ნაკრებში შემავალი კვლევები

  1. 1.B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის განსაზღვრა სისხლში (HBsAg)
  2. 2.B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-HBs)
  3. 3.C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-HCV)
  4. 4.C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP)
  5. 5.D ვიტამინის განსაზღვრა სისხლში (25(OH)D)
  6. 6.აივ-ის საწინააღმდეგო ანტისხეულებისა და p24 ანტიგენის კომბინირებული განსაზღვრა სისხლში (HIV Ag/Ab Combo)
  7. 7.ალანინამინოტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (ALT/GPT)
  8. 8.ალფაფეტოპროტეინის განსაზღვრა სისხლში (AFP)
  9. 9.ასპარტატამინოტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (AST/GOT)
  10. 10.გამაგლუტამილტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (gGT)
  11. 11.გლიკირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში (HbA1c)
  12. 12.გლუკოზის განსაზღვრა სისხლში (Glucose)
  13. 13.დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლში (LDL-CHOL)
  14. 14.ელექტროლიტების კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში (Electrolyte Panel)
  15. 15.ვიტამინ B12-ის განსაზღვრა სისხლში (Vitamin B12)
  16. 16.თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (TSH)
  17. 17.თუთიის განსაზღვრა სისხლში (Zn)
  18. 18.ინსულინის განსაზღვრა სისხლში (Insulin)
  19. 19.კანცეროემბრიონული ანტიგენის განსაზღვრა სისხლში (CEA)
  20. 20.კონიუგირებული (პირდაპირი) ბილირუბინის განსაზღვრა სისხლის შრატში (DBIL)
  21. 21.კრეატინინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Creatinine)
  22. 22.მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლში (HDL-CHOL)
  23. 23.პარათირეოიდული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (PTH)
  24. 24.საერთო ბილირუბინის განსაზღვრა სისხლის შრატში (TBIL)
  25. 25.საერთო პროსტატ სპეციფიური ანტიგენის განსაზღვრა სისხლში (TPSA)
  26. 26.საერთო ტრიგლიცერიდების განსაზღვრა სისხლში (Trig)
  27. 27.საერთო ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლის შრატში (T-CHOL)
  28. 28.სისხლის განსაზღვრა განავალში (FOBT)
  29. 29.სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR)
  30. 30.ტესტოსტერონის განსაზღვრა სისხლში (Testosterone)
  31. 31.ტრანსფერინის გაჯერების ინდექსის გამოთვლა (TSAT)
  32. 32.ტუტე ფოსფატაზის განსაზღვრა სისხლში (ALP)
  33. 33.ფერიტინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Ferritin)
  34. 34.ფოლიუმის მჟავა (Folate)
  35. 35.შარდის საერთო ანალიზი (Urinalysis)
  36. 36.შარდმჟავას განსაზღვრა სისხლის შრატში (Uric Acid)
  37. 37.ჰომოცისტეინის განსაზღვრა სისხლში (HCY)

კაცის ჯანმრთელობის ჩეკაპი, 40 + - გაფართოებული

საერთო ტრიგლიცერიდების განსაზღვრა სისხლში (Trig); ტრანსფერინის გაჯერების ინდექსის გამოთვლა (TSAT); თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (TSH); ტესტოსტერონის განსაზღვრა სისხლში (Testosterone); შარდმჟავას განსაზღვრა სისხლის შრატში (Uric Acid); შარდის საერთო ანალიზი (Urinalysis); თუთიის განსაზღვრა სისხლში (Zn); D ვიტამინის განსაზღვრა სისხლში (25(OH)D); ალფაფეტოპროტეინის განსაზღვრა სისხლში (AFP); ტუტე ფოსფატაზის განსაზღვრა სისხლში (ALP); ალანინამინოტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (ALT/GPT); B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-HBs); ასპარტატამინოტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (AST/GOT); ვიტამინ B12-ის განსაზღვრა სისხლში (Vitamin B12); სისხლის განსაზღვრა განავალში (FOBT); სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR); კანცეროემბრიონული ანტიგენის განსაზღვრა სისხლში (CEA); კრეატინინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Creatinine); C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP); კონიუგირებული (პირდაპირი) ბილირუბინის განსაზღვრა სისხლის შრატში (DBIL); ფერიტინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Ferritin); ფოლიუმის მჟავა (Folate); გამაგლუტამილტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (gGT); გლუკოზის განსაზღვრა სისხლში (Glucose); გლიკირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში (HbA1c); B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის განსაზღვრა სისხლში (HBsAg); C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-HCV); ჰომოცისტეინის განსაზღვრა სისხლში (HCY); მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლში (HDL-CHOL); აივ-ის საწინააღმდეგო ანტისხეულებისა და p24 ანტიგენის კომბინირებული განსაზღვრა სისხლში (HIV Ag/Ab Combo); ინსულინის განსაზღვრა სისხლში (Insulin); დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლში (LDL-CHOL); ელექტროლიტების კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში (Electrolyte Panel); პარათირეოიდული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (PTH); საერთო ბილირუბინის განსაზღვრა სისხლის შრატში (TBIL); საერთო ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლის შრატში (T-CHOL); საერთო პროსტატ სპეციფიური ანტიგენის განსაზღვრა სისხლში (TPSA)


