Tests List
პაპ ტესტი - საშვილოსნოს ყელის სითხეზე დაფუძნებული ციტოლოგია (LBC)
95 ₾პაპ ტესტი თხევადკრისტალურ (Liquid-Based Cytology, LBC) ციტოლოგიაზე დაფუძნებით არის საშვილოსნოს ყელის (ცერვიქსის) ნეოპლაზიების სკრინინგული კვლევა, რომლის დროსაც საშვილოსნოს ყელიდან აღებული უჯრედები სპეციალურ თხევად საკონსერვაციო ხსნარში თავსდება. ეს მეთოდი წარმოადგენს ტრადიციული პაპ-ნაცხის თანამედროვე ალტერნატივას.
საშვილოსნოს ყელის ადენოკარცინომა და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა ვითარდება ნელა - კიბოს განვითარებამდე უჯრედებში ხდება პათოლოგიური ცვლილებები (დისპლაზია), რომლის გამოვლენა და მკურნალობა ადრეულ ეტაპზე საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ ინვაზიური პროცესი. აღნიშნული ცვლილებების ეტიოლოგიური ფაქტორია მაღალი რისკის ტიპის ადამიანის პაპილომავირუსით (HPV) ინფიცირება.
LBC-ის უპირატესობებია: უჯრედების მონოშრიანი, ოპტიმიზებული განაწილება, ნაკლები არაინფორმაციული ნიმუშების რაოდენობა და იმავე ნიმუშიდან HPV-ტესტისა და სხვა მოლეკულური კვლევების ჩატარების შესაძლებლობა. კვლევის შედეგი ფასდება Bethesda-ს სისტემის მიხედვით.
პაპ ტესტი - საშვილოსნოს ყელის ციტოლოგიური კვლევა
50 ₾პაპ ტესტი (Pap test, Papanicolaou test, საშვილოსნოს ყელის ციტოლოგია) არის საშვილოსნოს ყელის (ცერვიქსის) კიბოს სკრინინგული კვლევა, რომლის დროსაც საშვილოსნოს ყელიდან აღებული უჯრედები ნაცხის სახით ედება მინაზე და მიკროსკოპით სწავლდება. ეს არის კიბოს პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მეთოდი.
ტესტი ეძებს ცვლილებებს (დისპლაზიას) - უჯრედებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის კიბო, მაგრამ დროთა განმავლობაში შესაძლოა გადაიქცეს ავთვისებიან უჯრედებად. ამ ცვლილებების ადრეული გამოვლენა და მკურნალობა საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ საშვილოსნოს ყელის კიბო. ცვლილებების მთავარი მიზეზია ადამიანის პაპილომავირუსით (HPV) ინფიცირება.
გარდა ცვლილებებისა, პაპ ტესტმა შესაძლოა გამოავლინოს ანთებითი პროცესები ან ინფექციები. შედეგი ფასდება Bethesda-ს სისტემის მიხედვით.
სითხეზე დაფუძნებული ციტოლოგია
95 ₾თხევადკრისტალური ციტოლოგია (Liquid-Based Cytology, LBC) არის ციტოლოგიური გამოკვლევის თანამედროვე მეთოდი, რომლის დროსაც აღებული უჯრედული მასალა არ ნაწილდება უშუალოდ მინაზე, არამედ თავსდება სპეციალურ თხევად საკონსერვაციო ხსნარში. შემდგომში ლაბორატორიულ პირობებში ხდება უჯრედების მონოშრიანი, ოპტიმიზებული ფენის მომზადება.
ეს მეთოდი ამცირებს ნიმუშის კონტამინაციას (სისხლით, ლორწოთი, ანთებითი დეტრიტით) და არაინფორმაციული ნიმუშების რაოდენობას, ასევე უზრუნველყოფს უჯრედული მორფოლოგიის სტაბილიზაციას. ერთიანი ნიმუშიდან შესაძლებელია დამატებითი კვლევების - HPV-ტესტის, იმუნოციტოქიმიისა და სხვა მოლეკულური ტესტების ჩატარება.
LBC ფართოდ გამოიყენება როგორც საშვილოსნოს ყელის ნეოპლაზიების სკრინინგისთვის, ისე სხვა ტიპის ციტოლოგიური ნიმუშების (სეროზული სითხეები, ასპირატები) დიაგნოსტიკისთვის.
