ალფა-ამილაზას განსაზღვრა სისხლში (α-Amylase)

ალფა-ამილაზას განსაზღვრა სისხლში (α-Amylase)

ფასი: 20 ₾

კვლევის შესახებ

ალფა-ამილაზა (α-Amylase) ჰიდროლიზური ფერმენტია, რომელიც მიეკუთვნება გლიკოზიდ-ჰიდროლაზების ჯგუფს და მონაწილეობს ნახშირწყლების (კერძოდ, სახამებლის და გლიკოგენის) დაშლის პროცესში მარტივ შაქრებად. ადამიანის ორგანიზმში ალფა-ამილაზა წარმოიქმნება ძირითადად ორ ადგილას:

• პანკრეასული ამილაზა (P-Amylase) - გამოიყოფა პანკრეასიდან თორმეტგოჯა ნაწლავში და მონაწილეობს საჭმლის მონელებაში (დაახლოებით 40-50% საერთო ამილაზისა);

• სალივარული ამილაზა (S-isoenzyme) - გამოიყოფა სანერწყვე ჯირკვლებიდან და უზრუნველყოფს საკვების ნახშირწყლების დაშლას უკვე პირის ღრუში (დაახლოებით 50-60% საერთო ამილაზისა). - ეს ვაფშე ამოვიღოთ, არც ჩვენ ვაკეთებთ და მემგონი არც კეთდება სხვაგან.

მცირე რაოდენობით ამილაზა გამოიყოფა ასევე საკვერცხეებში, ფილტვებში, ცხიმოვან ქსოვილში, წვრილი ნაწლავის ლორწოვან გარსსა და ღვიძლში. ფიზიოლოგიურ პირობებში სისხლში ამილაზის დაბალი დონე ფიქსირდება, რომელიც სისხლიდან გამოიყოფა ძირითადად თირკმლების მეშვეობით.

პანკრეასის დაზიანების ან ანთების შემთხვევაში (პანკრეატიტი) ფერმენტი დიდი რაოდენობით გამოიყოფა სისხლში. სისხლში ალფა-ამილაზის დონე იწყებს მატებას მწვავე პანკრეატიტის დაწყებიდან 6-12 საათში, აღწევს პიკურ მნიშვნელობას 24-30 საათში და ბრუნდება ნორმაში 3-5 დღეში.

ამილაზა ლიპაზასთან ერთად პანკრეატიტის დიაგნოსტიკის ერთ-ერთი მთავარი ფერმენტული მარკერია, თუმცა ლიპაზა უფრო მგრძნობიარე და სპეციფიკური მაჩვენებელია.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია:

• მწვავე პანკრეატიტის ეჭვი:

 - მძიმე მუცლის ტკივილი ზედა კვადრანტში, რომელიც გადაცემულია ზურგში;

 - გულისრევა და ღებინება;

 - მუცლის გაბერვა;

 - ცხელება;

 - ნაწლავის გავლადობის დარღვევა;

• ქრონიკული პანკრეატიტის დიაგნოსტიკა და მონიტორინგი;

• პანკრეატიტის ეპიზოდის შემდგომი დინამიკის შეფასება;

• პანკრეასის სიმსივნური დაავადებების ეჭვი;

• ნაღვლის ბუშტისა და ნაღვლის გზების დაავადებები (ქოლედოქოლითიაზი, ქოლეცისტიტი);

• სანერწყვე ჯირკვლების დაავადებები (პაროტიტი, სანერწყვე ქვა);

• ERCP პროცედურის შემდეგ პანკრეატიტის გართულების მონიტორინგი;

• გაურკვეველი ეტიოლოგიის მუცლის ტკივილი;

• ალკოჰოლური დაავადების მქონე პაციენტებში პანკრეატიტის სკრინინგი;

• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა მწვავე მდგომარეობები (ნაწლავის გამავლობის დარღვევა, პერფორაცია);

• დიაბეტური კეტოაციდოზის მონიტორინგი;

• მაკროამილაზემიის (კარგი პროგნოზი) დიფერენციალური დიაგნოსტიკა. - ეს შეგვიძლია ვაფშე ამოვიღოთ.

ინტერპრეტაცია

ალფა-ამილაზის მაჩვენებლის ცვლილებების ინტერპრეტაცია:

ჰიპერამილაზემია (ამილაზის მომატება, ჩვეულებრივ > 3-ჯერ ნორმაზე) შესაძლოა გამოვლინდეს:

პანკრეასული მიზეზები:

• მწვავე პანკრეატიტი (მაჩვენებელი ნორმის ზედა ზღვრის სამჯერ ან მეტად);

• ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავება;

• პანკრეასის სიმსივნე ან კისტა;

• პანკრეასის ფსევდოკისტა;

• პანკრეასის ტრავმა;

• ERCP პროცედურის შემდგომი გართულება.