კვლევის შესახებ

კაცის ჯანმრთელობის ჩეკაპი, 40+, გაფართოებული (Men's Health Check-up, 40+, Extended) არის ოცდაცხრა კვლევისგან შემდგარი ყველაზე სრული ნაკრები 40 წელს გადაცილებული მამაკაცებისთვის. ის აერთიანებს საბაზისო ჩეკაპის ყველა კვლევას და დამატებით მოიცავს პროსტატის მარკერსა და ტესტოსტერონს, გულ-სისხლძარღვთა რისკის დამატებით მაჩვენებლებს, რკინისა და ძვლოვანი ცვლის შეფასებას, ვიტამინებსა და მიკროელემენტებს, ვირუსული ჰეპატიტებისა და აივ-ის სკრინინგს, სიმსივნურ მარკერებსა და განავალში ფარული სისხლის განსაზღვრას.


ბევრი გავრცელებული დაავადება - შაქრიანი დიაბეტი, ქოლესტერინის მომატება, ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები, ღვიძლისა და თირკმლის ქრონიკული დაავადებები, ვირუსული ჰეპატიტები - წლების განმავლობაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ხშირად მხოლოდ გართულების ეტაპზე ვლინდება. რეგულარული ლაბორატორიული შემოწმება ამ მდგომარეობებს ავლენს მაშინ, როდესაც მათი კორექცია ცხოვრების წესის შეცვლით ან მარტივი მკურნალობითაა შესაძლებელი.


40 წლის შემდეგ მამაკაცებში მკვეთრად იზრდება გულის იშემიური დაავადების, არტერიული ჰიპერტენზიის, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის, პოდაგრისა და ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების სიხშირე; იწყება ტესტოსტერონის დონის თანდათანობითი კლება და იზრდება პროსტატისა და მსხვილი ნაწლავის დაავადებების რისკი.


ნაკრებში შედის შემდეგი კვლევები:


• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR) - სისხლის უჯრედების, ჰემოგლობინისა და ანთების ზოგადი მაჩვენებლის შეფასება;

• შარდის საერთო ანალიზი (Urinalysis) - თირკმლებისა და საშარდე გზების მდგომარეობის შეფასება;

• გლუკოზის განსაზღვრა სისხლში (Glucose) - სისხლში შაქრის დონე;

• გლიკირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში (HbA1c) - სისხლში შაქრის საშუალო დონე ბოლო 2-3 თვის განმავლობაში;

• ლიპიდების განსაზღვრა სისხლის შრატში (TCHOL, TG, LDL-CHOL, HDL-CHOL, VLDL-CHOL, AI) - ქოლესტერინი, მისი ფრაქციები, ტრიგლიცერიდები და ათეროგენობის ინდექსი;

• ელექტროლიტების კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში (Electrolyte Panel) - ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი, ქლორი;

• კრეატინინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Creatinine) - თირკმლის ფუნქციის მაჩვენებელი;

• ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST, GGT, ALP, TBIL, DBIL) - ღვიძლისა და სანაღვლე გზების მდგომარეობის შეფასება;

• D ვიტამინის განსაზღვრა სისხლში (25(OH)D) - ძვლების, კუნთებისა და იმუნური სისტემისთვის აუცილებელი ვიტამინი;