უჯრედული ბლოკის ტექნოლოგია
120 ₾უჯრედული ბლოკის (Cell Block) ტექნოლოგია არის ციტოლოგიური მასალის დამუშავების მოწინავე მეთოდი, რომლის დროსაც ნიმუშში არსებული უჯრედული მასა კონცენტრირდება და მუშავდება ჰისტოლოგიური სტანდარტების შესაბამისად - პარაფინის ბლოკის სახით. შემდგომში ამ ბლოკიდან ხდება სექციების (ჭრილების) მომზადება მიკროსკოპული ანალიზისთვის.
ეს მეთოდი ოპტიმალურად აერთიანებს ციტოლოგიისა და ჰისტოპათოლოგიის უპირატესობებს: იგი უზრუნველყოფს უჯრედული არქიტექტონიკის უკეთეს ვიზუალიზაციას, ზრდის დიაგნოსტიკურ მგრძნობელობას და, რაც გადამწყვეტია, იძლევა დამატებითი კვლევების — იმუნოჰისტოქიმიისა (IHC) და მოლეკულური ტესტების — ჩატარების საშუალებას.
უჯრედული ბლოკის ტექნოლოგია განსაკუთრებით ღირებულია მაშინ, როდესაც სტანდარტული ციტოლოგიური ნაცხი არაინფორმაციულია ზუსტი დიაგნოზისთვის. იგი ფართოდ გამოიყენება წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსიის (FNAC) და სეროზული სითხეების (პლევრალური, პერიტონეალური) ანალიზისთვის, განსაკუთრებით — ნეოპლაზიური პროცესის ტიპისა და პირველადი წყაროს იდენტიფიცირებისთვის.
ციტოლოგიური გამოკვლევა
50 ₾ციტოლოგიური გამოკვლევა (Cytology) არის უჯრედული მასალის მიკროსკოპული შესწავლა, რომელიც გამოიყენება ნეოპლაზიური (მათ შორის კიბოსწინარე და ავთვისებიანი), ანთებითი და რეაქტიული ცვლილებების გამოსავლენად. ჰისტოპათოლოგიური კვლევისგან განსხვავებით, ციტოლოგია სწავლობს უჯრედების მორფოლოგიას და მათ ურთიერთგანლაგებას, ქსოვილოვანი არქიტექტონიკის შენარჩუნების გარეშე.
მასალა შესაძლოა აღებულ იქნეს სხვადასხვა გზით: წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსიით (FNAC), ორგანოს ზედაპირიდან ნაცხის აღებით, ან ბიოლოგიური სითხეების (შარდი, ნახველი, პლევრალური, პერიტონეალური) კვლევით. ეს მეთოდი არის მინიმალურად ინვაზიური, ოპერატიული და უსაფრთხო დიაგნოსტიკური პროცედურა.
ციტოლოგია ფართოდ გამოიყენება ონკოპათოლოგიური დაზიანებების სკრინინგის, დიაგნოსტიკისა და მონიტორინგისთვის. რთულ კლინიკურ შემთხვევებში ციტოლოგიური ნიმუში ხშირად კომპლემენტდება უჯრედული ბლოკის (cell block) ტექნოლოგიითა და იმუნოციტოქიმიური კვლევით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის დიაგნოსტიკურ სიზუსტეს.
ციტოლოგიური მასალის კონსულტაცია
50 ₾ციტოლოგიური პრეპარატების რევიზია (Cytology Slide Consultation) არის უკვე მომზადებული ციტოლოგიური სლაიდების (პრეპარატების) ხელახალი, დამოუკიდებელი შეფასება კვალიფიციური ციტოპათოლოგის მიერ. ეს კვლევა არ მოითხოვს პაციენტისგან ხელახალ ნიმუშის აღებას – რევიზია ტარდება არსებულ პრეპარატებზე.
რევიზია (ე.წ. „მეორე აზრი“, second opinion) გამოიყენება ადრე დასმული ციტოლოგიური დიაგნოზის გადასამოწმებლად, დასაზუსტებლად ან ვერიფიკაციისთვის. ციტოპათოლოგი ხელახლა აანალიზებს უჯრედულ არქიტექტონიკასა და ატიპიის ხარისხს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მიზანშეწონილად მიიჩნევს დამატებითი კვლევების (იმუნოციტოქიმია, უჯრედული ბლოკი) ჩატარებას.
მეორე აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ონკოლოგიური დიაგნოზის ვერიფიკაციისთვის, რთული ან სადიაგნოსტიკოდ გაურკვეველი შემთხვევების შეფასებისა და თერაპიული ტაქტიკის ოპტიმიზაციისთვის. მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტის მიერ განხორციელებული ციტოლოგიური დიაგნოსტიკა ხასიათდება მაღალი სიზუსტით.
