Coxiella Burnetii Phase 1, კოქსიელა ბურნეტი PHASE 1 IgA ანტისხეულების განსაზღვრა სისხლის შრატში

Coxiella Burnetii Phase 1, კოქსიელა ბურნეტი PHASE 1 IgA ანტისხეულების განსაზღვრა სისხლის შრატში

ფასი: 50 ₾

კვლევის შესახებ

კოქსიელა ბურნეტის (Coxiella burnetii) I ფაზის საწინააღმდეგო IgA ანტისხეულები (Coxiella burnetii Phase I IgA) არის სისხლის შრატის სეროლოგიური კვლევა, რომელიც ამოწმებს Q ცხელების გამომწვევი ბაქტერიის - კოქსიელა ბურნეტის - I ფაზის ანტიგენის საწინააღმდეგო IgA ანტისხეულებს.

კოქსიელა ბურნეტი (Coxiella burnetii) არის უჯრედშიდა ბაქტერია, რომელიც იწვევს ზოონოზურ ინფექციას - Q ცხელებას (Q fever). ადამიანი ინფიცირდება ძირითადად დაბინძურებული მტვრისა და აეროზოლების ჩასუნთქვით, ინფიცირებული შინაური ცხოველების (მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი, თხა, ცხვარი) სანაყოფე სითხეებთან კონტაქტით ან არაპასტერიზებული რძის მიღებით.

ბაქტერია არსებობს ორი ანტიგენური ფაზის სახით - I ფაზა და II ფაზა. ეს ანტიგენური სხვაობა მნიშვნელოვანია დიაგნოსტიკისთვის: II ფაზის ანტისხეულები დამახასიათებელია მწვავე (მიმდინარე) ინფექციისთვის, ხოლო I ფაზის ანტისხეულები - ქრონიკული ფორმისთვის. სეროლოგიური დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს არაპირდაპირი იმუნოფლუორესცენციის მეთოდი (IFA).

I ფაზის ანტიგენის საწინააღმდეგო IgA ანტისხეულები განსაკუთრებით ასოცირდება Q ცხელების ქრონიკულ ფორმასთან, უპირველესად ინფექციურ ენდოკარდიტთან (გულის სარქვლების ანთებასთან). თანამედროვე მონაცემებით, ისინი განსაკუთრებით სასარგებლოა პაციენტთა თერაპიული მონიტორინგისთვის.I ფაზის IgA ანტისხეულების ტიტრის მომატება ფასდება I ფაზის IgG-სთან ერთად და მიუთითებს ქრონიკული Q ცხელების ვერიფიკაციისთვის.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

• ქრონიკული Q ცხელების ეჭვი (განსაკუთრებით ენდოკარდიტი, სისხლძარღვოვანი პროთეზის ან ანევრიზმის ინფექცია, ქრონიკული ჰეპატიტი, ოსტეოარტიკულარული ინფექცია);

• ხანგრძლივი გაურკვეველი ცხელება უარყოფითი სისხლის კულტურების ფონზე (კულტურა-უარყოფითი ენდოკარდიტი);

• დადასტურებული ქრონიკული Q ცხელების მქონე პაციენტების მონიტორინგი მკურნალობის მიმდინარეობისა და მის შემდეგ;

• გადატანილი მწვავე Q ცხელების შემდეგ შენარჩუნებული სიმპტომების ფონზე;

• გულის სარქვლების დაავადების ან პროთეზირებული სარქვლის მქონე პაციენტებში გაურკვეველი ანთებითი ნიშნების დროს.

ინტერპრეტაცია

I ფაზის IgA ანტისხეულების მაღალი დონე შესაძლოა მიუთითებდეს:

• ქრონიკულ Q ცხელებაზე, განსაკუთრებით ენდოკარდიტზე (გულის სარქვლების ინფექცია);

• სისხლძარღვოვანი ანევრიზმის ან სისხლძარღვოვანი პროთეზის (გრაფტის) ინფექციაზე;

• ქრონიკულ კოქსიელოზურ ინფექციაზე (ჩვეულებრივ ფასდება მომატებულ I ფაზის IgG-სთან ერთად);

• ასევე გამოიყენება ნამკურნალები ქრონიკული Q ცხელების დინამიკურ მონიტორინგში.

I ფაზის IgA ანტისხეულების დაბალი ან გამოუვლენელი დონე:

• ამცირებს ქრონიკული Q ცხელების ალბათობას;

• მწვავე ინფექციის ადრეულ ეტაპზე I ფაზის ანტისხეულები, როგორც წესი, დაბალია (უპირატესობა II ფაზის ანტისხეულებს ენიჭება);

• ცალკე აღებული შედეგი არ გამორიცხავს ინფექციას - სეროლოგია შესაძლოა უარყოფითი იყოს დაავადების პირველ 1–2 კვირაში.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის კლინიკურ მონაცემებთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

კვლევისთვის სპეციფიური მომზადება არ არის საჭირო.

მასალის ტიპი

შრატი

კვლევის შესრულების დრო

10 დღის

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:

cdc.gov - Clinical and Laboratory Diagnosis for Q Fever

arupconsult.com - Coxiella burnetii (Q Fever)

ncbi.nlm.nih.gov - Immunoglobulin Response to Phase II Antigen of Coxiella burnetii

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

იმუნოლოგია
Phone