• შარდმჟავას განსაზღვრა სისხლის შრატში (Uric Acid) - პურინული ცვლის პროდუქტი;

• სისხლის განსაზღვრა განავალში (FOBT) - ნაწლავიდან ფარული სისხლდენის გამოვლენა, კოლორექტული კიბოს სკრინინგის მეთოდი;

• ვიტამინ B12-ის განსაზღვრა სისხლში (Vitamin B12) - სისხლწარმოქმნისა და ნერვული სისტემისთვის აუცილებელი ვიტამინი;

• თუთიის განსაზღვრა სისხლში (Zn) - იმუნიტეტის, კანის, თმისა და რეპროდუქციული ფუნქციისთვის საჭირო მიკროელემენტი;

• C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP) - ორგანიზმში ანთების მგრძნობიარე მაჩვენებელი;

• თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (TSH) - ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ძირითადი მაჩვენებელი;

• ფერიტინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Ferritin) - ორგანიზმში რკინის მარაგის მაჩვენებელი;

• B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის განსაზღვრა სისხლში (HBsAg) - B ჰეპატიტის მიმდინარე ინფექციის მაჩვენებელი;

• B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-HBs) - B ჰეპატიტის მიმართ იმუნიტეტის მაჩვენებელი;

• C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-HCV) - C ჰეპატიტის სკრინინგი;

• აივ-ის საწინააღმდეგო ანტისხეულებისა და p24 ანტიგენის კომბინირებული განსაზღვრა სისხლში (HIV Ag/Ab Combo) - აივ-ინფექციის სკრინინგი;

• ინსულინის განსაზღვრა სისხლში (Insulin) - სისხლში შაქრის მარეგულირებელი ჰორმონი;

• პარათირეოიდული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (PTH) - ფარისებრახლო ჯირკვლების ჰორმონი, კალციუმის ცვლის მთავარი მარეგულირებელი;

• ჰომოცისტეინის განსაზღვრა სისხლში (HCY) - გულ-სისხლძარღვთა რისკისა და B ჯგუფის ვიტამინების ცვლის მაჩვენებელი;

• ფოლიუმის მჟავა (Folate) - სისხლის უჯრედების წარმოქმნისთვის საჭირო ვიტამინი;

• ალფაფეტოპროტეინის განსაზღვრა სისხლში (AFP) - ღვიძლის სიმსივნური მარკერი;

• კანცეროემბრიონული ანტიგენის განსაზღვრა სისხლში (CEA) - საჭმლის მომნელებელი სისტემის სიმსივნური მარკერი;

• საერთო პროსტატ სპეციფიური ანტიგენის განსაზღვრა სისხლში (TPSA) - წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) მდგომარეობის მარკერი;

• ტესტოსტერონის განსაზღვრა სისხლში (Testosterone) - ძირითადი მამაკაცური სასქესო ჰორმონი;

• ტრანსფერინის გაჯერების ინდექსის გამოთვლა (TSAT) - რკინის ცვლის მაჩვენებელი, რომელიც ავლენს როგორც რკინის დეფიციტს, ისე მის ჭარბ დაგროვებას.


პროსტატ სპეციფიური ანტიგენი (PSA) პროსტატის დაავადებების ადრეული გამოვლენის ძირითადი ლაბორატორიული საშუალებაა; განავალში ფარული სისხლის განსაზღვრა კოლორექტული კიბოს სკრინინგის აღიარებული მეთოდია, რომელიც რეკომენდებულია 45 წლიდან; ჰომოცისტეინი, C-რეაქტიული ცილა და ინსულინი ავსებს გულ-სისხლძარღვთა და მეტაბოლური რისკის შეფასებას. სიმსივნური მარკერები (AFP, CEA) დამხმარე მაჩვენებლებია და ფასდება მხოლოდ ექიმის მიერ, სხვა გამოკვლევებთან ერთად.


