კვლევის შესახებ
HDV RNA (დელტა ჰეპატიტის ვირუსის რნმ) არის სისხლში დელტა ჰეპატიტის ვირუსის გენეტიკური მასალის – რნმ-ის – მოლეკულურ-გენეტიკური (PCR – პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) კვლევა. HDV არის განსაკუთრებული, „დეფექტური“ ვირუსი: ის ვერ მრავლდება დამოუკიდებლად და მხოლოდ იმ შემთხვევაში ვითარდება, თუ პაციენტს აღენიშნება B ჰეპატიტის ვირუსის (HBV) ინფექცია. შესაბამისად, დელტა ჰეპატიტი ყოველთვის B ჰეპატიტთან ასოცირებულად გვხვდება (კოინფექციის ან სუპერინფექციის სახით).
HBV-სა და HDV-ის ერთობლივი ინფექცია მნიშვნელოვნად ზრდის ღვიძლის მძიმე ანთების, პროგრესირებადი ციროზისა და ჰეპატოცელულური კარცინომის რისკს, ამიტომ ადრეული დიაგნოსტიკა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. დიაგნოსტიკური ალგორითმი იწყება ანტისხეულების (anti-HDV) განსაზღვრით, ხოლო აქტიური რეპლიკაციური პროცესის დასადასტურებლად ტარდება HDV RNA კვლევა. რაოდენობრივი ანალიზი ზომავს ვირუსულ დატვირთვას სისხლში და გამოიყენება ანტივირუსული თერაპიის ეფექტიანობის მონიტორინგისთვის.
აღნიშნული კვლევა სრულდება გადაუდებელ (CITO) რეჟიმში, როდესაც შედეგი კლინიკური გადაწყვეტილების მისაღებად მოკლე ვადაშია საჭირო.
დელტა ჰეპატიტი ვითარდება მხოლოდ B ჰეპატიტის ვირუსის მატარებლებში, ამიტომ HDV-ზე სკრინინგი რეკომენდებულია ყველა იმ პირისთვის, ვისთანაც HBsAg დადებითია.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის (HBsAg) დადებითი შედეგი;
• დელტა ჰეპატიტის ანტისხეულების (anti-HDV) დადებითი შედეგის შემდეგ აქტიური ინფექციის დასადასტურებლად;
• B ჰეპატიტის მქონე პაციენტში ღვიძლის მდგომარეობის მოულოდნელი გაუარესება;
• ღვიძლის მძიმე ან სწრაფად პროგრესირებადი ანთება/ციროზი B ჰეპატიტის ფონზე;
• HDV-ის გავრცელების მაღალი რისკის მქონე პირები (ნემსის გაზიარება, რისკიანი სქესობრივი კონტაქტი, ენდემური რეგიონი);
• ანტივირუსული მკურნალობის ეფექტიანობის მონიტორინგი.
ინტერპრეტაცია
კვლევის შედეგი ასახავს სისხლში დელტა ჰეპატიტის (HDV) ვირუსის რნმ-ის რაოდენობას.
ვირუსის აღმოჩენა (დადებითი შედეგი) ადასტურებს აქტიურ დელტა ჰეპატიტის ინფექციას. ვირუსული დატვირთვის დონე შემდეგნაირად ფასდება:
• მაღალი ვირუსული დატვირთვა - სისხლში ვირუსის დიდი რაოდენობაა და მიუთითებს აქტიურ რეპლიკაციაზე;
• ვირუსული დატვირთვის კლება მკურნალობის ფონზე - მკურნალობაზე ადეკვატურ პასუხს ნიშნავს;
• ვირუსული დატვირთვის შენარჩუნება ან მატება - შესაძლოა მიუთითებდეს მკურნალობის არასაკმარის ეფექტზე.
ვირუსის აღმოუჩენელი დონე შესაძლოა ნიშნავდეს:
• აქტიური დელტა ინფექციის არარსებობას;
• წარმატებულ მკურნალობას;
• ან ვირუსის იმდენად დაბალ რაოდენობას, რომ რაოდენობრივი მეთოდით ვერ იზომება (ამ შემთხვევაში დასაზუსტებლად მოლეკულური თვისობრივი ანალიზი გამოიყენება).
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის კლინიკურ მონაცემებთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის განსაზღვრა სისხლში (HBsAg);
• დელტა ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-HDV);
• B ჰეპატიტის ვირუსის e ანტიგენის განსაზღვრა სისხლში (HBeAg);
• ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST, GGT, ALP, TBIL, DBIL);
• ალბუმინის განსაზღვრა სისხლის შრატში (ALB);
• კოაგულოგრამა (PT, PI, INR, aPTT, Fibrinogen);
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• ალფაფეტოპროტეინის განსაზღვრა სისხლში (AFP);
• C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-HCV);
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
კვლევისთვის სპეციალური მომზადება არ არის საჭირო.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• mayocliniclabs.com - Hepatitis D Virus (HDV) RNA, PCR
• ncbi.nlm.nih.gov - HDV Testing (WHO Guidelines)
• ანა მაღრაძე - მოლეკულური გენეტიკისა და ციტოგენეტიკის განყოფილება;
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.