სპილენძი, შრატში

სპილენძი, შრატში

ფასი: 14 ₾

კვლევის შესახებ

სპილენძი (Copper, Cu) არის ორგანიზმისთვის აუცილებელი მიკროელემენტი, რომელიც მონაწილეობს ენერგიის წარმოქმნაში, შემაერთებელი ქსოვილის ფორმირებაში, ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებასა და რკინის ცვლაში.


სისხლში სპილენძის უდიდესი ნაწილი (დაახლოებით 90%) დაკავშირებულია ცილა ცერულოპლაზმინთან, ხოლო მცირე ნაწილი ცირკულირებს თავისუფალ მდგომარეობაში. ორგანიზმში სპილენძის ცვლა ძირითადად ღვიძლის მიერ რეგულირდება.


შრატში სპილენძის განსაზღვრა საშუალებას იძლევა შეფასდეს ორგანიზმში სპილენძის ცვლის მდგომარეობა – როგორც მისი დეფიციტი, ისე ჭარბი დაგროვება.


შრატში სპილენძის განსაზღვრა ჩვეულებრივ ტარდება ცერულოპლაზმინისა და შარდში სპილენძის კვლევებთან ერთად, განსაკუთრებით – ვილსონის დაავადების (სპილენძის ცვლის მემკვიდრული დარღვევის) ან სპილენძის დეფიციტის ეჭვის შემთხვევაში.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:


• ვილსონის დაავადების ეჭვი (სპილენძის ცვლის მემკვიდრული დარღვევა);

• გაურკვეველი მიზეზის ღვიძლის დაავადება, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში;

• ნევროლოგიური ან ფსიქიატრიული სიმპტომები ღვიძლის დაზიანების ფონზე;

• სპილენძის დეფიციტის ეჭვი (ანემია, ნეიტროპენია, ძვლის ცვლილებები, ნევროლოგიური სიმპტომები);

• ხანგრძლივი ვენური (პარენტერული) კვება, მალაბსორბცია, ცუდი კვება;

• თუთიის შემცველი დანამატების ხანგრძლივი მიღება (რაც ამცირებს სპილენძის შეწოვას);

• სპილენძის ცვლის დარღვევების მკურნალობის ეფექტიანობის მონიტორინგი.

ინტერპრეტაცია

შრატში სპილენძის მომატებული დონე შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ შემთხვევებში:


• მწვავე და ქრონიკული ანთებითი მდგომარეობები, ინფექციები (ცერულოპლაზმინი მწვავე ფაზის ცილაა);

• ღვიძლის ქოლესტაზური დაავადებები;

• ორსულობა, ესტროგენის შემცველი მედიკამენტებისა და ორალური კონტრაცეპტივების მიღება;

• რევმატოიდული ართრიტი;

• ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადება (მაგ., ლეიკემია, ჰოჯკინის ლიმფომა);

• სპილენძით ინტოქსიკაცია.


შრატში სპილენძის დაბალი დონე შესაძლოა აღინიშნოს:


• ვილსონის დაავადება – ჩვეულებრივ თან ახლავს ცერულოპლაზმინის დაბალი დონე და შარდში სპილენძის გამოყოფის მატება;

• სპილენძის კვებითი დეფიციტი, მალაბსორბცია, ხანგრძლივი არასრულფასოვანი კვება;

• მენკესის სინდრომი (სპილენძის ცვლის იშვიათი მემკვიდრული დარღვევა);

• თუთიის ჭარბი მიღება;

• ცილის დაკარგვასთან დაკავშირებული მდგომარეობები (ნეფროზული სინდრომი).


მნიშვნელოვანია, რომ ვილსონის დაავადების დროს სპილენძის დონე სისხლში ჩვეულებრივ დაბალია, თუმცა მწვავე ღვიძლის უკმარისობის ფონზე შესაძლოა მომატებულიც იყოს. ამიტომ შრატში სპილენძის მაჩვენებელი ყოველთვის ფასდება ცერულოპლაზმინთან და შარდში სპილენძთან ერთად.


ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

• კვლევისთვის სპეციფიური მომზადება არ არის საჭირო.

მასალის ტიპი

• სისხლი (შრატი)

კვლევის შესრულების დრო

14 დღის

ქვეყანა

გერმანია

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:


medlineplus.gov - Ceruloplasmin Test

ncbi.nlm.nih.gov - Copper: Reference Range, Interpretation

testing.com - Copper


ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

ბიოქიმია
Phone