პროლაქტინი (PRL) სისხლში

პროლაქტინი (PRL) სისხლში

ფასი: 40 ₾

კვლევის შესახებ

პროლაქტინი (Prolactin) ჰორმონია, რომელიც ჰიპოფიზის წინა წილში (ადენოჰიპოფიზი) ლაქტოტროპულ უჯრედებში გამომუშავდება. მის გამოყოფას არეგულირებს ჰიპოთალამუსი. პროლაქტინის (PRL) სეკრეციის მთავარი ქიმიური მაკონტროლებელია დოფამინი, რომელიც თრგუნავს პროლაქტინის სეკრეციას. პროლაქტინი ორგანიზმში სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს, მაგრამ ის არის მთავარი ჰორმონი, რომელიც ზემოქმედებს სარძევე ჯირკვლებზე, აკონტროლებს ლაქტაციის დაწყებასა და შენარჩუნებას. პროლაქტინის დონე დღის განმავლობაში ცვალებადია.ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს პროლაქტინის (PRL)კონცენტრაცია იზრდება. ჯანმრთელ ადამიანებში მისი კონცენტრაცია ასევე იმატებს: სტრესის, ვარჯიშის, სქესობრივი კავშირისა და ჰიპოგლიკემიის დროს. პროლაქტინის ჭარბი რაოდენობით სისხლში გამოყოფას ჰიპერპროლაქტინემია ეწოდება, რომელიც ენდოკრინოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

  • თავის ტკივილები და მხედველობის გართულება;
  • გალაქტორეა (სარძევე ჯირკვლიდან რძის გამოყოფა, რომელიც არ არის დაკავშირებული მშობიარობისა და ძუძუთი კვების პერიოდთან);
  • მკერდის ტკივილი;
  • ტკივილი და დისკომფორტი სქესობრივი აქტის დროს;
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევები (ამენორეა, ოლიგომენორეა);
  • ქალებში თმის ზრდა უჩვეულო ადგილებსა და სახეზე;
  • აკნე;
  • სექსუალური დისფუნქცია ან ლიბიდოს დაქვეითება;
  • უშვილობა;
  • მამაკაცებში მკერდის გადიდება, სარძევე ჯირკვლიდან გამონადენი, ტესტოსტერონის დონის დაქვეითება;
  • ერექციული დისფუნქცია;
  • ვაჟებში დაგვიანებული სქესობრივი მომწიფება, სასქესო ორგანოების განუვითარებლობა;
  • ჰიპოფიზთან და ჰიპოთალამუსთან დაკავშირებული პრობლემების გამორიცხვა;
  • პროლაქტინოის მკურნალობის მონიტორინგი და რეციდივზე ეჭვის არსებობა;
  • ანტიდეპრესანტების, ფსიქოტროპული და სხვა მედიკამენტების ხანგრძლივი გამოყენება.

ინტერპრეტაცია

სისხლში პროლაქტინის დონე მომატებულია შემდეგი მდგომარეობების დროს:


  • ორსულობა;
  • მედიკამენტების მიღება ( ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, არტერიული წნევის წამლები, ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოტროპული საშუალებები, პროსტაგლანდინები);
  • პირველადი ჰიპოთირეოზი;
  • ჰოპოფიზის ადენომა;
  • პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი (PCOS);
  • სტრესი;
  • მედიკამნეტოზური თერაპია - ანტიფსიქოტროფული, ანტიდეპრესანტები, ოპიოიდები და სხვა.


სისხლში პროლაქტინის დონე შემცირებულია შემდეგი მდგომარეობების დროს:


  • ჰიპოპიტუიტარიზმი;
  • ჰიპოფიზის დაზიანები ან ჰორმონალური დისბალანსი;
  • ჰიპოფიზის სიმსივნეების ქირურგიული და სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი.


გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგის შეფასება უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის მიერ.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

  • კვლევა უნდა ჩატარდეს დილით, უზმოდ, მოსვენებულ მდგომარეობაში, გაღვიძებიდან მალევე. უმეტესად 8:00 - 10:00 საათებს შორის.
  • კვლევის ჩატარებამდე აუცილებელია თავი შევიკავოთ: მძიმე ფიზიკური დატვირთვისგან, სტრესისგან, სექსუალური აქტივობისგან.
  • მედიკამენტების მიღება და შეწყვეტა, რომელიც გავლენას ახდენს პროლაქტინის დონეზე, შეთანხმებული უნდა იყოს მკურნალ ექიმთან.

ტესტის მეთოდოლოგია

"Alinity i (Abbott, USA)- chemiluminescent microparticle immunoassay (CMIA) - ავტომატური იმუნოლოგიური ანალიზატორი ADVIA Centaur® XPT (Siemens Healthiness, Germany) - direct chemiluminescence methodology - ავტომატური იმუნოლოგიური ანალიზატორი"

მასალის ტიპი

სისხლი (შრატი)

კვლევის შესრულების დრო

4 საათი

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

კვლევის კატეგორია

იმუნოლოგია
Phone