წითურას ვირუსის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Rubella IgM)

წითურას ვირუსის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Rubella IgM)

ფასი: 50 ₾

კვლევის შესახებ

წითურა (Rubella, German measles) ვირუსული ინფექციური დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია წითურის ვირუსით (Rubivirus, Togaviridae-ის ოჯახი). ვირუსი ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი გზით და ხასიათდება მაღალი გადამდები პოტენციალით. იმუნოკომპეტენტურ მოზრდილებში დაავადება ჩვეულებრივ მსუბუქად მიმდინარეობს და ხასიათდება მაკულო-პაპულარული გამონაყარით, ცხელებითა და ლიმფადენოპათიით.

IgM ანტისხეულები არის იმუნოგლობულინების კლასი, რომელიც პირველი წარმოიქმნება წითურის ვირუსით პირველადი ინფიცირების შემდეგ. IgM ანტისხეულები ვლინდება სისხლში გამონაყარის გაჩენიდან 1-3 დღის შემდეგ, აღწევს პიკურ მნიშვნელობას 1 კვირის განმავლობაში და ჩვეულებრივ ქრება 4-12 კვირის შემდეგ. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში IgM-ის ნარჩენი დონე შესაძლოა დარჩეს რამდენიმე თვის განმავლობაში.

IgM ანტისხეულები შესაძლოა ასევე გამოვლინდეს ვაქცინაციის (MMR) შემდეგ, თუმცა მათი დონე ჩვეულებრივ უფრო დაბალია და მოკლევადიანია, ვიდრე ბუნებრივი ინფექციის შემდგომ.

IgM-ის გამოვლენა მიუთითებს წითურის მწვავე, ახლახან გადატანილ ინფექციაზე ან ცოტა ხნის წინ ჩატარებულ ვაქცინაციაზე. ინტერპრეტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსული ქალების შემთხვევაში, რადგან ორსულობის პირველი 16 კვირის განმავლობაში პირველადი ინფიცირებამ შესაძლოა გამოიწვიოს თანდაყოლილი წითურას სინდრომი (Congenital Rubella Syndrome, CRS) მაღალი ალბათობით (პირველი ტრიმესტრის ბოლოს - 80%-მდე).

CDC-ის რეკომენდაციით, IgM ტესტირება უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ წითურაზე ეჭვის შემთხვევაში და არა ასიმპტომური პირების სკრინინგისთვის, რათა თავიდან ავიცილოთ ცრუ-დადებითი შედეგები.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია:

• წითურის კლინიკური სიმპტომების არსებობა:

 - მაკულოპაპულარული (ვარდისფერი წითელი) გამონაყარი, რომელიც იწყება სახიდან და ვრცელდება სხეულზე;

 - ცხელება (ჩვეულებრივ მცირე-საშუალო);

 - კისრის უკანა, ყურის უკანა და კეფის ლიმფადენოპათია;

 - კონიუნქტივიტი;

 - სახსრების ტკივილი (განსაკუთრებით მოზრდილ ქალებში);

 - საერთო სისუსტე და ცხელება;

• კონტაქტი წითურით დაავადებულ პირთან;

• ორსულობის დროს წითურის ეჭვი (განსაკუთრებით I და II ტრიმესტრში);

• თანდაყოლილი წითურის სინდრომის ეჭვი ახალშობილებში:

 - კატარაქტა, გლაუკომა, რეტინოპათია;

 - სმენის დაკარგვა;

 - გულის თანდაყოლილი დეფექტები (განსაკუთრებით ღია არტერიული სადინარი, ფილტვის არტერიის სტენოზი);

 - მიკროცეფალია;

 - ინტრაუტერული ზრდის დარღვევა;

 - ჰეპატოსპლენომეგალია;

 - "ბლუბერი მაფინი" გამონაყარი (ექსტრამედულარული ჰემოპოეზი);

 - თრომბოციტოპენიური პურპურა;

• გამონაყარი ცხელებით ორსულობის დროს (დიფერენციალური დიაგნოსტიკა - წითელა, პარვოვირუსი B19, ენტეროვირუსი);

• ეპიდემიოლოგიური მონიტორინგი;

• ვაქცინაციით გამოწვეული ცრუ-დადებითი შედეგების შემდგომი დაზუსტება.

მნიშვნელოვანი შენიშვნა: IgM ტესტირება არ არის რეკომენდებული ასიმპტომური პირების სკრინინგისთვის (მათ შორის ორსული ქალების ჩვეულებრივი სკრინინგისთვის) ცრუ-დადებითი შედეგების მაღალი რისკის გამო.

