ნაკრებში შემავალი კვლევები

  1. 1.D ვიტამინის განსაზღვრა სისხლში (25(OH)D)
  2. 2.ალანინამინოტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (ALT/GPT)
  3. 3.ალბუმინის განსაზღვრა სისხლის შრატში (ALB)
  4. 4.ასპარტატამინოტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (AST/GOT)
  5. 5.გამაგლუტამილტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (gGT)
  6. 6.გლუკოზის განსაზღვრა სისხლში (Glucose)
  7. 7.დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლში (LDL-CHOL)
  8. 8.ელექტროლიტების კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში (Electrolyte Panel)
  9. 9.ვიტამინ B12-ის განსაზღვრა სისხლში (Vitamin B12)
  10. 10.თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (TSH)
  11. 11.კონიუგირებული (პირდაპირი) ბილირუბინის განსაზღვრა სისხლის შრატში (DBIL)
  12. 12.კრეატინინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Creatinine)
  13. 13.მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლში (HDL-CHOL)
  14. 14.საერთო ბილირუბინის განსაზღვრა სისხლის შრატში (TBIL)
  15. 15.საერთო ტრიგლიცერიდების განსაზღვრა სისხლში (Trig)
  16. 16.საერთო ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლის შრატში (T-CHOL)
  17. 17.საერთო ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში (TP)
  18. 18.სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR)
  19. 19.ტუტე ფოსფატაზის განსაზღვრა სისხლში (ALP)
  20. 20.ფერიტინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Ferritin)

წონის კლების მონიტორინგის პანელი - საბაზისო

საერთო ტრიგლიცერიდების განსაზღვრა სისხლში (Trig); თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (TSH); ალბუმინის განსაზღვრა სისხლის შრატში (ALB); საერთო ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში (TP); D ვიტამინის განსაზღვრა სისხლში (25(OH)D); ტუტე ფოსფატაზის განსაზღვრა სისხლში (ALP); ალანინამინოტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (ALT/GPT); ასპარტატამინოტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (AST/GOT); ვიტამინ B12-ის განსაზღვრა სისხლში (Vitamin B12); სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR); კრეატინინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Creatinine); კონიუგირებული (პირდაპირი) ბილირუბინის განსაზღვრა სისხლის შრატში (DBIL); ფერიტინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Ferritin); გამაგლუტამილტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (gGT); გლუკოზის განსაზღვრა სისხლში (Glucose); მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლში (HDL-CHOL); დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლში (LDL-CHOL); ელექტროლიტების კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში (Electrolyte Panel); საერთო ბილირუბინის განსაზღვრა სისხლის შრატში (TBIL); საერთო ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლის შრატში (T-CHOL)


კვლევის შესახებ

წონის კლების მონიტორინგის პანელი, საბაზისო (Weight Loss Monitoring Panel, Basic) არის სისხლის თორმეტი კვლევისგან შემდგარი ნაკრები, რომელიც აკონტროლებს წონის კლების უსაფრთხოებას - კვებით სტატუსს, ძირითად ვიტამინებსა და მინერალებს, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციას, შაქრისა და ცხიმების ცვლას.


წონის კლება - დიეტით, ფიზიკური დატვირთვით, მედიკამენტებით (მათ შორის GLP-1 რეცეპტორის აგონისტებით, როგორიც არის მუნჯარო, ოზემპიკი) თუ ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ - ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი მეტაბოლური ცვლილებაა. კალორიებისა და საკვების მოცულობის შემცირებას ხშირად თან ახლავს ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა, ცილის არასაკმარისი მიღება და კუნთოვანი მასის კარგვა, სითხისა და ელექტროლიტების დისბალანსი; სწრაფი კლებისას იზრდება ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნის რისკიც. ამავე დროს, წონის კლება აუმჯობესებს შაქრის, ქოლესტერინისა და ღვიძლის მაჩვენებლებს - ლაბორატორიული კონტროლი ამ დადებითი დინამიკის ობიექტურად დანახვის საშუალებასაც იძლევა.


