დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლში (LDL-CHOL)

დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლში (LDL-CHOL)

ფასი: 20 ₾

კვლევის შესახებ

დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინი (LDL-CHOL, Low-Density Lipoprotein Cholesterol) წარმოადგენს ქოლესტერინის ერთ-ერთ ძირითად ფრაქციას სისხლში და ცნობილია, როგორც "ცუდი" ქოლესტერინი. ქოლესტერინი ცხიმოვანი ნივთიერებაა, რომელიც აუცილებელია უჯრედული მემბრანების, ჰორმონების (განსაკუთრებით სასქესო ჰორმონების და კორტიკოსტეროიდების), D ვიტამინისა და ნაღვლის მჟავების სინთეზისთვის.


LDL ცილოვანი ნაწილაკია, რომელიც სისხლის ნაკადით ახორციელებს ქოლესტერინის ტრანსპორტირებას ღვიძლიდან პერიფერიული ქსოვილებისკენ. ჭარბი LDL-ქოლესტერინი ხანგრძლივი დროით სისხლში დაგროვების შემთხვევაში დეპონირდება არტერიების კედლებში, წარმოქმნის ათეროსკლეროზულ ფოლაქებს, რაც იწვევს არტერიების შევიწროებას (სტენოზი) და ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, გულის იშემიური დაავადების, მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის რისკს.


LDL-ქოლესტერინი არის გულ-სისხლძარღვთა რისკის შეფასების მთავარი მაჩვენებელი საერთაშორისო კარდიოლოგიური რეკომენდაციების მიხედვით. ლიპიდური პროფილის ფარგლებში ხორციელდება მისი განსაზღვრა საერთო ქოლესტერინთან, HDL-ქოლესტერინთან, VLDL-ქოლესტერინთან და ტრიგლიცერიდებთან ერთად.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია:


• კარდიოვასკულარული რისკის შეფასება და სკრინინგი (20 წლიდან რეკომენდებულია 4-6 წელიწადში ერთხელ, რისკის ჯგუფებში - უფრო ხშირად);

• გულის იშემიური დაავადება, სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი ანამნეზში;

• ინსულტი ან ცერებროვასკულარული პათოლოგია;

• პერიფერიული არტერიების დაავადება;

• ჰიპერტენზია;

• შაქრიანი დიაბეტი (1 და 2 ტიპი);

• ჭარბი წონა და სიმსუქნე;

• მეტაბოლური სინდრომი;

• თირკმლის ქრონიკული დაავადება;

• ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია - ჰიპოთირეოზი;

• ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის ან ადრეული გულის დაავადების დატვირთული გენეტიკა;

• ჰიპოლიპიდემიური თერაპიის (სტატინების) ეფექტურობის მონიტორინგი;

• თამბაქოს მოხმარება;

• ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;

• ფიზიკური აქტივობის დეფიციტი;

• 40 წელზე უფროსი ასაკი (განსაკუთრებით კაცებში) ან მენოპაუზის შემდგომი პერიოდი ქალებში.

ინტერპრეტაცია

LDL-ქოლესტერინის რეფერენტული მნიშვნელობები:


• ათეროსკლეროზის განვითარების უმნიშვნელო რისკი;

• ოპტიმალური დონე;

• ათეროსკლეროზის განვითარების ზომიერი რისკი;

• ათეროსკლეროზის განვითარების მაღალი რისკი;

• ათეროსკლეროზის განვითარების ძალიან მაღალი რისკი.


სამიზნე LDL-ქოლესტერინის დონე ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კარდიოვასკულარულ რისკზე. მაღალი რისკის პაციენტებში (გულის იშემიური დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, ცერებროვასკულარული დაავადება) რეკომენდებულია LDL-ქოლესტერინის შენარჩუნება დაბალ დონეზე, ხოლო ძალიან მაღალი რისკის პაციენტებში - კიდევ უფრო დაბალ მნიშვნელობებზე.


LDL-ქოლესტერინის მომატება (ჰიპერქოლესტერინემია) შესაძლოა გამოვლინდეს:


• ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია (გენეტიკური მდგომარეობა);

• ცხიმებითა და გაჯერებული ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი კვება;

• სიმსუქნე და ჭარბი წონა;

• ფიზიკური აქტივობის დეფიციტი;

• ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია;

• თირკმლის ქრონიკული დაავადება, ნეფროზული სინდრომი;

• ღვიძლის დაავადებები (ქოლესტაზი);

• შაქრიანი დიაბეტი;

• ორსულობა;

• ზოგიერთი მედიკამენტი (კორტიკოსტეროიდები, ბეტა-ბლოკატორები, დიურეტიკები/შარდმდენები);

• ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;

• თამბაქოს მოხმარება.


LDL-ქოლესტერინის დაბალი მაჩვენებელი შესაძლოა გამოვლინდეს:


• ჰიპერთირეოზი;

• მძიმე ღვიძლის დაავადება;

• მალაბსორბცია;

• არაადეკვატური კვება, ანორექსია;

• ანემიის ზოგიერთი ფორმა;

• ქრონიკული ანთებითი დაავადებები;

• გენეტიკური მდგომარეობები (აბეტალიპოპროტეინემია, ჰიპობეტალიპოპროტეინემია).


ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან და სხვა გამოკვლევებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

ლიპიდური პროფილი (TCHOL, TG, LDL-CHOL, HDL-CHOL, VLDL-CHOL, AI), შრატში;

საერთო ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლის შრატში (T-CHOL);

მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლში (HDL-CHOL);

საერთო ტრიგლიცერიდების განსაზღვრა სისხლში (Trig);

ლიპოპროტეინი (a) - Lp(a), სისხლში;

გლუკოზის განსაზღვრა სისხლში (Glucose);

გლიკირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში (HbA1c);

თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (TSH);

თიროქსინის თავისუფალი ფრაქციის განსაზღვრა სისხლში (FT4);

ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST, GGT);

კრეატინინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Creatinine);

ჰომოცისტეინის განსაზღვრა სისხლში (HCY);

C-რეაქტიული ცილა (CRP);

მაღალი მგრძნობელობის (hs-CRP).

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

• რეკომენდებულია უზმოდ ყოფნა. ბოლო 9-12 საათის განმავლობაში არ მიიღოთ საკვები და კალორიული სასმელი (წყლის მიღება დაშვებულია);


• კვლევის ჩატარებამდე 24 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისგან;


• კვლევამდე 24 საათით ადრე თავი აარიდეთ ინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვას და ცხიმებით მდიდარ კვებას;


• ოპტიმალურია სისხლის აღება დილის საათებში;


• ექიმთან შეათანხმეთ მიმდინარე მედიკამენტოზური თერაპია, განსაკუთრებით ჰიპოლიპიდემიური პრეპარატები;

ტესტის მეთოდოლოგია

ADVIA Chemistry XPT (Siemens Healthiness, Germany) – photometric methodology- ავტომატური ბიოქიმიური ანალიზატორი

კვლევის შესრულების დრო

3 საათი

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:


nhlbi.nih.gov - ATP III Guidelines At-A-Glance Quick Desk Reference

nhlbi.nih.gov - ATP III Report on High Blood Cholesterol

myadlm.org - Routine Lipid Testing (NCEP ATP III)


ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

ბიოქიმია
Phone