კვლევის შესახებ
თხევადკრისტალური ციტოლოგია (Liquid-Based Cytology, LBC) არის ციტოლოგიური გამოკვლევის თანამედროვე მეთოდი, რომლის დროსაც აღებული უჯრედული მასალა არ ნაწილდება უშუალოდ მინაზე, არამედ თავსდება სპეციალურ თხევად საკონსერვაციო ხსნარში. შემდგომში ლაბორატორიულ პირობებში ხდება უჯრედების მონოშრიანი, ოპტიმიზებული ფენის მომზადება.
ეს მეთოდი ამცირებს ნიმუშის კონტამინაციას (სისხლით, ლორწოთი, ანთებითი დეტრიტით) და არაინფორმაციული ნიმუშების რაოდენობას, ასევე უზრუნველყოფს უჯრედული მორფოლოგიის სტაბილიზაციას. ერთიანი ნიმუშიდან შესაძლებელია დამატებითი კვლევების - HPV-ტესტის, იმუნოციტოქიმიისა და სხვა მოლეკულური ტესტების ჩატარება.
LBC ფართოდ გამოიყენება როგორც საშვილოსნოს ყელის ნეოპლაზიების სკრინინგისთვის, ისე სხვა ტიპის ციტოლოგიური ნიმუშების (სეროზული სითხეები, ასპირატები) დიაგნოსტიკისთვის.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევა რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• ციტოლოგიური ნიმუშის ხარისხიანი შეფასება;
• საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი;
• ორგანიზმის სითხეების (პლევრალური, ასციტური) ციტოლოგიური გამოკვლევა;
• წვრილი ნემსით ასპირაციული ბიოფსიის (FNAC) მასალის შეფასება;
• იმავე ნიმუშიდან დამატებითი ტესტების (HPV, იმუნოციტოქიმია) ჩატარების საჭიროება;
• ატიპიური ან ავთვისებიანი უჯრედების გამოვლენა;
• კიბოს მონიტორინგი და რეციდივის გამოვლენა.
ინტერპრეტაცია
ციტოლოგიური დასკვნა თვისობრივია (აღწერითი) – ფასდება უჯრედების მორფოლოგია, სტრუქტურა და ატიპიის ხარისხი.
ნორმა (კეთილთვისებიანი პროცესი): ატიპიური ან ნეოპლაზიური უჯრედები არ ვლინდება; შესაძლოა აღწერილ იქნეს კეთილთვისებიანი, ანთებითი ან რეაქტიული ცვლილებები.
პათოლოგიური სურათი შესაძლოა მოიცავდეს:
• ანთებით ან რეაქტიულ ცვლილებებს;
• ატიპიურ უჯრედებს (გაურკვეველი მნიშვნელობის);
• საეჭვო (ავთვისებიანობის მქონე) უჯრედებს;
• ავთვისებიან (ონკოლოგიურ) უჯრედებს.
საშვილოსნოს ყელის ნიმუშების შემთხვევაში შედეგი ფასდება Bethesda-ს სისტემით. საეჭვო ან ავთვისებიანი შედეგი, როგორც წესი, საჭიროებს დადასტურებას ჰისტოლოგიური გამოკვლევით.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს კლინიცისტის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
• კვლევისთვის სპეციალური მომზადება, როგორც წესი, საჭირო არ არის;
• მომზადება დამოკიდებულია ნიმუშის ტიპსა და აღების მეთოდზე - დეტალები დააზუსტეთ ექიმთან;
• საშვილოსნოს ყელის ნიმუშის შემთხვევაში დაიცავით პაპ ტესტის მომზადების წესები;
• აცნობეთ ექიმს მიმდინარე მედიკამენტოზური თერაპიის შესახებ.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• ncbi.nlm.nih.gov - Cell Block Technique in Cytopathology
• journals.plos.org - Cell Block, Smear and Liquid-Based Cytology
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• სოფიო თოფურიძე - ციტოლოგი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.