ინფექციური დაავადებების აღმოჩენა, პანელი Max, CITO

ინფექციური დაავადებების აღმოჩენა, პანელი Max, CITO

ფასი: 360 ₾

კვლევის შესახებ

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გადაეცემა ძირითადად დაუცველი სქესობრივი კონტაქტით ხდება და ხშირად სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. დროული ლაბორატორიული კვლევა საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ შემდეგი გართულებები - უნაყოფობა, ორსულობის პრობლემები დაქრონიკული ანთებითი პროცესები.


აღნიშნულ პანელში შედის:

  • Chlamydia Trachomatis
  • Neisseria Gonorrhoeae
  • Mycoplasma Genitalium
  • Mycoplasma Hominis
  • Ureaplasma Urealyticum
  • Ureaplasma Parvum
  • Gardnerella Vaginalis
  • Trichomonas Vaginalis

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

შემდეგი მდგომარეობების დროს:


  • პროფილაქტიკურად
  • ხშირი შარდვა
  • წვა შარდის დროს
  • შარდის შეუკავებლობა
  • ვაგინალური გამონადენი
  • საშვილოსნოს გარე ორსულობა
  • ორსულობის შეწყვეტა
  • ნაადრევი მშობიარობა
  • უნაყოფობის მიზეზის დადგენა (ქალი და მამაკაცი)
  • ორსულობის დაგეგმვა (ორივე პარტნიორი)

ინტერპრეტაცია

პათოგენის აღმოჩენა მამაკაცებში შესაძლოა მიუთითებდეს შემდეგ დაავადებებზე:


  • ცისტიტი
  • პროსტატიტი
  • ურეთრიტი
  • სათესლეების და დანამატების ანთება

პათოგენის აღმოჩენა ქალებში შესაძლოა მიუთითებდეს შემდეგ დაავადებებზე:


  • საშოს, საშვილოსნოს ყელის, საშვილოსნო დანამატების ანთება
  • ურეთრიტი

გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

შარდის შეგროვება:


  • შარდის პირველი ულუფა წინასწარი ჰიგიენური პროცედურების გარეშე.

უროგენიტალური ნაცხის აღება:


  • ნაცხის აღების წინა დღეს არ გამოიყენოთ ვაგინალური სანთლები, ტაბლეტები და მალამოები
  • ქალებში დაუშვებელია ტესტის ჩატარება მენსტრუალური ციკლის დროს
  • კვლევის ჩატარებამდე 24 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ სქესობრივი კონტაქტისაგან, არ გამოიყენოთ სპერმიციდი და ლუბრიკანტი
  • მამაკაცები - ნაცხის აღებამდე არ მოშარდოთ 3 საათი

ტესტის მეთოდოლოგია

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების თვისობრივი აღმოჩენა. ანალიზი ეფუძნება რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის(PCR) მეთოდს, გაძლიერებული პროდუქტის ფლუორესცენტური გამოვლენით.

მასალის ტიპი

  • შარდი
  • უროგენიტალური ნაცხი

კვლევის შესრულების დრო

24 საათი

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

Phone