიბებულ იმუნიტეტზე;

• თუ ერთდროულად დადებითია anti-HEV IgM, ეს მიუთითებს სავარაუდო მწვავე ან ახლო პერიოდში გადატანილ ინფექციაზე;

• იზოლირებული IgG, როგორც წესი, წარსულ კონტაქტს ასახავს.


anti-HEV IgG უარყოფითი (არ არის გამოვლენილი):


• ჩვეულებრივ ნიშნავს, რომ წარსულში HEV ინფექცია არ ყოფილა;

• ინფიცირების ადრეულ ეტაპზე ანტისხეულები შესაძლოა ჯერ არ იყოს გამომუშავებული, ამიტომ მაღალი კლინიკური ეჭვის შემთხვევაში რეკომენდებულია კვლევის განმეორება.


შენიშვნა: მწვავე ინფექციის ზუსტი დიაგნოსტიკისთვის IgG ფასდება IgM-თან და, საჭიროების შემთხვევაში, HEV რნმ-ის განსაზღვრასთან ერთად.


ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

კვლევისთვის სპეციფიური მომზადება არ არის საჭირო.

მასალის ტიპი

შრატი

კვლევის შესრულების დრო

3 დღის

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:

who.int - Hepatitis E

ncbi.nlm.nih.gov - Hepatitis E (StatPearls)

medlineplus.gov - Hepatitis Testing


ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

იმუნოლოგია
Phone