ნაკრებში შედის შემდეგი კვლევები:


• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR) - სისხლის უჯრედების, ჰემოგლობინისა და ანთების ზოგადი მაჩვენებლის შეფასება;

• ელექტროლიტების კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში (Electrolyte Panel) - ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი, ქლორი;

• D ვიტამინის განსაზღვრა სისხლში - ძვლების, კუნთებისა და იმუნური სისტემისთვის აუცილებელი ვიტამინი;

• ვიტამინ B12-ის განსაზღვრა სისხლში (Vitamin B12) - სისხლწარმოქმნისა და ნერვული სისტემისთვის აუცილებელი ვიტამინი;

• ფერიტინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Ferritin) - ორგანიზმში რკინის მარაგის მაჩვენებელი;

• თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (TSH) - ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ძირითადი მაჩვენებელი;

• გლუკოზის განსაზღვრა სისხლში (Glucose) - სისხლში შაქრის დონე;

• ლიპიდების განსაზღვრა სისხლის შრატში (TCHOL, TG, LDL-CHOL, HDL-CHOL, VLDL-CHOL, AI) - ქოლესტერინი, მისი ფრაქციები, ტრიგლიცერიდები და ათეროგენობის ინდექსი;

• ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST, GGT, ALP, TBIL, DBIL) - ღვიძლისა და სანაღვლე გზების მდგომარეობის შეფასება;

• კრეატინინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Creatinine) - თირკმლის ფუნქციის მაჩვენებელი;

• საერთო ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში (TP) - კვებითი სტატუსის ზოგადი მაჩვენებელი;

• ალბუმინის განსაზღვრა სისხლის შრატში (ALB) - სისხლის ძირითადი ცილა, რომელსაც ღვიძლი გამოიმუშავებს.


პანელი რეკომენდებულია ორ ეტაპზე: პროგრამის დაწყებამდე (საწყისი მდგომარეობის შესაფასებლად და უკუჩვენებების გამოსარიცხად) და წონის კლების პროცესში, პერიოდულად - დეფიციტური მდგომარეობების დროულად გამოსავლენად.


საბაზისო პანელი მოიცავს უსაფრთხო წონის კლებისთვის აუცილებელ მინიმუმს. ჰორმონული ფონისა და ინსულინრეზისტენტობის დამატებითი შეფასებისთვის განკუთვნილია პრემიუმ პანელი.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:


• წონის კლების პროგრამის დაწყებამდე - საწყისი მაჩვენებლების დასაფიქსირებლად;

• დაბალკალორიული ან შემზღუდველი დიეტის (კეტოგენური, ინტერვალური შიმშილი, ვეგანური და სხვ.) დაცვის პერიოდში;

• წონის დასაკლები მედიკამენტებით მკურნალობის დროს (ოზემპიკი-Ozempic, მუნჯარო-Mounjaro და სხვა);

• ბარიატრიული ოპერაციის შემდგომი დინამიკური მეთვალყურეობა;

• სწრაფი წონის კლება მოკლე დროში;

• წონის კლების ფონზე გამოვლენილი დაღლილობა, სისუსტე, თავბრუსხვევა, თმის ცვენა, კუნთების კრუნჩხვები;

• გულისრევა, ღებინება ან დიარეა წონის კლების პერიოდში (ელექტროლიტების დისბალანსის რისკი);

• ჭარბი წონა ან სიმსუქნე - თანმხლები მეტაბოლური დარღვევების შესაფასებლად;

• წონის კლების შეჩერება (პლატო) მიუხედავად რეჟიმის დაცვისა;

• მიღწეული შედეგის შეფასება და დინამიკის კონტროლი 3-6 თვეში ერთხელ.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