ციტოქიმიური შეღებვა May-Grunwald_Giemsa-ს მეთოდით
50 ₾May-Grünwald-Giemsa-ს (MGG) მეთოდი არის რომანოვსკის ტიპის ციტოლოგიური შეღებვა, რომელიც ფართოდ გამოიყენება ჰემატოლოგიასა და ციტოპათოლოგიაში სისხლის, ძვლის ტვინისა და სხვადასხვა ციტოლოგიური ნიმუშების უჯრედული შემადგენლობის ვიზუალიზაციისთვის. შეღებვა აერთიანებს ორ საღებავს - May-Grünwald-სა და Giemsa-ს.
მეთოდი იყენებს მჟავურ (ეოზინი) და ფუძე (მეთილენის ლურჯი, აზური) საღებავებს: ეოზინი ღებავს ციტოპლაზმას ვარდისფერ-წითლად, ხოლო ფუძე საღებავები - ბირთვს ლურჯ-იისფრად. ამის შედეგად დეტალურად ვიზუალიზდება უჯრედების ციტოლოგიური არქიტექტონიკა, ფორმა და მათი დიფერენცირების თავისებურებები.
MGG საშუალებას იძლევა დეტალურად შეფასდეს უჯრედების მორფოლოგია - ლეიკოციტების (ნეიტროფილების, ეოზინოფილების, ბაზოფილების, ლიმფოციტების, მონოციტების), ერითროციტებისა და თრომბოციტების სტრუქტურული მახასიათებლები. იგი ფასდაუდებელია ჰემატოლოგიური ნეოპლაზიების (ლეიკემია, ლიმფომა) და ანემიების დიაგნოსტიკაში, ასევე - წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსიის (FNAC) და სეროზული სითხეების ციტოლოგიური ნიმუშების შესაფასებლად.
ციტოქიმიური შეღებვა Perls-ის მეთოდით
50 ₾Perls-ის (Perls / Prussian Blue, პრუსიული ლურჯი) მეთოდი არის ჰისტოქიმიური შეღებვა, რომელიც გამოიყენება ქსოვილსა და უჯრედებში სამვალენტიანი რკინის (Fe³⁺) მარაგების გამოსავლენად. შეღებვა ეფუძნება ქიმიურ რეაქციას, რომლის დროსაც რკინა კალიუმის ფეროციანიდთან ერთად წარმოქმნის ინტენსიურ ლურჯი ფერის პიგმენტს.
მეთოდი მაღალმგრძნობიარეა და უჯრედებში რკინის ცალკეული გრანულების იდენტიფიცირებაც კი შეუძლია. იგი ფართოდ გამოიყენება ძვლის ტვინის ბიოფტატებში რკინის დაგროვების შესაფასებლად.
Perls-ის მეთოდი ღირებულია (რკინადეფიციტური ანემიის დიფერენცირებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სისხლის სტანდარტული ანალიზები (მაგ., ფერიტინი) ანთებითი პროცესის ან ჰეპატოპათიის ფონზე ორაზროვან სურათს იძლევა). ასევე გამოიყენება რკინის ჭარბი დაგროვების (ჰემოსიდეროზი/ჰემოქრომატოზი) დიაგნოსტიკისთვის.
ძვლის ტვინის უჯრედების გამოკვლევა (მიელოგრამა)
130 ₾ძვლის ტვინის უჯრედების გამოკვლევა (მიელოგრამა) - წარმოადგენს Giemsa-ს ჯგუფის საღებავებით შეღებილი ძვლის ტვინის თხევადი ნიმუშის (ციტოლოგიური მასალის) მიკროსკოპული შესწავლის მეთოდს, რომლის მიზანიცაა რაოდენობრივად და მორფოლოგიურად შეფასდეს სიმწიფის სხვადასხვა სტადიაზე არსებული სისხლწარმომქმნელი უჯრედების ფორმა და რაოდენობა.
ძვლის ტვინის უჯრედების გამოკვლევა (მიელოგრამა), CITO
160 ₾ძვლის ტვინის უჯრედების გამოკვლევა (მიელოგრამა) - წარმოადგენს Giemsa-ს ჯგუფის საღებავებით შეღებილი ძვლის ტვინის თხევადი ნიმუშის (ციტოლოგიური მასალის) მიკროსკოპული შესწავლის მეთოდს, რომლის მიზანიცაა რაოდენობრივად და მორფოლოგიურად შეფასდეს სიმწიფის სხვადასხვა სტადიაზე არსებული სისხლწარმომქმნელი უჯრედების ფორმა და რაოდენობა.