გაფართოებული ნაკრები იძლევა ჯანმრთელობის ყველაზე სრულ ლაბორატორიულ სურათს ერთი ვიზიტით. ის ავსებს, მაგრამ არ ცვლის უროლოგისა და კარდიოლოგის გასინჯვასა და კოლონოსკოპიას.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:


• პროფილაქტიკური შემოწმება წელიწადში ერთხელ, ჩივილების არარსებობის შემთხვევაშიც;

• ხანგრძლივი დაღლილობა, სისუსტე, შრომისუნარიანობის დაქვეითება;

• ჭარბი წონა ან წონის აუხსნელი ცვლილება;

• არტერიული წნევის მომატება;

• გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის ან მაღალი ქოლესტერინის ოჯახური ისტორია;

• მჯდომარე ცხოვრების წესი, არაჯანსაღი კვება, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება, ქრონიკული სტრესი;

• მედიკამენტების ხანგრძლივი მიღება - ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის კონტროლისთვის;

• ცხოვრების წესის შეცვლამდე (დიეტა, ინტენსიური ვარჯიში) საწყისი მაჩვენებლების შესაფასებლად;

• შარდვის გაძნელება ან გახშირება, განსაკუთრებით ღამით;

• ლიბიდოსა და ერექციის დაქვეითება, ენერგიის ნაკლებობა;

• ტკივილი ან დისკომფორტი გულმკერდის არეში, ქოშინი დატვირთვისას;

• სახსრის მწვავე ტკივილი და შეშუპება - პოდაგრის ეჭვი;

• მეხსიერებისა და კონცენტრაციის გაუარესება, კიდურების დაბუჟება;

• ონკოლოგიური დაავადებების (განსაკუთრებით პროსტატისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს) ოჯახური ისტორია;

• კუჭის მოქმედების ხასიათის შეცვლა, სისხლი განავალში;

• დაუცველი სქესობრივი კონტაქტი, სამედიცინო ან კოსმეტიკური მანიპულაციები (ოპერაცია, სტომატოლოგიური ჩარევა, ტატუ, პირსინგი) ანამნეზში - ვირუსული ჰეპატიტებისა და აივ-ის სკრინინგისთვის;

• B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საჭიროების განსაზღვრა;

• როდესაც სრული შემოწმება დიდი ხანია არ ჩატარებულა.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

• სისხლის აღება ხდება დილით, უზმოდ - ბოლო 8-12 საათის განმავლობაში არ მიიღოთ საკვები (სუფთა წყლის დალევა დასაშვებია). ტესტოსტერონის დონე დილით ყველაზე მაღალია, ამიტომ სისხლი უნდა აიღოთ 8:00-10:00 საათზე;

• კვლევის დღეს, სისხლის აღებამდე, არ მიიღოთ ვიტამინები და მინერალური დანამატები;

• თუ იღებთ ბიოტინს (B7 ვიტამინი) ან ბიოტინის შემცველ ვიტამინურ კომპლექსებს, შეწყვიტეთ მათი მიღება კვლევამდე არანაკლებ 48-72 საათით ადრე - ბიოტინი ამახინჯებს ჰორმონული და იმუნოლოგიური კვლევების შედეგებს;

• კვლევამდე 24 საათით ადრე თავი შეიკავეთ ალკოჰოლის, ცხიმიანი საკვებისა და ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისგან;

• სისხლის აღებამდე არ მოწიოთ და არ მიიღოთ ყავა და ჩაი;

• კვლევამდე 48 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ ეაკულაციისგან, ველოსიპედით სიარულისგან; სისხლი უნდა აიღოთ პროსტატის გასინჯვამდე ან მასაჟამდე (ამ პროცედურების შემდეგ - არანაკლებ 1 კვირაში);

• შარდის ანალიზისთვის შეაგროვეთ დილის პირველი შარდის შუა ულუფა სუფთა, სპეციალურ კონტეინერში, გარეთა სასქესო ორგანოების ჰიგიენის შემდეგ, და მიიტანეთ ლაბორატორიაში 1-2 საათის განმავლობაში;

• განავლის ნიმუში შეაგროვეთ სუფთა, სპეციალურ კონტეინერში ისე, რომ მასში არ მოხვდეს შარდი და წყალი; კვლევა არ ტარდება ბუასილიდან სისხლდენის ან ნაწლავის მწვავე აშლილობის დროს. კვების შეზღუდვის საჭიროებას დაგიზუსტებთ ლაბორატორია;

• კვლევა არ არის სასურველი მწვავე ინფექციური დაავადების პერიოდში;

• აცნობეთ ექიმს ყველა მედიკამენტისა და საკვები დანამატის შესახებ, რომელსაც იღებთ;

• აცნობეთ ექიმს პროსტატის სამკურნალო პრეპარატების (ფინასტერიდი, დუტასტერიდი) ან ტესტოსტერონის პრეპარატების მიღების შესახებ.