• სისხლის აღება ხდება დილით, უზმოდ - ბოლო 8-12 საათის განმავლობაში არ მიიღოთ საკვები (სუფთა წყლის დალევა დასაშვებია);

• კვლევის დღეს, სისხლის აღებამდე, არ მიიღოთ ვიტამინები და მინერალური დანამატები;

• თუ იღებთ ბიოტინს (B7 ვიტამინი) ან ბიოტინის შემცველ ვიტამინურ კომპლექსებს, შეწყვიტეთ მათი მიღება კვლევამდე არანაკლებ 48-72 საათით ადრე - ბიოტინი ამახინჯებს ჰორმონული და იმუნოლოგიური კვლევების შედეგებს;

• კვლევამდე 24 საათით ადრე თავი შეიკავეთ ალკოჰოლის, ცხიმიანი საკვებისა და ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისგან;

• კვლევის წინა დღეებში დაიცავით თქვენთვის ჩვეული კვების რეჟიმი და მიიღეთ საკმარისი სითხე;

• აცნობეთ ექიმს წონის დასაკლები მედიკამენტების, დანამატებისა და დაცული დიეტის ტიპის შესახებ.

ინტერპრეტაცია

სისხლის საერთო ანალიზი და ედს:


• ჰემოგლობინისა და ერითროციტების დაქვეითება მიუთითებს ანემიაზე, რომლის ყველაზე ხშირი მიზეზია რკინის, B12 ვიტამინის ან ფოლიუმის მჟავას დეფიციტი;

• ლეიკოციტების მომატება უფრო ხშირად ინფექციასა და ანთებას უკავშირდება, დაქვეითება - ვირუსულ ინფექციებს, ზოგიერთ მედიკამენტსა და იმუნურ დარღვევებს;

• თრომბოციტების რაოდენობის ცვლილება გვხვდება ანთების, რკინის დეფიციტის, ინფექციებისა და სისხლის დაავადებების დროს;

• ედს-ის აჩქარება ანთებითი პროცესის არასპეციფიკური ნიშანია.


ფერიტინი:


• დაქვეითება რკინის მარაგის ამოწურვის ყველაზე ადრეული ნიშანია და ვლინდება ჯერ კიდევ ანემიის განვითარებამდე;

• მომატება უფრო ხშირად ანთებას, ღვიძლის ცხიმოვან დაავადებას ან რკინის ჭარბ დაგროვებას უკავშირდება.


ვიტამინი B12:


• დეფიციტი იწვევს ანემიას, დაღლილობასა და ნევროლოგიურ ჩივილებს; გვხვდება ცხოველური პროდუქტების შეზღუდვის, შეწოვის დარღვევისა და ზოგიერთი მედიკამენტის (მაგ., მეტფორმინი) ხანგრძლივი მიღების დროს;

• მომატებული დონე გვხვდება დანამატების მიღებისას, ასევე ღვიძლის ზოგიერთი დაავადების დროს.


D ვიტამინი:


• დაქვეითებული დონე მიუთითებს დეფიციტზე ან უკმარისობაზე, რაც არღვევს კალციუმის შეწოვას და აზიანებს ძვლოვან ქსოვილს; მიზეზებია მზის სხივების ნაკლებობა, არასაკმარისი მიღება საკვებით, შეწოვის დარღვევა, ჭარბი წონა;

• ჭარბი დონე, როგორც წესი, დანამატების უკონტროლო მიღების შედეგია და შესაძლოა გამოიწვიოს კალციუმის მომატება.


ელექტროლიტები (ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი, ქლორი):


• დისბალანსი ვითარდება გაუწყლოების, ღებინების, დიარეის, თირკმლის დაავადებების, ჰორმონული დარღვევებისა და ზოგიერთი მედიკამენტის (მაგ., შარდმდენების) მიღების ფონზე და ვლინდება სისუსტით, კუნთების კრუნჩხვებით, გულის რიტმის დარღვევით.


