Coxiella burnetii, I და II ფაზის ანტისხეულები M და G

Coxiella burnetii, I და II ფაზის ანტისხეულები M და G

ფასი: 135 ₾

კვლევის შესახებ

კოქსიელა ბურნეტის (Coxiella burnetii) I და II ფაზის საწინააღმდეგო IgM და IgG ანტისხეულები (Coxiella burnetii Phase I & II, IgM/IgG) არის Q ცხელების სრული სეროლოგიური პანელი, რომელიც ერთდროულად აფასებს ორივე ანტიგენური ფაზის (I და II) საწინააღმდეგო ორივე კლასის (IgM და IgG) ანტისხეულებს.

კოქსიელა ბურნეტი (Coxiella burnetii) არის უჯრედშიდა ბაქტერია, რომელიც იწვევს ზოონოზურ ინფექციას - Q ცხელებას (Q fever). ადამიანი ინფიცირდება ძირითადად დაბინძურებული მტვრისა და აეროზოლების ჩასუნთქვით, ინფიცირებული შინაური ცხოველების (მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი, თხა, ცხვარი) სანაყოფე სითხეებთან კონტაქტით ან არაპასტერიზებული რძის მიღებით.

ბაქტერია არსებობს ორი ანტიგენური ფაზის სახით - I ფაზა და II ფაზა. ეს ანტიგენური სხვაობა მნიშვნელოვანია დიაგნოსტიკისთვის: II ფაზის ანტისხეულები დამახასიათებელია მწვავე (მიმდინარე) ინფექციისთვის, ხოლო I ფაზის ანტისხეულები - ქრონიკული ფორმისთვის. სეროლოგიური დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს არაპირდაპირი იმუნოფლუორესცენციის მეთოდი (IFA).

I და II ფაზის, IgM-ისა და IgG-ის ანტისხეულების ერთობლივი განსაზღვრა საშუალებას იძლევა დიფერენცირება მოხდეს მწვავე და ქრონიკულ Q ცხელებას შორის. მწვავე ფორმის დროს უპირატესობა II ფაზის ანტისხეულებს ენიჭება (IgM და IgG ჩნდება პირველად), ხოლო ქრონიკული ფორმის დროს - I ფაზის ანტისხეულებს (განსაკუთრებით IgG-ს).I ფაზის და II ფაზის, ასევე IgM-ისა და IgG-ის ანტისხეულების შეფარდების ანალიზი საშუალებას იძლევა განისაზღვროს დაავადების სტადია (მწვავე ან ქრონიკული) - ეს Q ცხელების სეროდიაგნოსტიკის საფუძველია.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

• მწვავე ან ქრონიკული Q ცხელების კომპლექსური გამოკვლევა;

• გაურკვეველი წარმოშობის ცხელება (FUO);

• ატიპიური პნევმონია ან ჰეპატიტი ცხოველებთან კონტაქტის ფონზე;

• კულტურა-უარყოფითი ენდოკარდიტი;

• სისხლძარღვოვანი პროთეზის ან ანევრიზმის ინფექციის ეჭვი;

• ორსულობა ბაქტერიასთან შესაძლო კონტაქტის ფონზე;

• მკურნალობის მონიტორინგი;

• ეპიდემიური აფეთქების გამოკვლევა და მაღალი რისკის პროფესიის მქონე პირების შეფასება.

ინტერპრეტაცია

II ფაზის ანტისხეულების (IgM/IgG) უპირატესობა მიუთითებს:

• მწვავე (ახლო პერიოდში) განვითარებულ Q ცხელებაზე.

I ფაზის ანტისხეულების (განსაკუთრებით IgG-ის) უპირატესობა მიუთითებს:

• ქრონიკულ Q ცხელებაზე (ენდოკარდიტი, სისხლძარღვოვანი ინფექცია, ქრონიკული ჰეპატიტი, ოსტეოარტიკულარული ინფექცია).

ანტისხეულების სრული პროფილის შეფასება:

• საჭიროა ოთხივე კომპონენტის ერთობლივი ინტერპრეტაცია;

• IgM ნაკლებად სპეციფიკურია და ფასდება IgG-სთან ერთად;

• სეროლოგია შესაძლოა უარყოფითი იყოს დაავადების პირველ 1–2 კვირაში;

• დაწყვილებული შრატების გამოკვლევა ზრდის დიაგნოსტიკის სიზუსტეს.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის კლინიკურ მონაცემებთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

კვლევისთვის სპეციფიური მომზადება არ არის საჭირო.

მასალის ტიპი

შრატი

კვლევის შესრულების დრო

10 დღის

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:


cdc.gov - Clinical and Laboratory Diagnosis for Q Fever

arupconsult.com - Coxiella burnetii (Q Fever)

ncbi.nlm.nih.gov - Immunoglobulin Response to Phase II Antigen of Coxiella burnetii


ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

იმუნოლოგია
Phone