ინტერპრეტაცია

სისხლის საერთო ანალიზი და ედს:


• ჰემოგლობინისა და ერითროციტების დაქვეითება მიუთითებს ანემიაზე, რომლის ყველაზე ხშირი მიზეზია რკინის, B12 ვიტამინის ან ფოლიუმის მჟავას დეფიციტი;

• ლეიკოციტების მომატება უფრო ხშირად ინფექციასა და ანთებას უკავშირდება, დაქვეითება - ვირუსულ ინფექციებს, ზოგიერთ მედიკამენტსა და იმუნურ დარღვევებს;

• თრომბოციტების რაოდენობის ცვლილება გვხვდება ანთების, რკინის დეფიციტის, ინფექციებისა და სისხლის დაავადებების დროს;

• ედს-ის აჩქარება ანთებითი პროცესის არასპეციფიკური ნიშანია.


ფერიტინი და ტრანსფერინის გაჯერების ინდექსი (TSAT):


• ორივეს დაქვეითება მიუთითებს რკინის დეფიციტზე, რომელიც მამაკაცებში ყოველთვის საჭიროებს მიზეზის (მათ შორის საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან ფარული სისხლდენის) ძიებას;

• ორივეს მომატება შესაძლოა მიუთითებდეს რკინის ჭარბ დაგროვებაზე (მემკვიდრული ჰემოქრომატოზი), რომელიც მამაკაცებში უფრო ადრე ვლინდება და აზიანებს ღვიძლს, გულსა და ენდოკრინულ ჯირკვლებს;

• ფერიტინის იზოლირებული მომატება უფრო ხშირად ანთებას, ღვიძლის ცხიმოვან დაავადებას ან ალკოჰოლის მოხმარებას უკავშირდება.


ვიტამინი B12, ფოლიუმის მჟავა და ჰომოცისტეინი:


• B12-ისა და ფოლიუმის მჟავას დეფიციტი იწვევს ანემიას, დაღლილობას; B12-ის დეფიციტი - დამატებით მეხსიერების გაუარესებასა და კიდურების დაბუჟებას. ასაკთან ერთად B12-ის შეწოვა უარესდება;

• ჰომოცისტეინის მომატება ყველაზე ხშირად სწორედ ამ ვიტამინების ნაკლებობას, თირკმლის ფუნქციის დაქვეითებას ან ჰიპოთირეოზს უკავშირდება და ასოცირდება გულ-სისხლძარღვთა მომატებულ რისკთან.


D ვიტამინი:


• დაქვეითებული დონე მიუთითებს დეფიციტზე ან უკმარისობაზე, რაც არღვევს კალციუმის შეწოვას და აზიანებს ძვლოვან ქსოვილს; მიზეზებია მზის სხივების ნაკლებობა, არასაკმარისი მიღება საკვებით, შეწოვის დარღვევა, ჭარბი წონა;

• ჭარბი დონე, როგორც წესი, დანამატების უკონტროლო მიღების შედეგია და შესაძლოა გამოიწვიოს კალციუმის მომატება.


პარათირეოიდული ჰორმონი (PTH):


• PTH-ისა და კალციუმის ერთდროული მომატება დამახასიათებელია პირველადი ჰიპერპარათირეოზისთვის, რომელიც იწვევს ძვლის სიმკვრივის შემცირებასა და თირკმლის კენჭებს;

• PTH-ის მომატება ნორმული ან დაბალი კალციუმის ფონზე ყველაზე ხშირად D ვიტამინის დეფიციტის შედეგია.


თუთია:


• დაქვეითება უკავშირდება იმუნიტეტის დაქვეითებას, თმის ცვენას, კანის დაზიანებასა და ჭრილობების შენელებულ შეხორცებას; გვხვდება არასაკმარისი კვებისა და შეწოვის დარღვევის დროს.


თირეოტროპული ჰორმონი (TSH):


• მომატება მიუთითებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებაზე (ჰიპოთირეოზი);

• დაქვეითება მიუთითებს ფარისებრი ჯირკვლის ჭარბ ფუნქციაზე (ჰიპერთირეოზი).


