კვლევის შესახებ
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გადაეცემა ძირითადად დაუცველი სქესობრივი კონტაქტით ხდება და ხშირად სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. დროული ლაბორატორიული კვლევა საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ შემდეგი გართულებები - უნაყოფობა, ორსულობის პრობლემები დაქრონიკული ანთებითი პროცესები.
აღნიშნულ პანელში შედის:Chlamydia TrachomatisNeisseria GonorrhoeaeMycoplasma GenitaliumMycoplasma HominisUreaplasma UrealyticumUreaplasma ParvumGardnerella VaginalisTrichomonas Vaginalis
ინტერპრეტაცია
პათოგენის აღმოჩენა მამაკაცებში შესაძლოა მიუთითებდეს შემდეგ დაავადებებზე:
ცისტიტიპროსტატიტიურეთრიტისათესლეების და დანამატების ანთებაპათოგენის აღმოჩენა ქალებში შესაძლოა მიუთითებდეს შემდეგ დაავადებებზე:
საშოს, საშვილოსნოს ყელის, საშვილოსნო დანამატების ანთებაურეთრიტი გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
- Chlamydia Trachomatis
- Neisseria Gonorrhoea
- Mycoplasma Genitalium
- Mycoplasma Hominis,
- Trichomona Vaginalis
- Candida Albicans
- ვაგინალური ნაცხის მიკროსკოპული გამოკვლევა
- საშოს ნაცხის ბაქტერიოლოგია
- ვაგინალური ფლორის კომპლექსური კვლევა (Bioflor)
- Chlamydia trachomatis IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში
- Chlamydia trachomatis IgA ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
შარდის შეგროვება:
შარდის პირველი ულუფა წინასწარი ჰიგიენური პროცედურების გარეშე.უროგენიტალური ნაცხის აღება:
ნაცხის აღების წინა დღეს არ გამოიყენოთ ვაგინალური სანთლები, ტაბლეტები და მალამოებიქალებში დაუშვებელია ტესტის ჩატარება მენსტრუალური ციკლის დროსკვლევის ჩატარებამდე 24 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ სქესობრივი კონტაქტისაგან, არ გამოიყენოთ სპერმიციდი და ლუბრიკანტიმამაკაცები - ნაცხის აღებამდე არ მოშარდოთ 3 საათი