ნატრიურეტული პეპტიდის  განსაზღვრა NT-proBNP

ნატრიურეტული პეპტიდის  განსაზღვრა NT-proBNP

ფასი: 150 ₾

კვლევის შესახებ

NT-proBNP (N-terminal pro-B-type natriuretic peptide) არის პოლიპეპტიდი, რომელიც წარმოიქმნება გულის პარკუჭებში proBNP-ის ფერმენტული გახლეჩის შედეგად. ეს პროცესი აქტიურდება გულის კუნთოვანი კედლის გადაჭიმვისა და მოცულობითი გადატვირთვის შემთხვევაში.

NT-proBNP არის ნეიროჰორმონალური მარკერი, რომელიც ფართოდ გამოიყენება გულის უკმარისობის დიაგნოსტიკის, სიმძიმის შეფასებისა და მონიტორინგისთვის. BNP-სთან შედარებით, NT-proBNP-ს აქვს უფრო ხანგრძლივი ნახევარდაშლის პერიოდი (60-120 წუთი), რაც მას უფრო სტაბილურ მარკერად აქცევს.

NT-proBNP-ის ნორმის დონე შესაძლოა განსხვავდებოდეს ასაკის, სქესისა და თირკმლის ფუნქციის მიხედვით. ხანდაზმულ ადამიანებში და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ბაზალური მაჩვენებელი უფრო მაღალია, რაც ინტერპრეტაციისას გასათვალისწინებელია. NT-proBNP-ის კვლევას მაღალი უარყოფითი პროგნოზული ღირებულება აქვს - დაბალი დონე გულის უკმარისობას დიდი ალბათობით გამორიცხავს.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

• ქოშინი (განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვისას ან წოლით მდგომარეობაში);

• ღამის პაროქსიზმული დისპნოე, ორთოპნოე;

• ქვედა კიდურების შეშუპება;

• დაღლილობა, ფიზიკური ტოლერანტობის დაქვეითება;

• გულის უკმარისობის დიაგნოსტიკა და დიფერენცირება ფილტვის პათოლოგიებისგან;

• გულის უკმარისობის სიმძიმის შეფასება და პროგნოზირება;

• გულის უკმარისობის მკურნალობის ეფექტიანობის მონიტორინგი;

• მწვავე კორონარული სინდრომის რისკის სტრატიფიკაცია;

• კარდიოტოქსიკური ქიმიოთერაპიის (მაგ. ანტრაციკლინების) მონიტორინგი;

• ოპერაციული რისკის შეფასება კარდიოლოგიურ პაციენტებში.

ინტერპრეტაცია

NT-proBNP-ის მაღალი მაჩვენებელი შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ შემთხვევებში:

• მწვავე და ქრონიკული გულის უკმარისობა;

• მარცხენა პარკუჭის სისტოლური და დიასტოლური დისფუნქცია;

• მწვავე კორონარული სინდრომი, მიოკარდიუმის ინფარქტი;

• პარკუჭოვანი ჰიპერტროფია;

• სარქვლოვანი პათოლოგიები (განსაკუთრებით აორტალური სტენოზი, მიტრალური უკმარისობა);

• წინაგულების ფიბრილაცია და სხვა არითმიები;

• ფილტვის არტერიის ემბოლია (PE);

• ფილტვის ჰიპერტენზია, cor pulmonale;

• კარდიომიოპათიები;

• მიოკარდიტი, პერიკარდიტი;

• თირკმლის ქრონიკული უკმარისობა (შედეგების ინტერპრეტაცია მოითხოვს კორექციას);

• სეფსისი, მძიმე ინფექციური მდგომარეობები;

• ხანდაზმული ასაკი (ფიზიოლოგიური მომატება).

NT-proBNP-ის დაბალი მაჩვენებელი გულის უკმარისობას დიდი ალბათობით გამორიცხავს, რის გამოც კვლევას განსაკუთრებული ღირებულება აქვს დიფერენციალური დიაგნოსტიკის თვალსაზრისით.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან, რადიოლოგიურ და სხვა გამოკვლევებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

კვლევისთვის სპეციფიური მომზადება არ არის საჭირო.

მასალის ტიპი

• სისხლი (შრატი)

კვლევის შესრულების დრო

4 საათი

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:

medlineplus.gov - Natriuretic Peptide Tests (BNP, NT-proBNP)

medlineplus.gov - Brain natriuretic peptide test

ncbi.nlm.nih.gov - Natriuretic peptides (BNP and NT-proBNP)

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

იმუნოლოგია
Phone