პარვოვირუს B19-ის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Parvovirus B19 IgM)

პარვოვირუს B19-ის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Parvovirus B19 IgM)

ფასი: 80 ₾

კვლევის შესახებ

პარვოვირუს B19-ის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა არის სისხლის კვლევა, რომელიც აფასებს ორგანიზმის იმუნურ პასუხს პარვოვირუს B19-ის მიმართ. ეს ვირუსი არის ე.წ. „მეხუთე დაავადების“ (ინფექციური ერითემის) გამომწვევი - მსუბუქი ვირუსული ინფექციისა, რომელიც სახეზე დამახასიათებელი წითელი გამონაყარით ვლინდება და ყველაზე ხშირად ბავშვებში გვხვდება.

IgM კლასის ანტისხეულები არის ის ანტისხეულები, რომლებსაც ორგანიზმი პირველადი ინფექციაზე საპასუხოდ გამოიმუშავებს. პარვოვირუს B19-ის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების გამოვლენა მიუთითებს ბოლოდროინდელ ან მიმდინარე ინფექციაზე. დროთა განმავლობაში IgM-ის ტიტრი თანდათან იკლებს და გარკვეული ხნის შემდეგ დეტექციის ზღვარს ქვემოთ ეცემა.

პარვოვირუს B19-ის IgM კვლევა ხშირად ტარდება IgG კვლევასთან ერთად: ორივე ანტისხეულის ერთობლივი შეფასება საშუალებას იძლევა გაიმიჯნოს მიმდინარე, ბოლოდროინდელი და წარსულში გადატანილი ინფექცია.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

• პარვოვირუს B19-ის მწვავე (ახალი) ინფექციის ეჭვი - სახეზე დამახასიათებელი წითელი გამონაყარი, ცხელება, თავის ტკივილი;

• ხანგრძლივი სახსრების ტკივილი ან შეშუპება, რომელიც სავარაუდოდ პარვოვირუსით არის გამოწვეული;

• ორსულ ქალში პარვოვირუსით დაავადებულ ადამიანთან კონტაქტი ან ნაყოფის მდგომარეობის ცვლილება;

• მწვავე ანემიის (განსაკუთრებით - წითელი უჯრედების წარმოქმნის დარღვევით გამოწვეული) მიზეზის გარკვევა;

• პარვოვირუს B19-ის ინფექციის ეტაპის (მიმდინარე თუ წარსული) დადგენა IgG კვლევასთან ერთად;

• ქრონიკული ჰემოლიზური ანემიის (მაგ., ნამგლისებურუჯრედოვანი ანემიის) მქონე პაციენტებში მდგომარეობის უეცარი გაუარესება.

ინტერპრეტაცია

პარვოვირუს B19-ის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების მომატებული (დადებითი) მაჩვენებელი შესაძლოა მიუთითებდეს:

• პარვოვირუს B19-ის მწვავე ან ბოლოდროინდელ ინფექციაზე (ჩვეულებრივ - ბოლო 2-4 თვის განმავლობაში).

პარვოვირუს B19-ის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების უარყოფითი (ნორმის ფარგლებში) მაჩვენებელი შესაძლოა მიუთითებდეს:

• მწვავე ინფექციის არარსებობაზე;

• კვლევის ძალიან ადრეულ სტადიაზე ჩატარებაზე, როდესაც ანტისხეულების გამომუშავება ჯერ არ არის დასრულებული;

• ინფექციის გადატანიდან ხანგრძლივი დროის გასვლაზე, როდესაც IgM-ის დონე უკვე დაქვეითებულია.

შედეგების ერთობლივი შეფასება:

• თუ გამოვლენილია IgM - ეს მიუთითებს მწვავე ან ბოლოდროინდელ ინფექციაზე;

• თუ გამოვლენილია მხოლოდ IgG (IgM უარყოფითია) - ეს ჩვეულებრივ მიუთითებს წარსულში გადატანილ ინფექციასა და იმუნიტეტზე.

მნიშვნელოვანია გასათვალისწინებელი:

• ანტინუკლეარული ანტისხეულების (ANA) ან ეპშტაინ-ბარის ვირუსის ინფექციის არსებობამ შესაძლოა გამოიწვიოს IgM კვლევის ცრუდადებითი ან საეჭვო შედეგი;

• დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პირებსა და ახალშობილებში შედეგების ინტერპრეტაცია შესაძლოა გართულდეს;

• ზოგ შემთხვევაში, აქტიური ინფექციის დასადასტურებლად საჭიროა ვირუსის დნმ-ის გამოვლენა (PCR კვლევა).

ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

კვლევისთვის სპეციალური მომზადება არ არის საჭირო.

ტესტის მეთოდოლოგია

ETI-MAX (DIaSorin, Italy) - სრულად ავტომატური ELISA მეთოდი

მასალის ტიპი

• სისხლი (შრატი)

კვლევის შესრულების დრო

7 დღის

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:

testing.com - Parvovirus B19

mayocliniclabs.com - Parvovirus B19 Antibodies, IgG and IgM, Serum

ncbi.nlm.nih.gov - Parvovirus B19: A Clinical and Diagnostic Review

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

იმუნოლოგია
Phone