არაპანკრეასული მიზეზები:

• ნაღვლის გზების დაავადებები (ქოლედოქოლითიაზი, ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი);

• სანერწყვე ჯირკვლების დაავადებები (პაროტიტი, სანერწყვე ქვა, სანერწყვე ჯირკვლის სიმსივნე);

• ნაწლავის გამავლობის დარღვევა, ნაწლავის ინფარქტი;

• კუჭის წყლული, პერფორაცია;

• პერიტონიტი, აპენდიციტი;

• ექტოპიური ორსულობა (ფალოპის მილის გასკდომა);

• თირკმლის უკმარისობა (შემცირებული გამოყოფა);

• დიაბეტური კეტოაციდოზი;

• ღვიძლის დაავადებები;

• ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;

• ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადება (ფილტვის, საკვერცხეების, საშვილოსნოს კიბო);

• HIV ინფექცია;

• მოწამვლები (ეთანოლი, მეთანოლი, ოპიოიდები);

• ზოგიერთი მედიკამენტი (ოპიატები, კორტიკოსტეროიდები, ტიაზიდური დიურეტიკები);

• მაკროამილაზემია (ამილაზის შეერთება იმუნოგლობულინებთან, კლინიკურად კარგი პროგნოზი).

ჰიპოამილაზემია (ამილაზის შემცირება) შესაძლოა გამოვლინდეს:

• ქრონიკული პანკრეატიტი ფერმენტული უკმარისობით;

• პანკრეასის ნეკროზი;

• პანკრეასის კისტოფიბროზი;

• ღვიძლის მძიმე დაავადება;

• ეკლამფსიის მწვავე ფორმა;

• პრე-ეკლამფსია;

• თიროტოქსიკოზი;

• ზოგიერთი მედიკამენტი (ფტორიდები, ციტრატი, ოქსალატი).

მნიშვნელოვანია, რომ ნორმალური ან მცირედ მომატებული ამილაზა არ გამორიცხავს მწვავე პანკრეატიტს, განსაკუთრებით ქრონიკული პანკრეატიტის ფონზე ან გვიან წარდგენის შემთხვევაში. ამისთვის რეკომენდებულია ამილაზის ლიპაზასთან ერთად განსაზღვრა.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან და სხვა გამოკვლევებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

ლიპაზას განსაზღვრა სისხლში (Lipase);

პანკრეასული ამილაზას განსაზღვრა სისხლში (P-Amylase);

სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);

C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP);

პროკალციტონინის რაოდენობრივი განსაზღვრა სისხლში (PCT);

ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST, GGT, ALP, საერთო და პირდაპირი ბილირუბინი);

კრეატინინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Creatinine);

შარდოვანას აზოტის განსაზღვრა სისხლში (BUN);

ელექტროლიტების კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში (Na⁺, K⁺, Ca²⁺, Cl⁻);

გლუკოზის განსაზღვრა სისხლში (Glucose);

ლაქტატდეჰიდროგენაზის განსაზღვრა სისხლში (LDH);

ლიპიდური პროფილი (განსაკუთრებით ტრიგლიცერიდები);

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

• რეკომენდებულია უზმოდ ყოფნა. ბოლო 8-12 საათის განმავლობაში არ მიიღოთ საკვები და სასმელი (გარდა წყლისა);

• კვლევის ჩატარებამდე 24 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისგან, ვინაიდან ალკოჰოლმა შეიძლება გავლენა იქონიოს ამილაზის მაჩვენებელზე;

• ექიმთან შეათანხმეთ მიმდინარე მედიკამენტოზური თერაპია, განსაკუთრებით თუ იღებთ ოპიატებს, კორტიკოსტეროიდებს ან თიაზიდურ დიურეტიკებს, რომლებიც ზრდიან ამილაზის დონეს;

• გადაუდებელი შემთხვევების დროს სპეციფიური მომზადება არ საჭიროა.

ტესტის მეთოდოლოგია

ADVIA Chemistry XPT (Siemens Healthiness, Germany) – photometric methodology- ავტომატური ბიოქიმიური ანალიზატორი

მასალის ტიპი

• სისხლი (შრატი)

კვლევის შესრულების დრო

3 საათი

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:

medlineplus.gov - Amylase Test

emedicine.medscape.com - Amylase: Reference Range, Interpretation

pmc.ncbi.nlm.nih.gov - Blood tests for acute pancreatitis

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

ბიოქიმია
Phone