კვლევის შესახებ
თიროქსინი (Thyroxine) ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონია, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის მიერ გამომუშავებული ჰორმონების 90% შეადგენს. თიროქსინი ორგანიზმში ორი სახით არსებობს, უმეტესობა შეკავშირებულია ცილასთან (T4), მხოლოდ 0,03 % წარმოდგენილია თავისუფალი თიროქსინის (FT4) სახით. FT4 წარმოადგენს თიროქსინის აქტიურ ფორმას. თიროქსინი ტრიიოდთირონინთან ერთად გავლენას ახდენს ორგანიზმში ყველა უჯრედისა და ქსოვილის მეტაბოლიზმზე, თუმცა FT3-ის მეტაბოლური აქტივობა დაახლოებით 5-ჯერ მეტია FT4-თან შედარებით.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
ჰიპოთირეოზისთვის დამახასიათებელი ჩივილებია:
- ძილიანობა, ენერგიის ნაკლებობა;
- წონის მატება;
- უმადობა;
- სიცივის აუტანლობა;
- დეპრესია;
- მეხსიერების გაუარესება;
- რეფლექსების შენელება;
- მშრალი კანი და თმის ცვენა, ფრჩხილების დაზიანება;
- ყაბზობა, შეკრულობა;
- ბრადიკარდია;
- მენორაგია;
- კუნთების კრამპი (კრუნჩხვები);
- შეშუპება.
ჰიპერთირეოზისთვის დამახასიათებელი ჩივილებია:
- ოფლიანობა, სიცხის აუტანლობა;
- მადის მატება;
- წონაში კლება (ნორმალური ან გაძლიერებული მადის მიუხედავად);
- ძილის დარღვევა;
- ტრემორი (ხელის კანკალი);
- ტაქიკარდია;
- არითმია;
- დიარეა;
- თხელი, მსხვრევადი თმა და ფრჩხილი.
სხვა შემთხვევებში:
- ლევოთიროქსინით მკურნალობის მონიტორინგის დროს;
- TSH ნორმიდან გადახრის დროს;
- ორსულობის დაგეგმვისას;
- უშვილობის დროს;
- პროფილაქტიკური კვლევისას.
ინტერპრეტაცია
FT4 დონე სისხლში იმატებს შემდეგ შემთხვევებში:
- ჰიპერთირეოზის დროს (ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია);
- გრეივსის დაავადების დროს;
- დიფუზურ-ტოქსიური ჩიყვის დროს;
- მწვავე თირეოიდიტის დროს (საწყისი სტადია);
- ლევოთიროქსინის ჰიპერდოზირეისას.
FT4 დონე სისხლში იკლებს შემდეგ შემთხვევებში:
- ჰიპოთირეოზის დროს;
- იოდის დეფიციტის დროს;
- ზოგიერთი მედიკამენტის ზემოქმედაბისას (ამიოდარონი, ლითიუმი);
- თეირეოიდექტომიის შემდეგი პერიოდის დროს.
გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
- თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში - TSH;
- თიროქსინის განსაზღვრა სისხლში T4;
- ანტისხეულები თირეოგლობულინის მიმართ სიხლში - anti TG;
- თირეოგლობულინი (TG);
- ანტისხეულები თირეოიდული პეროქსიდაზის მიმართ - anti TPO;
- ანტისხეულები თირეოტროპინის რეცეპტორის მიმართ - anti TSHr;
- ტრიიოდთირონინის განსაზღვრა სისხლში (T3);
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
- სასურველია, კვლევა ჩატარდეს უზმოდ, მედიკამენტის მიღების გარეშე, რომელიც გავლენას ახდენს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
სისხლი (შრატი)
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
საქართველო