ტესტოსტერონი:


• დაქვეითება ასაკთან ერთად თანდათანობით ხდება; გამოხატული დეფიციტი ვლინდება ლიბიდოსა და ერექციის დაქვეითებით, დაღლილობით, კუნთოვანი მასის შემცირებით, მუცლის არეში ცხიმის დაგროვებით. ხელშემწყობი ფაქტორებია ჭარბი წონა, შაქრიანი დიაბეტი, ძილის დარღვევა, ქრონიკული დაავადებები;

• დაბალი შედეგი საჭიროებს დადასტურებას დილის საათებში განმეორებით აღებულ ნიმუშში.


საერთო PSA:


• მომატება შესაძლებელია პროსტატის კიბოს დროს, თუმცა უფრო ხშირად გამოწვეულია პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიით, პროსტატიტით ან საშარდე გზების ინფექციით; დროებით მატულობს ეაკულაციის, ველოსიპედით სიარულისა და პროსტატის გასინჯვის შემდეგ;

• მომატებული შედეგი საჭიროებს უროლოგის კონსულტაციას და, როგორც წესი, განმეორებით კვლევას.


გლუკოზა და გლიკირებული ჰემოგლობინი (HbA1c):


• მომატება მიუთითებს პრედიაბეტზე ან შაქრიან დიაბეტზე; HbA1c ასახავს ბოლო 2-3 თვის საშუალო მაჩვენებელს და ერთჯერად კვებაზე არ არის დამოკიდებული;

• HbA1c-ის შედეგზე შესაძლოა გავლენა იქონიოს ანემიამ და ჰემოგლობინის ვარიანტებმა.


ინსულინი:


• უზმოზე მომატებული დონე ნორმული ან ოდნავ მომატებული გლუკოზის ფონზე მიუთითებს ინსულინრეზისტენტობაზე - მდგომარეობაზე, რომელიც წინ უსწრებს ტიპი 2 შაქრიან დიაბეტს და უკავშირდება ჭარბ წონას, ღვიძლის ცხიმოვან დაავადებას, ქალებში - პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომს.


ლიპიდური პროფილი:


• საერთო ქოლესტერინის, LDL-ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების მომატება და HDL-ქოლესტერინის დაქვეითება ზრდის ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს; მიზეზებია მემკვიდრული ფაქტორი, ჭარბი წონა, არაჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, ჰიპოთირეოზი, შაქრიანი დიაბეტი.


შარდმჟავა:


• მომატება გვხვდება ხორცითა და ალკოჰოლით მდიდარი კვების, ჭარბი წონის, ინსულინრეზისტენტობის, თირკმლის ფუნქციის დაქვეითებისა და შარდმდენების მიღების ფონზე; ზრდის პოდაგრისა და თირკმლის კენჭების რისკს.


C-რეაქტიული ცილა (CRP):


• მომატება მიუთითებს ორგანიზმში მიმდინარე ანთებაზე ან ინფექციაზე; მდგრადი, მსუბუქი მომატება ასოცირდება ქრონიკულ ანთებასა და გულ-სისხლძარღვთა მომატებულ რისკთან.


ღვიძლის ფუნქციური სინჯები:


• ALT-ისა და AST-ის მომატება მიუთითებს ღვიძლის უჯრედების დაზიანებაზე (ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება, ვირუსული ჰეპატიტი, მედიკამენტებისა და ალკოჰოლის ზემოქმედება);

• GGT-ის, ტუტე ფოსფატაზისა და ბილირუბინის მომატება უფრო მეტად ნაღვლის გამოყოფის დარღვევას (მაგ., ნაღვლკენჭოვანი დაავადება) უკავშირდება.


კრეატინინი:


• მომატება მიუთითებს თირკმლის ფილტრაციული ფუნქციის დაქვეითებაზე ან გაუწყლოებაზე;

• დაქვეითება გვხვდება კუნთოვანი მასის შემცირებისას.


ელექტროლიტები (ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი, ქლორი):


• დისბალანსი ვითარდება გაუწყლოების, ღებინების, დიარეის, თირკმლის დაავადებების, ჰორმონული დარღვევებისა და ზოგიერთი მედიკამენტის (მაგ., შარდმდენების) მიღების ფონზე და ვლინდება სისუსტით, კუნთების კრუნჩხვებით, გულის რიტმის დარღვევით.


