ალბუმინ-კორეგირებული კალციუმის განსაზღვრა სისხლში (Ca/Al)

ალბუმინ-კორეგირებული კალციუმის განსაზღვრა სისხლში (Ca/Al)

ფასი: 20 ₾

კვლევის შესახებ

ალბუმინ-კორეგირებული კალციუმი არის გამოთვლითი მაჩვენებელი, რომელიც სისხლში საერთო კალციუმის დონეს ასწორებს ალბუმინის – სისხლის ძირითადი ცილის – კონცენტრაციის გათვალისწინებით.

სისხლში კალციუმის დაახლოებით ნახევარი დაკავშირებულია ცილებთან (ძირითადად – ალბუმინთან), ხოლო დანარჩენი ნაწილი წარმოდგენილია თავისუფალი, ბიოლოგიურად აქტიური (იონიზებული) ფორმით. სტანდარტული ანალიზი ზომავს კალციუმის საერთო რაოდენობას – ცილებთან დაკავშირებულსა და თავისუფალს ერთად.

როდესაც ალბუმინის დონე დაბალია (ჰიპოალბუმინემია), საერთო კალციუმის მაჩვენებელი ცრუდ ქვეითდება, თუმცა ბიოლოგიურად აქტიური (იონიზებული) კალციუმის დონე შესაძლოა ნორმაში იყოს. ალბუმინ-კორეგირებული კალციუმი გამოითვლება სპეციალური ფორმულით და გვაძლევს კალციუმის უფრო რეალისტურ შეფასებას ალბუმინის დაბალი დონის ფონზე. ეს ხელს უწყობს ე.წ. „ცრუ ჰიპოკალციემიის“ ან „ცრუ ჰიპერკალციემიის“ მცდარი დიაგნოზის თავიდან აცილებას.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კალციუმის სტატუსის ყველაზე ზუსტი შეფასების მეთოდად ითვლება იონიზებული კალციუმის უშუალო გაზომვა; ალბუმინ-კორეგირებული ფორმულა დამხმარე, მიახლოებითი მაჩვენებელია, რომელიც განსაკუთრებით ნაკლებად სანდოა თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება/გამოთვლა რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

• სისხლში საერთო კალციუმისა და ალბუმინის ერთდროული შეფასებისას;

• ჰიპოალბუმინემიის (ალბუმინის დაბალი დონის) ფონზე კალციუმის სტატუსის შეფასება;

• ღვიძლის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში (ალბუმინის სინთეზის დაქვეითება);

• ნეფროზული სინდრომის ან ცილების ჭარბი დანაკარგის სხვა მდგომარეობების ფონზე;

• მძიმე მდგომარეობაში მყოფი (კრიტიკული) პაციენტების შეფასება;

• კვებითი დეფიციტის (მალნუტრიციის) ფონზე;

• ცრუ ჰიპოკალციემიის ან ცრუ ჰიპერკალციემიის გამორიცხვა.

ინტერპრეტაცია

ალბუმინ-კორეგირებული კალციუმი ასახავს კალციუმის უფრო რეალისტურ დონეს ალბუმინის კონცენტრაციის გათვალისწინებით.

ალბუმინ-კორეგირებული კალციუმის მაღალი მაჩვენებელი (ჰიპერკალციემია) შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ შემთხვევებში:

• პარათირეოიდული ჯირკვლის ჭარბი ფუნქცია (ჰიპერპარათირეოზი);

• ონკოლოგიური დაავადებები (განსაკუთრებით — ძვლის მეტასტაზებითა და მრავლობითი მიელომით);

• D ვიტამინის ჭარბი მიღება;

• ხანგრძლივი უმოძრაობა;

• ფარისებრი ჯირკვლის ჭარბი ფუნქცია (თირეოტოქსიკოზი);

• ზოგიერთი მედიკამენტი (თიაზიდური დიურეტიკები, ლითიუმის პრეპარატები).

ალბუმინ-კორეგირებული კალციუმის დაბალი მაჩვენებელი (ჰიპოკალციემია) შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ შემთხვევებში:

• პარათირეოიდული ჯირკვლის დაქვეითებული ფუნქცია (ჰიპოპარათირეოზი);

• D ვიტამინის დეფიციტი;

• თირკმლის ქრონიკული დაავადება (თქდ);

• მაგნიუმის დაბალი დონე;

• მწვავე პანკრეატიტი;

• კალციუმის ნაწლავში შეწოვის დარღვევა (მალაბსორბცია).

თუ კალციუმის სტატუსი კლინიკურად საეჭვოა, რეკომენდებულია იონიზირებული კალციუმის უშუალო გაზომვა, რომელიც ალბუმინ-კორეგირებულ მაჩვენებელზე უფრო ზუსტია, განსაკუთრებით — თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

• ალბუმინ-კორეგირებული კალციუმის გამოსათვლელად საჭიროა სისხლში საერთო კალციუმისა და ალბუმინის ერთდროული გაზომვა;

• რეკომენდებულია უზმოდ ყოფნა - კვლევის წინ 8-12 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ საკვებისა და სასმელის მიღებისგან;

• ბოლო 12 სთ-ის განმავლობაში არ მიიღოთ მედიკამენტები (კალციუმი, ვიტამინების კომპლექსი, დიურეტიკი და სხვა ტიპის პრეპარატი, რომელმაც შესაძლოა გავნელა იქონიოს ანალიზის შედეგზე), არ მოიხმაროთ საღეჭი რეზინი და თამბაქო;

• კვლევის წინ თავი შეიკავეთ ხანგრძლივი ვენური სტაზისგან (ხელის გადაჭერისგან), რადგან მან შესაძლოა გავლენა მოახდინოს შედეგზე.

ტესტის მეთოდოლოგია

ADVIA Chemistry XPT (Siemens Healthiness, Germany) – photometric methodology- ავტომატური ბიოქიმიური ანალიზატორი

მასალის ტიპი

• სისხლი (შრატი)

კვლევის შესრულების დრო

3 საათი

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:

ncbi.nlm.nih.gov - Use of Albumin-Adjusted Calcium Measurements

reference.medscape.com - Calcium Correction for Hypoalbuminemia

ncbi.nlm.nih.gov - Derivation of an equation for albumin-adjusted calcium

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

Phone