კვლევის შესახებ
მარტივი ჰერპესვირუს ტიპი 2-ის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულები (HSV-2 IgG) არის სისხლის შრატის ლაბორატორიული კვლევა, რომელიც ავლენს მარტივი ჰერპესვირუსის მეორე ტიპის (HSV-2) წინააღმდეგ გამომუშავებულ G კლასის ანტისხეულებს.
HSV-2 ძირითადად გენიტალური ჰერპესის გამომწვევია - სასქესო ორგანოების არეში მტკივნეული ბუშტუკებისა და წყლულების სახით. ვირუსი ძირითადად სქესობრივი კონტაქტით გადაეცემა და ერთხელ ინფიცირების შემდეგ ორგანიზმში სამუდამოდ რჩება, პერიოდული რეაქტივაციის შესაძლებლობით. ინფიცირებულ ადამიანს ვირუსის გადაცემა შეუძლია სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც.
IgG კლასის ანტისხეულები ჩნდება ინფიცირებიდან რამდენიმე კვირაში და მთელი ცხოვრების განმავლობაში ნარჩუნდება. ტიპ-სპეციფიკური HSV-2 IgG საშუალებას იძლევა დადგინდეს, ადამიანი ინფიცირებულია თუ არა სწორედ მე-2 ტიპის ვირუსით.HSV-2 IgG დადებითი შედეგი ნიშნავს, რომ ადამიანი წარსულში ინფიცირდა მე-2 ტიპის ჰერპესვირუსით, თუმცა ვერ აჩვენებს მიმდინარე კლინიკური მანიფესტაციის არსებობას.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• გენიტალური ჰერპესის ეჭვი ან განმეორებადი სასქესო ორგანოების ბუშტუკები/წყლულები;
• პარტნიორის გენიტალური ჰერპესის დიაგნოზის ფონზე საკუთარი სტატუსის შეფასება;
• სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სგგი) კომპლექსური შემოწმების ფარგლებში;
• ორსულობის დაგეგმვა ან ორსულობა (ახალშობილზე გადაცემის რისკის შესაფასებლად);
• სიმპტომების მქონე პაციენტებში ინფექციის ტიპის (HSV-1 vs HSV-2) დაზუსტება;
• იმუნოსუპრესიის მქონე პაციენტებში ჰერპესვირუსული რისკის შეფასება.
ინტერპრეტაცია
HSV-2 IgG დადებითი (მომატებული):
• მიუთითებს HSV-2-ით წარსულში ინფიცირებაზე;
• ვერ განსაზღვრავს, აქვს თუ არა პაციენტს ამჟამად აქტიური რეაქტივაცია ან სად გამოვლინდება სიმპტომები;
• აქტიური დაზიანების დასადასტურებლად საჭიროა ბუშტუკიდან აღებული მასალის კვლევა (PCR ან კულტურა).
HSV-2 IgG უარყოფითი (არ არის გამოვლენილი):
• ჩვეულებრივ ნიშნავს, რომ HSV-2 ინფექცია არ ყოფილა;
• ახლო პერიოდში ინფიცირების შემთხვევაში (დაახლოებით 12 კვირამდე, ზოგჯერ მეტი) ანტისხეულები შესაძლოა ჯერ არ იყოს გამომუშავებული - საჭიროების შემთხვევაში კვლევა განმეორდება.
მნიშვნელოვანია: უსიმპტომო პირებში ჰერპესვირუსის სისხლის ტესტი ცრუ დადებით შედეგსაც იძლევა, ამიტომ ის ყოველთვის კლინიკურ სურათთან ერთად ფასდება.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის კლინიკურ მონაცემებთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• მარტივი ჰერპესვირუსის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (HSV-1/2 IgM);
• B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის განსაზღვრა სისხლში (HBsAg);
• C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-HCV);
• ქლამიდია ტრაქომატის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Chlamydia trachomatis IgG);
• ქლამიდია ტრაქომატის საწინააღმდეგო IgA ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Chlamydia trachomatis IgA).
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
კვლევისთვის სპეციფიური მომზადება არ არის საჭირო.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• medlineplus.gov - Herpes (HSV) Test
• cdc.gov - Screening for Genital Herpes
• testing.com - Genital and Oral Herpes Test
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.