ინტერპრეტაცია

IgM ანტისხეულების ინტერპრეტაცია (IgG-ანტისხეულების შედეგებთან ერთად):

• IgM (-) / IgG (-) - არ არის სამახსოვრო ანტისხეულები წითურის მიმართ, არ არის იმუნიტეტი. ორსული ქალები მიეკუთვნებიან რისკ-ჯგუფს;

• IgM (-) / IgG (+) - წარსულში გადატანილი ინფექცია ან ვაქცინაცია, არსებობს ხანგრძლივი იმუნიტეტი. ორსულობის პერიოდში ნაყოფი დაცულია;

• IgM (+) / IgG (-) - ახლახან გამოვლენილი მწვავე ინფექცია (პირველი 1-2 კვირა) ან ცრუ-დადებითი შედეგი. რეკომენდებულია განმეორებითი კვლევა 2-3 კვირაში IgG-ის სეროკონვერსიის გასაკონტროლებლად. დადასტურებული მწვავე ინფექციის შემთხვევაში ორსულობის დროს, საჭიროა ნაყოფის მდგომარეობის სრული შეფასება;

• IgM (+) / IgG (+) - მწვავე ინფექცია ან ხანდაზმული ინფექცია IgM-ის ნარჩენი დონით. რეკომენდებულია IgG ავიდურობის ტესტის ჩატარება ინფექციის ხანდაზმულობის დასადგენად:

 - დაბალი ავიდურობა - მიუთითებს ბოლო 4 თვის განმავლობაში მიღებულ ინფექციაზე (ორსულობის ფონზე საშიშროება ნაყოფისთვის);

 - მაღალი ავიდურობა - მიუთითებს 4 თვეზე ხანდაზმულ ინფექციაზე (ნაყოფისთვის რისკი მინიმალურია).

ცრუ-დადებითი IgM შედეგების მიზეზები:

• ჯვარედინი რეაქცია სხვა ვირუსულ ინფექციებთან (პარვოვირუსი B19, EBV, CMV, ენტეროვირუსები);

• რევმატოიდული ფაქტორის არსებობა;

• პოლიკლონური B-ლიმფოციტების სტიმულაცია;

• აუტოიმუნური დაავადებები;

• ცოტა ხნის წინ ჩატარებული MMR ვაქცინაცია (IgM შესაძლოა იყოს დადებითი 4-8 კვირის განმავლობაში);

• "მდგრადი" IgM ანტისხეულები წარსული ინფექციის შემდეგ.

ორსულობის დროს დადებითი IgM შედეგი მოითხოვს:

1. დადასტურებას რეფერენტულ ლაბორატორიაში სხვა მეთოდით; ეს გვინდა? სხვა ლაბორატორიაში ვაგზავნით ამ ჩანაწერით

2. IgG ავიდურობის ტესტის ჩატარებას;

3. IgG-ის ტიტრის დინამიკაში მონიტორინგს;

4. დადასტურებული პირველადი ინფექციის შემთხვევაში - ნაყოფზე ვერტიკალური გადაცემის რისკის შეფასებას (ამნიოცენტეზი წითურის PCR-ით);

5. სპეციალისტის (აკუშერ-გინეკოლოგი, ინფექციონისტი, გენეტიკოსი) კონსულტაციას შესაძლო ჩარევის შესახებ.

თანდაყოლილი წითურის სინდრომის (CRS) რისკი ორსულობის ვადასთან მიმართებაში:

• ორსულობის 12 კვირამდე - ძალიან მაღალი რისკი;

• 12-16 კვირა - მაღალი რისკი;

• 16-20 კვირა - ზომიერი რისკი;

• 20 კვირის შემდეგ - მინიმალური რისკი (CRS შედარებით იშვიათი).

ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან და სხვა გამოკვლევებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

წითურას ვირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Rubella IgG);

TORCH პანელი (ტოქსოპლაზმოზი, წითურა, ციტომეგალოვირუსი, ჰერპეს სიმპლექს ვირუსი);

ტოქსოპლაზმა გონდიის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Toxoplasma gondii IgM);

ტოქსოპლაზმა გონდიის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Toxoplasma gondii IgG);

ციტომეგალოვირუსის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (CMV IgM);

ციტომეგალოვირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (CMV IgG);

მარტივი ჰერპესვირუსის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (HSV-1/2 IgM);

მარტივი ჰერპესვირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (HSV-1/2 IgG);

პარვოვირუს B19-ის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Parvovirus B19 IgM);

პარვოვირუს B19-ის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Parvovirus B19 IgG);

წითელას ვირუსის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Measles morbillivirus IgM);

წითელას ვირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Measles morbillivirus IgG);

• Rubella ვირუსის RNA (RT-PCR), სისხლში, ცხვირ-ხახის ნაცხში ან ამნიოტურ სითხეში;

სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);

C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP);

ალანინამინოტრანსფერაზისა და ასპარტატამინოტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (ALT,AST).

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

სპეციფიურ მომზადებას არ საჭიროებს.

ტესტის მეთოდოლოგია

Alinity i (Abbott, USA)- chemiluminescent microparticle immunoassay (CMIA) - ავტომატური იმუნოლოგიური ანალიზატორი

მასალის ტიპი

• სისხლი (შრატი)

კვლევის შესრულების დრო

4 საათი

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:

cdc.gov - Serology Testing for Rubella

pmc.ncbi.nlm.nih.gov - Interpretation of rubella serology in pregnancy

pmc.ncbi.nlm.nih.gov - Repeated Detection of Rubella Virus IgM Antibodies in Pregnancy

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

იმუნოლოგია
Phone