საერთო ცილა და ალბუმინი:


• დაქვეითება მიუთითებს ცილის არასაკმარის მიღებაზე ან შეწოვის დარღვევაზე და უკავშირდება კუნთოვანი მასის კარგვის რისკს;

• მომატება უფრო ხშირად გაუწყლოების ნიშანია.


გლუკოზა:


• უზმოზე მომატებული დონე მიუთითებს ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევაზე (პრედიაბეტი, შაქრიანი დიაბეტი); წონის კლების ფონზე მისი შემცირება დადებითი დინამიკაა;

• დაქვეითებული დონე შესაძლებელია ხანგრძლივი შიმშილის ან შაქრის დამწევი მედიკამენტების ფონზე.


ლიპიდური პროფილი:


• საერთო ქოლესტერინის, LDL-ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების მომატება და HDL-ქოლესტერინის დაქვეითება ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს;

• წონის კლების ფონზე ტრიგლიცერიდები, როგორც წესი, ყველაზე ადრე მცირდება; აქტიური კლების ფაზაში ქოლესტერინის დროებითი მერყეობა შესაძლებელია.


ღვიძლის ფუნქციური სინჯები:


• ALT-ისა და AST-ის მომატება მიუთითებს ღვიძლის უჯრედების დაზიანებაზე (ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება, ვირუსული ჰეპატიტი, მედიკამენტებისა და ალკოჰოლის ზემოქმედება);

• GGT-ის, ტუტე ფოსფატაზისა და ბილირუბინის მომატება უფრო მეტად ნაღვლის გამოყოფის დარღვევას (მაგ., ნაღვლკენჭოვანი დაავადება) უკავშირდება.

• წონის კლების ფონზე ღვიძლის ფერმენტების ნორმალიზება, როგორც წესი, ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების გაუმჯობესებაზე მიუთითებს.


კრეატინინი:


• მომატება მიუთითებს თირკმლის ფუნქციის დაქვეითებაზე ან გაუწყლოებაზე (მაგ., ღებინების, დიარეის, სითხის არასაკმარისი მიღების ფონზე);

• დაქვეითება შესაძლოა კუნთოვანი მასის შემცირებას ასახავდეს.


თირეოტროპული ჰორმონი (TSH):


• მომატება მიუთითებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებაზე (ჰიპოთირეოზი);

• დაქვეითება მიუთითებს ფარისებრი ჯირკვლის ჭარბ ფუნქციაზე (ჰიპერთირეოზი).

• ჰიპოთირეოზი ანელებს ნივთიერებათა ცვლას და ართულებს წონის კლებას.


წონის კლების ფონზე გამოვლენილი გადახრების კორექციას (კვების რაციონის შეცვლა, დანამატების დანიშვნა, მედიკამენტის დოზის შეცვლა) განსაზღვრავს ექიმი. წონის აუხსნელი, უნებლიე კლება ცალკე სამედიცინო შეფასებას საჭიროებს.


ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

• გლიკირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში (HbA1c);

• ინსულინის განსაზღვრა სისხლში (Insulin);

• ჰომა ინდექსი (HOMA Index);

• თიროქსინის თავისუფალი ფრაქციის განსაზღვრა სისხლში (FT4);

• ფოლიუმის მჟავა (Folate);

• მაგნიუმის განსაზღვრა სისხლში (Mg);

• შარდმჟავას განსაზღვრა სისხლის შრატში (Uric Acid);

• კორტიზოლის განსაზღვრა სისხლში (Cortisol);

• C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP);

• რკინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Iron);

• თუთიის განსაზღვრა სისხლში (Zn);

• კალციუმის განსაზღვრა სისხლში (Ca);

• პარათირეოიდული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (PTH);

• შარდოვანას განსაზღვრა სისხლის შრატში (Urea);

• ლიპაზას განსაზღვრა სისხლში (Lipase);

• შარდის საერთო ანალიზი (Urinalysis).

კალათა (0)
Phone