შარდოვანას აზოტის განსაზღვრა სისხლში (BUN)

შარდოვანას აზოტის განსაზღვრა სისხლში (BUN)

ფასი: 20 ₾

კვლევის შესახებ

შარდოვანას აზოტი (Blood Urea Nitrogen, BUN) არის ცილების მეტაბოლიზმის საბოლოო პროდუქტის — შარდოვანას — შემადგენელი აზოტის რაოდენობრივი მაჩვენებელი. როდესაც ცილები ორგანიზმში იშლება (კვების შემდეგ ან კუნთოვანი ქსოვილის კატაბოლიზმის შედეგად), ღვიძლი სინთეზირებს შარდოვანას, რომელიც სისხლის მიმოქცევით ხვდება თირკმელებში და გამოიყოფა შარდთან ერთად.

ნორმაში სისხლში BUN-ის გარკვეული დონე ფიქსირდება. მისი დონე ასახავს ორ ძირითად პროცესს - ცილების ცვლის ინტენსივობასა და თირკმელების ფილტრაციული ფუნქციის ხარისხს. BUN-ის ანალიზი ერთ-ერთი ფუნდამენტური ტესტია თირკმელების ფუნქციის შესაფასებლად და, როგორც წესი, ნიშნავს კრეატინინთან ერთად - ეს ორი ანალიზი ერთობლივად გვაძლევს უფრო ზუსტ სურათს თირკმელების ფუნქციური მდგომარეობის შესახებ (თირკმლის ფუნქციის პროფილი).

BUN-ის კლინიკური მნიშვნელობა BUN/კრეატინინის ფარდობის განსაზღვრაშია - ის ეხმარება ექიმს დაადგინოს თირკმლის უკმარისობის ტიპი (პრერენული, რენული თუ პოსტრენული), აგრეთვე დეჰიდრატაციის ან გასტროინტესტინური სისხლდენის ალბათობა.

BUN-ის ანალიზი ხშირად არის ძირითადი მეტაბოლური პანელის (BMP) ან სრულფასოვანი მეტაბოლური პანელის (CMP) შემადგენელი ნაწილი - როგორც რუტინული ჯანმრთელობის სკრინინგის, ასევე ჰოსპიტალიზებული პაციენტების მონიტორინგის ფარგლებში.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

შარდოვანას აზოტის (BUN) განსაზღვრა რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

• თირკმელების დაავადების სიმპტომების არსებობისას:

  - შარდის რაოდენობის ცვლილება (ხშირი ან იშვიათი შარდვა, ღამის ხშირი შარდვა);

  - შარდის ფერისა ან გამჭვირვალობის ცვლილება;

  - შეშუპება (განსაკუთრებით ფეხებზე, თვალის ქვევით);

  - ზურგის ან წელის ტკივილი;

  - ზოგადი სისუსტე, დაღლილობა, კონცენტრაციის გაძნელება;

• თირკმელების დაავადების რისკფაქტორების მქონე პირებში - დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ოჯახური ანამნეზი;

• ქრონიკული თირკმლის უკმარისობის (ქთუ) დიაგნოსტიკა და მონიტორინგი;

• მწვავე თირკმლის უკმარისობის ეჭვის დროს - ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში;

• დეჰიდრატაციის ეჭვის დროს (ღებინება, დიარეა, არასაკმარისი სითხის მიღება);

• ჰოსპიტალიზებული პაციენტების ელექტროლიტური და მეტაბოლური სტატუსის შეფასება;

• ნეფროტოქსიკური მედიკამენტების (ვანკომიცინი, ამინოგლიკოზიდები, ACE ინჰიბიტორები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები) მიღების მონიტორინგი;

• გასტროინტესტინური სისხლდენის ეჭვი (BUN ხშირად მაღალია);

• გულის უკმარისობის შეფასება და მონიტორინგი;

• ღვიძლის მძიმე უკმარისობის შეფასება (BUN შესაძლოა დაბალი იყოს);

• დიალიზის წინა და მის შემდგომი მონიტორინგი;

• ქირურგიული ჩარევის წინა პერიოდის რუტინული შეფასება;

• რუტინული ჯანმრთელობის სკრინინგი.

ინტერპრეტაცია

შარდოვანას აზოტის (BUN) მაჩვენებლების ინტერპრეტაცია:

BUN-ის მაღალი მაჩვენებელი (აზოტემია) შესაძლოა მიუთითებდეს:

თირკმლისმიერი (რენული) მიზეზები:

• მწვავე თირკმლის დაზიანება (AKI);

• ქრონიკული თირკმლის დაავადება (CKD);

• გლომერულონეფრიტი, პიელონეფრიტი;

• ნეფროტოქსიკური მედიკამენტების ან აგენტების ზემოქმედება.

თირკმლისწინა (პრერენული) მიზეზები - თირკმლის პერფუზიის შემცირება:

• დეჰიდრატაცია (ჰიპოვოლემია) - დიარეა, ღებინება, ჭარბი ოფლიანობა, არასაკმარისი სითხის მიღება;

• გულის ქრონიკული უკმარისობა;

• შოკი, ჰიპოვოლემია;

• ცხელება;

• ღვიძლის ციროზი ასციტით (ჰეპატორენული სინდრომის რისკით).

თირკმლისშემდგომი (პოსტრენული) მიზეზები - უროდინამიკის დარღვევა:

• პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია ან ნეოპლაზია;

• უროლითიაზი (თირკმლის ან შარდსაწვეთის ქვა);

• მენჯის ღრუს ნეოპლაზიები ნეფრო-ურეთერული ობსტრუქციით.

სხვა მიზეზები:

• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენა (ცილოვანი მასის მეტაბოლიზმი ნაწლავიდან);

• ცილით მდიდარი დიეტა;

• ჰიპერკატაბოლური მდგომარეობები (დამწვრობა, სეფსისი, მძიმე ტრავმა);

• კორტიკოსტეროიდული თერაპია;

• ხანდაზმულობა (ფიზიოლოგიური მცირე მატება).

BUN-ის დაბალი მაჩვენებელი შესაძლოა აღინიშნოს:

• ღვიძლის მძიმე დისფუნქცია/უკმარისობა (ცილების სინთეზის დარღვევა);

• ჰიპერჰიდრატაცია;

• დაბალცილოვანი დიეტა, მალნუტრიცია (არასაკმარისი კვება);

• მალაბსორბცია;

• ორსულობა (ფიზიოლოგიური განზავება);

• ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციის სინდრომი (SIADH).

BUN-ის შედეგი ჩვეულებრივ ფასდება კრეატინინთან ერთად - BUN/კრეატინინის ფარდობა ეხმარება ექიმს დაადგინოს თირკმლის უკმარისობის ტიპი (პრერენული, რენული თუ პოსტრენული) და შეაფასოს დეჰიდრატაციის ან კუჭ-ნაწლავის სისხლდენის ალბათობა.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან და სხვა გამოკვლევებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

სპეციფიური მომზადება არ არის საჭირო.

ტესტის მეთოდოლოგია

ADVIA Chemistry XPT (Siemens Healthiness, Germany) – photometric methodology- ავტომატური ბიოქიმიური ანალიზატორი

მასალის ტიპი

შრატი

კვლევის შესრულების დრო

3 საათი

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:

medlineplus.gov - BUN (Blood Urea Nitrogen)

my.clevelandclinic.org - Blood Urea Nitrogen (BUN) Test

kidneyfund.org - Blood Urea Nitrogen (BUN)

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

ბიოქიმია
Phone