კვლევის შესახებ
ენდომეტრიუმის ბიოფტატის ჰისტოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური კვლევა არის საშვილოსნოს შიდა გარსიდან (ენდომეტრიუმიდან) აღებული ქსოვილის კომბინირებული გამოკვლევა, რომელიც აერთიანებს მიკროსკოპულ (ჰისტოლოგიურ) შეფასებასა და იმუნოჰისტოქიმიურ (IHC) კვლევას.
ჰისტოლოგიური გამოკვლევა ჰემატოქსილინ-ეოზინით (H&E) აფასებს ენდომეტრიუმის არქიტექტონიკას, ჯირკვლებისა და სტრომის თანაფარდობას და ავლენს ანთებით, ჰიპერპლაზიურ თუ ნეოპლაზიურ ცვლილებებს.
იმუნოჰისტოქიმია ემატება ჰისტოლოგიურ კვლევას მაშინ, როცა საჭიროა კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი პროცესის დიფერენცირება, სიმსივნის ჰისტოგენეზის დაზუსტება, ან ჰორმონული რეცეპტორებისა და პროლიფერაციული აქტივობის შეფასება. კვლევა გამოიყენება არანორმალური საშვილოსნოს სისხლდენის, ჰიპერპლაზიის, პოლიპებისა და ენდომეტრიუმის ადენოკარცინომის დიაგნოსტიკაში.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• არანორმალური საშვილოსნოს სისხლდენა (განსაკუთრებით პოსტმენოპაუზურ პერიოდში);
• ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის ეჭვი;
• ენდომეტრიუმის კარცინომის ეჭვი ან დადასტურება;
• ენდომეტრიუმის პოლიპებისა და სხვა კეთილთვისებიანი ცვლილებების შეფასება;
• უშვილობის გამოკვლევა (ენდომეტრიუმის ფაზის შეფასება);
• ქრონიკული ენდომეტრიტის (ანთების) დიაგნოსტიკა;
• ჰორმონული თერაპიის ფონზე ენდომეტრიუმის მდგომარეობის შეფასება;
• ულტრაბგერითი გამოკვლევით გამოვლენილი ენდომეტრიუმის გასქელების დაზუსტება.
ინტერპრეტაცია
ენდომეტრიუმის ჰისტოპათოლოგიური კვლევა არის თვისობრივი (აღწერითი) დიაგნოსტიკური პროცედურა — ფასდება ენდომეტრიუმის არქიტექტონიკა, ციტოლოგიური ატიპია და, საჭიროების შემთხვევაში, იმუნოჰისტოქიმიური მარკერების ექსპრესია.
ნორმალური (კეთილთვისებიანი) სურათი შეესაბამება მენსტრუალური ციკლის ფაზის ადეკვატურ ენდომეტრიუმს ან კეთილთვისებიან წარმონაქმნებს (მაგ., ენდომეტრიუმის პოლიპი, ენდომეტრიტი).
პათოლოგიური სურათი შესაძლოა მოიცავდეს:
• ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიას — ატიპიის გარეშე ან ატიპიით (ატიპიური ჰიპერპლაზია განიხილება როგორც კიბოსწინარე მდგომარეობა);
• ენდომეტრიუმის კარცინომას (ჰისტოლოგიური ტიპისა და დიფერენცირების ხარისხის მიხედვით);
• ქრონიკულ ენდომეტრიტს (ანთებითი პროცესი);
• ჰორმონული თერაპიით ინდუცირებულ ცვლილებებს.
იმუნოჰისტოქიმიური მარკერები პათოლოგს ეხმარება პათოლოგიური ცვლილების ბუნების დაზუსტებაში, ხოლო ავთვისებიანი ნეოპლაზიის ვერიფიკაციისას — სიმსივნის ტიპისა და მოლეკულური ქვეჯგუფის განსაზღვრაში.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს კლინიცისტის მიერ პაციენტის ანამნეზურ მონაცემებთან და სხვა დიაგნოსტიკური გამოკვლევების შედეგებთან კომპლექსურად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
კვლევისთვის სპეციალური მომზადება არ არის საჭირო.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• medlineplus.gov - Endometrial Biopsy
• ncbi.nlm.nih.gov - Immunohistochemical Markers in Endometrial Cancer: Latest Updates
• mdpi.com - Molecular Classification of Endometrial Carcinomas
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ქეთევან კანკავა - მოლეკულური პათოლოგიის განყოფილების უფროსი, პათოლოგანატომი, იმუნოჰისტოქიმიის განყოფილების უფროსი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.