შარდის საერთო ანალიზი:


• ლეიკოციტების, ბაქტერიების ან ნიტრიტების აღმოჩენა მიუთითებს საშარდე გზების ინფექციაზე;

• ცილა ან ერითროციტები შარდში შესაძლოა მიუთითებდეს თირკმლის დაზიანებაზე და საჭიროებს დამატებით შეფასებას;

• გლუკოზის ან კეტონების აღმოჩენა შესაძლოა ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევის ნიშანი იყოს.


B და C ჰეპატიტის მარკერები (HBsAg, anti-HBs, anti-HCV):


• HBsAg-ის დადებითი შედეგი მიუთითებს B ჰეპატიტის ვირუსით მიმდინარე ინფექციაზე და საჭიროებს ჰეპატოლოგის ან ინფექციონისტის კონსულტაციას;

• anti-HBs-ის დადებითი შედეგი უარყოფითი HBsAg-ის ფონზე მიუთითებს იმუნიტეტზე - ვაქცინაციის ან გადატანილი ინფექციის შედეგად;

• ორივე მარკერის უარყოფითი შედეგი ნიშნავს, რომ ინფექცია არ არის, თუმცა არც დამცავი იმუნიტეტია - ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია ვაქცინაცია;

• anti-HCV-ის დადებითი შედეგი ნიშნავს C ჰეპატიტის ვირუსთან კონტაქტს - ამჟამად ან წარსულში; მიმდინარე ინფექციის დასადასტურებლად აუცილებელია ვირუსის რნმ-ის განსაზღვრა (HCV RNA, PCR). C ჰეპატიტი დღეს სრულად განკურნებადია.


აივ (HIV Ag/Ab Combo):


• უარყოფითი შედეგი ნიშნავს, რომ ინფექციის ნიშნები არ გამოვლინდა; ბოლო კვირებში შესაძლო რისკის არსებობისას („ფანჯრის პერიოდი“) ექიმი გირჩევთ კვლევის გამეორებას;

• რეაქტიული (დადებითი) სკრინინგული შედეგი დიაგნოზს არ ნიშნავს და აუცილებლად საჭიროებს დამადასტურებელ კვლევას. შედეგი კონფიდენციალურია.


სისხლი განავალში (FOBT):


• უარყოფითი შედეგი ნიშნავს, რომ ნიმუშში სისხლი არ აღმოჩნდა; რადგან პოლიპები და სიმსივნეები პერიოდულად სისხლმდენია, კვლევა ინფორმაციულია რეგულარული (ყოველწლიური) გამეორებისას;

• დადებითი შედეგი მიუთითებს სისხლდენაზე საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან - მიზეზი შეიძლება იყოს ბუასილი, ნაპრალი, წყლული, ნაწლავის ანთება, პოლიპი ან სიმსივნე. დადებითი შედეგი ყოველთვის საჭიროებს კოლონოსკოპიას.


ალფაფეტოპროტეინი (AFP):


• მომატება შესაძლებელია ღვიძლის პირველადი კიბოსა და ჩანასახოვანი უჯრედების სიმსივნეების (სათესლე ჯირკვლის, საკვერცხის) დროს;

• არაონკოლოგიური მიზეზებია: ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი; ორსულობის დროს AFP ფიზიოლოგიურად მატულობს.


კანცეროემბრიონული ანტიგენი (CEA):


• მომატება შესაძლებელია მსხვილი ნაწლავის, კუჭის, პანკრეასის, ფილტვის, ძუძუს სიმსივნეების დროს;

• არაონკოლოგიური მიზეზებია: თამბაქოს მოხმარება (მწეველებში დონე უფრო მაღალია), ნაწლავის ანთებითი დაავადებები, ღვიძლის დაავადებები, პანკრეატიტი, ფილტვის ქრონიკული დაავადებები.


პროფილაქტიკური შემოწმების ნორმული შედეგები არ გამორიცხავს ყველა დაავადებას და არ ცვლის ექიმის გასინჯვასა და ასაკის შესაბამის ინსტრუმენტულ სკრინინგს. გადახრის აღმოჩენისას მის მნიშვნელობასა და შემდგომ ნაბიჯებს განსაზღვრავს ექიმი.


ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

კალათა (0)
Phone