ციტომეგალოვირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (CMV IgG)

ციტომეგალოვირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (CMV IgG)

ფასი: 50 ₾

კვლევის შესახებ

ციტომეგალოვირუსი (Cytomegalovirus, CMV / HHV-5) ჰერპესვირუსების ოჯახის წარმომადგენელია და ზრდასრული მოსახლეობის 40-100% ინფიცირებულია ვირუსით, გეოგრაფიული რეგიონისა და სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების მიხედვით. პირველადი ინფიცირების შემდეგ ვირუსი მთელი სიცოცხლის მანძილზე რჩება ორგანიზმში ლატენტურ მდგომარეობაში და შესაძლოა გააქტიურდეს იმუნოსუპრესიის დროს.

CMV გადაცემა ხდება ნერწყვით, შარდით, სქესობრივი გზით, სისხლის გადასხმითა და ორგანოთა ტრანსპლანტაციით, ასევე ვერტიკალურად (დედიდან ნაყოფზე).

CMV განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს:

• ახალშობილებისთვის - თანდაყოლილი CMV-ინფექცია არის თანდაყოლილი ვირუსული ინფექციების ყველაზე გავრცელებული ფორმა და ნეიროგანვითარების დარღვევების, სმენის დაქვეითების წამყვანი არამემკვიდრული მიზეზი;

• იმუნოკომპრომენტირებული პაციენტებისთვის (აივ-ინფიცირებულები, ორგანოთა ტრანსპლანტაციის მიმღებები, ონკოლოგიური პაციენტები) - რეტინიტი, პნევმონიტი, ენცეფალიტი, კოლიტი.

CMV-ის IgG ანტისხეულები სისხლში ჩნდება ინფიცირების 2-3 კვირის შემდეგ, პიკს აღწევს 2-3 თვეში და გრძელვადიანად (სიცოცხლის მანძილზე) ინარჩუნებს მაღალ ტიტრს. IgG-ის დადებითი შედეგი მიუთითებს გადატანილ ინფექციაზე და ჩამოყალიბებულ იმუნიტეტზე.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

• CMV-ინფექციის სტადიის დადგენა (IgM-თან ერთად);

• ორსულობის დაგეგმვა და ორსულობის სკრინინგი (TORCH-ინფექციების პანელი);

• ახალშობილებში თანდაყოლილი ინფექციის სკრინინგი;

• ორგანოთა და ქსოვილების ტრანსპლანტაციამდე - დონორისა და რეციპიენტის სეროლოგიური სტატუსის დადგენა;

• სისხლის და სისხლის კომპონენტების გადასხმის წინ;

• იმუნოსუპრესიული თერაპიის დაწყებამდე სეროლოგიური სტატუსის შეფასება;

• აივ-ინფიცირებული პაციენტები;

• ონკოლოგიური პაციენტები მკურნალობის დაწყებამდე;

• ინფექციური მონონუკლეოზის დიფერენციალური დიაგნოსტიკა.

ინტერპრეტაცია

კვლევის შედეგი შეიძლება იყოს:

დადებითი (Positive) - მიუთითებს CMV-ით ინფიცირებაზე: გადატანილ ან მიმდინარე ინფექციაზე, ჩამოყალიბებულ იმუნიტეტზე. ორგანიზმში ვირუსი ლატენტურად რჩება;

უარყოფითი (Negative) - ორგანიზმს არ შეხვედრია CMV. პირი მგრძნობიარეა პირველადი ინფექციის მიმართ;

საეჭვო (Borderline / Equivocal) - რეკომენდებულია კვლევის გამეორება 2-4 კვირის შემდეგ.

IgM-ისა და IgG-ის ერთობლივი ინტერპრეტაცია:

• IgM (+) / IgG (−) - ახალი (მწვავე) ინფექცია, ადრეული ეტაპი;

• IgM (+) / IgG (+) - მწვავე ან სუბაკუტური ინფექცია, შესაძლო რეაქტივაცია;

• IgM (−) / IgG (+) - გადატანილი ინფექცია, იმუნიტეტი (ლატენტური ვირუსის მატარებელი);

• IgM (−) / IgG (−) - ინფექცია არ გამოვლენილა (პირი მგრძნობიარეა).

ორსულობის დროს IgG-ის დადებითი და IgM-ის უარყოფითი შედეგი უსაფრთხოდ ითვლება, თუმცა ვერტიკალური გადაცემა შესაძლებელია ვირუსის რეაქტივაციის შემთხვევაშიც. IgG ავიდობის ტესტი აზუსტებს, როდის მოხდა პირველადი ინფიცირება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობის 20-ე კვირამდე.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან, რადიოლოგიურ და სხვა გამოკვლევებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

ციტომეგალოვირუსის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (CMV IgM);

CMV IgG ავიდობა, სისხლში;

• CMV DNA (PCR), სისხლში/შარდში/ამნიოტიკურ სითხეში;

ეპშტაინ-ბარის ვირუსის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (EBV IgM);

ეპშტაინ-ბარის ვირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (EBV IgG);

ტოქსოპლაზმა გონდიის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Toxoplasma gondii IgM);

ტოქსოპლაზმა გონდიის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Toxoplasma gondii IgG);

წითურას ვირუსის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Rubella IgM);

წითურას ვირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Rubella IgG);

მარტივი ჰერპესვირუსის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (HSV-1/2 IgM);

მარტივი ჰერპესვირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (HSV-1/2 IgG);

სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);

ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST, GGT, ALP, TBIL, DBIL);

აივ-ის საწინააღმდეგო ანტისხეულებისა და p24 ანტიგენის კომბინირებული განსაზღვრა სისხლში (HIV Ag/Ab Combo).

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

კვლევისთვის სპეციალური მომზადება არ არის საჭირო.

ტესტის მეთოდოლოგია

ADVIA Centaur® XPT (Siemens Healthiness, Germany) - direct chemiluminescence methodology - ავტომატური იმუნოლოგიური ანალიზატორი

მასალის ტიპი

შრატი

კვლევის შესრულების დრო

5 საათი

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:

medlineplus.gov - Cytomegalovirus (CMV) Tests

mayocliniclabs.com - Cytomegalovirus (CMV) Antibodies, IgM and IgG, Serum

mayoclinic.org - Cytomegalovirus (CMV) infection - Diagnosis & treatment

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

იმუნოლოგია
Phone