კვლევის შესახებ
თუთია (Zinc) აუცილებელი მიკროელემენტია, რომელსაც ორგანიზმი ყოველდღიურად საჭიროებს. იგი წარმოადგენს კრიტიკულ კოფაქტორს ისეთ ფერმენტებში, როგორებიცაა კარბოანჰიდრაზა, ალკალფოსფატაზა, RNA-სა და DNA-ის პოლიმერაზები, ალკოჰოლდეჰიდროგენაზა და მრავალი სხვა ფიზიოლოგიურად მნიშვნელოვანი პროტეინი. პეპტიდაზები, კინაზები და ფოსფორილაზები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან თუთიის დეფიციტის მიმართ. ის მონაწილეობს სხვადასხვა ფერმეტულ რეაქციაში და პირდაპირ გავლენას ახდენს იმუნურ, ჰორმონალურ, რეპროდუქციულ და კანის ჯანმრთელობაზე. თუთია ასევე მნიშვნელოვანი ელემენტია ჭრილობების შეხორცებისთვის.
თუთიის დეფიციტი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც თქვენს ორგანიზმში არ არის საკმარისი რაოდენობის თუთია. თუთიის დეფიციტი ძირითადად ვითარდება მაშინ, როდესაც არ იღებთ თუთიით მდიდარ საკვებს, გართულებულია მისი შეწოვა (მაგ. ჭარბი სპილენძი ან რკინა ხელს უშლის შეწოვას) ან ორგანიზმის მიერ თუთიის ჭარბი რაოდენობით დაკარგვა (მაგალითად ღია ჭრილობების დროს). სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს დიარეს, თმის ცვენას, ფრჩხილების ცვლილებებს და კანის გამონაყარს ან დაზიანებებს.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია:
- თმის ცვენა ან შეთხელება
- ფრჩხილების ცვლილებები - ფერის ცვლილება, მტვრევადი და მყიფე ტექსტურა
- კანის გაღიზიანება, დერმატიტი, გამონაყარი ან კანის დაზიანება
- იმუნური სისტემის დაქვეითება (ხშირი მორეციდივე ინფექციები)
- მადის დაკარგვა (უმადობა), გემოსა და ყნოსვის დაკარგვა
- დიარეა (ტიპიურია ახალშობილებში)
- ბავშვებში ზრდის შეფერხება
- რკინის ან სპილენძის დანამატების მიღებისას (ისინი ამცირებენ თუთიის შეწოვას ორგანიზმში)
- თუთიის დიდი დოზით მიღებისას
- ჭრილობის ნელი შეხორცება
- ღია ჭრილობები ექსუდაციით
ინტერპრეტაცია
სისხლში თუთიის დონე შემცირებულია შემდეგი მდგომარეობების დროს:
- თუთიის შეწოვის შეფერხება
- ორგანიზმის მიერ თუთიის ჭარბი რაოდენობით დაკარგვა
- ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება
- კანის დამწვრობა
- ცელიაკია
- კრონის დაავადება
- თირკმლის, ღვიძლის, პანკრეასის დაავადებები
- კოლიტი
- მოკლე ნაწლავის სინდრომი
- სეფსისი
- ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი
- ბარიატრიული ქირურგიის შემდგომი მდგომარეობა
- ზოგიერთი მედიკამენტის მიღება
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან, რადიოლოგიური და სხვა გამოკვლევასთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
სასურველია კვლევა ჩატარდეს უზმოდ არ მიიღოთ მედიკამენტიკვლევის ჩატარებამდე არ მოიხმაროთ საღეჭი რეზინი, თამბაქო და თავი შეიკავეთ ფიზიკური დატვირთვისგან
მასალის ტიპი
სისხლი (შრატი)
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
საქართველი
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
medscape.com
uptodate.com
clevelandclinic.org
ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი
ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი