ტუტე ფოსფატაზის განსაზღვრა სისხლში (ALP)

ტუტე ფოსფატაზის განსაზღვრა სისხლში (ALP)

ფასი: 22 ₾

კვლევის შესახებ

ტუტე ფოსფატაზა (Alkaline Phosphatase, ALP) არის ფერმენტი, რომელიც ორგანიზმის თითქმის ყველა ქსოვილში გვხვდება, თუმცა უდიდესი კონცენტრაციით - ღვიძლში, სანაღვლე გზებში, ძვლოვან ქსოვილში, ნაწლავებსა და თირკმელებში, ხოლო ორსულობის პერიოდში - პლაცენტაში. ფერმენტი მონაწილეობს ფოსფატური ჯგუფების დეფოსფორილირებაში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლის მინერალიზაციასა და ქოლესტაზის (ნაღვლის გადინების დარღვევის) პროცესებში.

სისხლში ALP-ის დონე მატულობს ღვიძლის ან ძვლოვანი ქსოვილის დაზიანებისას. მაჩვენებლის ცვლილებას კლინიცისტი იყენებს ჰეპატობილიარული სისტემის დაავადებებისა და ძვლის მეტაბოლიზმის დარღვევების სკრინინგისთვის, დიაგნოსტიკისა და მონიტორინგისთვის.

ALP-ის ცალკე ანალიზი არ აზუსტებს დაზიანების წყაროს - ღვიძლი, ძვალი თუ სხვა ორგანო. ამის დასადგენად ექიმი ნიშნავს დამატებით კვლევებს, კერძოდ - GGT-ს. თუ ALP-ის მომატებას თან ახლავს GGT-ის მატება, ეს მიუთითებს ღვიძლის ან სანაღვლე გზების პათოლოგიაზე; თუ GGT ნორმის ფარგლებშია - დაზიანების წყარო, სავარაუდოდ, ძვლოვანი ქსოვილია.

ALP-ის რამდენიმე იზოენზიმი არსებობს (ღვიძლის, ძვლის, ნაწლავის, პლაცენტური) და იზოენზიმური სპექტრის განსაზღვრა შესაძლებელია წყაროს დაზუსტებისთვის რთულ შემთხვევებში. ბავშვებსა და მოზარდებში ALP-ის დონე ფიზიოლოგიურად მაღალია ძვლების ინტენსიური ზრდის გამო.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

ტუტე ფოსფატაზას განსაზღვრა რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

• ღვიძლის დაავადების სიმპტომებისას - სიყვითლე, კანის ქავილი, მუცლის ტკივილი (განსაკუთრებით მარჯვენა ნეკნქვეშა მიდამოში), მუქი ფერის შარდი, ღია ფერის (გაუფერულებული) განავალი, გულისრევა, უმადობა;

• ნაღვლის გადინების შეფერხების (ქოლესტაზი) ეჭვი - ნაღვლის ბუშტის ან სანაღვლე გზების ქვები, ანთება, სიმსივნე ან სტრიქტურა;

• ღვიძლის სხვადასხვა დაავადებების (ჰეპატიტი, ციროზი, ცხიმოვანი ღვიძლი) დიაგნოსტიკა და მონიტორინგი;

• ძვლების დაავადებების სიმპტომების არსებობისას - ძვლის ტკივილი, ხშირი მოტეხილობები, დეფორმაციები;

• პეიჯეთის დაავადების (ძვლების ქრონიკული მეტაბოლური დარღვევა) დიაგნოსტიკა;

• ოსტეომალაციის ან რაქიტის ეჭვი (D ვიტამინის დეფიციტი);

• ჰიპერპარათირეოიდიზმი (პარათირეოიდული ჯირკვლის ჰიპერფუნქცია);

• ძვლის სიმსივნის ან ძვლის მეტასტაზური დაზიანების მონიტორინგი;

• ბავშვებში ზრდის შეფერხების ან ძვლების დარღვევების შეფასება;

• ჰეპატოტოქსიური მედიკამენტების ხანგრძლივი მიღების კონტროლი;

• რუტინული ბიოქიმიური სკრინინგის (ღვიძლის ფუნქციური სინჯების ან საერთო მეტაბოლური პანელის) ფარგლებში;

• ორსულობის დროს - პლაცენტური ALP-ის ფიზიოლოგიური მომატების შესაფასებლად.

ინტერპრეტაცია

ტუტე ფოსფატაზას (ALP) მაჩვენებლების ინტერპრეტაცია:

ALP-ის მაღალი მაჩვენებელი შესაძლოა გამოწვეული იყოს:

ჰეპატობილიარული სისტემის დაავადებები:

• ბილიარული სისტემის ობსტრუქცია (ქოლესტაზი) - ქვები, სიმსივნე, სტრიქტურა;

• ჰეპატიტი (მწვავე, ქრონიკული, ვირუსული, ალკოჰოლური, აუტოიმუნური);

• ღვიძლის ციროზი, განსაკუთრებით პირველადი ბილიარული ქოლანგიტი (PBC);

• პირველადი სკლეროზული ქოლანგიტი (PSC);

• ღვიძლის ნეოპლაზიები (პირველადი, მეტასტაზური);

• ცხიმოვანი ღვიძლის დაავადება;

• ჰეპატოტოქსიური მედიკამენტების მოქმედება.

ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებები:

• პეჯეტის დაავადება (ALP-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მარკერი);

• ოსტეომალაცია, რაქიტი (D ვიტამინის დეფიციტი);

• ჰიპერპარათირეოიდიზმი (პირველადი ან მეორადი);

• ძვლის ნეოპლაზიები (პირველადი ოსტეოსარკომა, ძვლის მეტასტაზური დაზიანება);

• მიელომა, ოსტეიტი;

• ძვლის მოტეხილობების კონსოლიდაციის პროცესი (გარდამავლად);

• ძვლის ფიზიოლოგიური ზრდა (ბავშვებში, მოზარდებში - ასაკობრივი მომატება).

სხვა პათოლოგიური ან ფიზიოლოგიური მდგომარეობები:

• ორსულობა (პლაცენტური ALP - III ტრიმესტრში ფიზიოლოგიური მომატება);

• ჰიპერთირეოზი;

• ნაწლავის ანთებითი დაავადებები;

• გულის უკმარისობა;

• ქრონიკული თირკმლის უკმარისობა.

ALP-ის დაბალი მაჩვენებელი (იშვიათი კლინიკური მდგომარეობა) შესაძლოა მიუთითებდეს:

• მძიმე D ვიტამინის დეფიციტი;

• თუთიის ან მაგნიუმის დეფიციტი;

• ჰიპოფოსფატაზია (იშვიათი გენეტიკური დაავადება);

• ჰიპოთირეოზი;

• ცილოვანი ან მძიმე კვებითი დეფიციტი.

ALP-ის წყაროს (ღვიძლი თუ ძვალი) დასადგენად ხშირად გამოიყენება gGT-ს პარალელური გამოკვლევა - თუ ALP-ის მომატებას თან ახლავს gGT-ის მომატება, ეს მიუთითებს ჰეპატობილიარულ პათოლოგიაზე; თუ gGT ნორმალურია - დაზიანების წყარო, სავარაუდოდ, ძვლოვანი ქსოვილია.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან და სხვა გამოკვლევებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

გამაგლუტამილტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (gGT);

ალანინამინოტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (ALT/GPT);

ასპარტატამინოტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (AST/GOT);

საერთო ბილირუბინის განსაზღვრა სისხლის შრატში (TBIL);

კონიუგირებული (პირდაპირი) ბილირუბინის განსაზღვრა სისხლის შრატში (DBIL);

საერთო ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში (TP);

ალბუმინის განსაზღვრა სისხლის შრატში (ALB);

კალციუმის განსაზღვრა სისხლში (Ca);

ფოსფორის განსაზღვრა სისხლში (P);

D ვიტამინის განსაზღვრა სისხლში (25(OH)D);

პარათირეოიდული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (PTH);

თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (TSH).

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

რეკომენდებულია უზმოდ ყოფნა - ბოლო 12 საათის განმავლობაში არ მიიღოთ საჭმელი და სასმელი (მათ შორის: ალკოჰოლი, გაზიანი სასმელი, ყავა, წყალი), არ მოიხმაროთ საღეჭი რეზინი და თამბაქო.

ტესტის მეთოდოლოგია

ADVIA Chemistry XPT (Siemens Healthiness, Germany) – photometric methodology- ავტომატური ბიოქიმიური ანალიზატორი

მასალის ტიპი

შრატი

კვლევის შესრულების დრო

3 საათი

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:

medlineplus.gov - ALP Blood Test

my.clevelandclinic.org - Alkaline Phosphatase (ALP) Test

mayocliniclabs.com - Alkaline Phosphatase, Serum

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

ბიოქიმია
Phone